მოიძებნა 668064 ჩანაწერი
24061.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
კოწინაკონებისა და წინაკონების წყვილების მიმართ აღებულ ლოკალურ ჰომოლოგიათა და კოჰომოლოგიათა შესახებ.
On local homologies and cohomologies over pairs of copresheaves and presheaves.
24062.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
აგებულია ტოპოლოგიური სივრცის ლოკალური ჰომოლოგიები და კოჰომოლოგიები კოწინაკონებისა და, შესაბამისად, წინაკონების წყვილების მიმართ.
Local homologies and cohomologies of topological space over pairs of copresheaves and presheaves are defined respectively.
24063.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
ისინი ორადულ მიმართებაში იმყოფებიან შეუღლებული წყვილებისათვის და ადრინდელ აგებებს აზოგადებენ.
The introduced objects generalized some earlier constructions and are dual for the conjugate pairs.
24064.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
რეგულარიზაციის მეთოდით სპექტრალური სიმკვრივისა და კორელაციის ფუნქციის შეფასებათა რიცხვითი გამოკვლევის შესახებ.
On the numerical investigation of the estimation of spectral density and function of correlation by the method of regularization.
24065.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
სპექტრალური სიმკვრივის შეფასების ამოცანა მიიყვანება I გვარის ინტეგრალური განტოლების ამოხსნამდე.
Estimation of spectral density and function of correlation leads to the solution of an integral equation of the first kind.
24066.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
მოცემული ინტეგრალური განტოლება ამოხსნილია ა. ტიხონოვის რეგულარიზაციის მეთოდით.
Tikhonov’s method of regularization is used to solve this integral equation.
24067.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
შედგენილია პროგრამა ფორტრანის ენაზე.
The programme was compiled in Fortran.
24068.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
შეფასებულია ცდომილება.
The error is estimated.
24069.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
განსაზღვრულია რეგულარიზაციის პარამეტრები.
The parameters of regularization are defined.
24070.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მათემატიკა
მოყვანილია საკონტროლო ამოცანა.
A control example is adduced.
24071.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
დარტყმითი ფრიქციული ავტორხევები.
Shock–friction self–excited vibrations.
24072.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
განხილულია ავტორხევები, რომლებშიც აღმდგენ ძალას დარტყმის ძალა წარმოადგენს, რის გამოც ასეთი სახის ავტორხევებს სათანადო დასახელება აქვს მიკუთვნებული.
Friction self–excited vibrations with shock as restoring force, which explains the name of the vibrations, are studied.
24073.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
თეორიულად დადგენილია, რომ ეს რხევები წყვეტადი ხასიათისაა.
It is found theoretically that the vibrations are of discontinuous character.
24074.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
ბრტყელი ექვსრგოლა სახსრიანი მექანიზმის კინემატიკური სიზუსტე.
The kinematic accuracy of six–link plane hinged mechanisms.
24075.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
განსაზღვრულია ბრტყელი ექვსრგოლა სახსრიანი მექანიზმის კინემატიკური სიზუსტე მექანიზმის მდებარეობის ცნობილი ფუნქციის მიხედვით.
The determination of the kinematic accuracy of a six–link hinged mechanism according to the known function of its situation is considered.
24076.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
კერძო შემთხვევის სახით მიიღება ოთხრგოლა ბრტყელი სახსრიანი მექანიზმის ცდომილების განმსაზღვრელი გამოსახულება.
As a private case the results obtained can be used to determine the error for a four–link plane hinged mechanism.
24077.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
დრეკად-ფრიქციული საყრდენების მქონე მრავალშრიანი ძელის სიხისტის ანგარიში.
Investigation of the rigidity of a multilayer beam with resilient-frictional mountings.
24078.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
განხილულია არაწრფივი ციკლური მახასიათებლის მქონე მრავალშრიანი ძელი, რომელსაც გააჩნია დრეკად-ფრიქციული საყრდენები.
The paper is concerned with a multilayer beam with resilient-frictional mountings having non–linear cyclic rigidity.
24079.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
მოყვანილია ნახევარციკლების მიხედვით სიხისტის საანგარიშო ფორმულები.
Formulae are presented for calculating rigidity over halfcycles.
24080.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, მანქანათმცოდნეობა
აგებულია ჰისტერეზისის მარყუჟები.
Hysteresis loops are constructed.