მოიძებნა 668064 ჩანაწერი
24261.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ასოციაციური ქერქის (შუა სუპრასილვიური ხვეულის) გაღიზიანებისას თითისტარა სქ-ში ან სულ არ აღიძვრის, ანდა უმნიშვნელოა ხოლმე დანარკოზებულ კატებშიც კი.
Stimulation of AC (middle suprasylvian gyrus) does not give rise to spindles in the auditory cortex, but if they do arise, are negligible even in the lightly anesthetized cats.
24262.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიღებული მონაცემები ადასტურებენ ორმხრივი ფუნქციური კავშირის არსებობას სენსორულ და ასოციაციურ თალამურ-კორტიკალურ სისტემებს შორის, რომელიც უფრო ქმედითია ერთი მიმართულებით.
Thus, the data obtained testify to the existence of bilateral connections between the sensory and association thalamocortical systems, which are more active in one direction.
24263.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ჭარბი დროის მქონე ციფრული გამომთვლელი მანქანის წარმადობის ალბათური მახასიათებელი.
Probability characteristic of the performance of a digital computer with time redundancy.
24264.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ეგმ მზადყოფნის კოეფიციენტის განსაზღვრის საკითხისათვის.
Towards determining the operational readiness of a computer.
24265.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განსაზღვრულია ელექტრონული გამომთვლელი მანქანის მზადყოფნის კოეფიციენტი კონტროლის სისტემის თავისებურებისა და იმედიანობის გათვალისწინებით.
The operational readiness of a computer is determined with account of the characteristics of the type of control used, reliability and confidence.
24266.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
რუთენიუმ (IV) მარილმჟავა ხსნარების გამოკვლევა სპექტროფოტომეტრიისა და ქაღალდზე ელექტროფორეზის მეთოდებით.
Investigation of ruthenium (IV) solutions in hydrochloric acid by the spectrophotometric and paper electrophoresis methods.
24267.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
გამოკვლეულია რუთენიუმ (IV) მარილმჟავა ხსნარები სპექტროფოტომეტრიისა და ქაღალდზე ელექტროფორეზის მეთოდების გამოყენებით.
The paper deals with a study of ruthenium (IV) solutions in hydrochloric acid by spectrophotometric and paper electrophoresis methods.
24268.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
დადგენილია ორი კომპლექსური ფორმის დომინირება მარილმჟავას სხვადასხვა კონცენტრაციისას 4,0 – 2,2 მოლი და 0,08 მოლის ქვევით.
The domination of two complex forms in intervals of hydrochloric acid concentration of 4,0 – 2,2 M and below 0,08 M has been established.
24269.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
ელექტროფორეზის შედეგები კარგად ემთხვევა სპექტროფოტომეტრიის მეთოდით მიღებულ შედეგებს.
The results of the electrophoresis agree well with those obtained by the use of the spectrophotometric method.
24270.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
ჩამდინარე წყლების ფენოლით გაჭუჭყიანების კონტროლის საკითხისათვის.
Concerning the control of the pollution of sewage with phenol.
24271.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
ჩამდინარე წყლებში ფენოლის განსაზღვრის ავტომატური კოლორიმეტრიული სისტემის შემუშავების მიზნით შესწავლილია წყალში შემავალი კომპონენტების ხელისშემშლელი გავლენის თავიდან აცილების შესაძლებლობა შენიღბვის მეთოდით.
With a view to developing an automatic system of colorimetrtic determination of phenol in sewage the possibility of the elimination of the disturbing influence of the concomitant components of water was investigated by the masking method.
24272.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
დადგენილ იქნა, რომ კოლორიმეტრიული მეთოდით 4-ამინოანტიპირინის გამოყენებით ფენოლის განსაზღვრას ხელს უშლის სულფიდ-იონის, აგრეთვე რკინის, ქრომისა და სპილენძის კათიონების არსებობა.
It was established that phenol determination by the colorimetric method, applying 4-aminoantipyrine as the reagent, is substantially influenced by the presence in the analyzed sample of sulphide ions, as well as of cations of iron, chrome and copper.
24273.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
სულფიდ-იონების გავლენის თავიდან აცილება შესაძლებელია აღნიშნულ მეთოდიკაში გამოყენებული დამჟანგველის რაოდენობის გაზრდით.
Elimination of the disturbing influence of sulfide-ions can be achieved by increasing the concentration of the oxidizer used in the method of phenol determination.
24274.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
რკინა, ქრომი და სპილენძი, როგორც დადგენილ იქნა, შეიძლება შენიღბულ იქნენ კომპლექსონების (ტარტრატ-, ციტრატ-, EDTA-იონების) დამატებით.
It was found that iron, chrome and copper can be masked by adding complexons of tartrate- citrate- or EDTA ions.
24275.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბიოფიზიკა
ოქსიპროლინის როლი ხერხემლიანთა კოლაგენის სტრუქტურის სტაბილიზაციაში.
The role of hydroxyproline in stabilizing the vertebrate collagen structure.
24276.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბიოფიზიკა
ხერხემლიანთა კოლაგენის თერმოსტაბილობის ფილოგენეტიკურ ცვლილებებში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ოქსიპროლინი, რომლის რაოდენობის ზრდა იწვევს კოლაგენის დენატურაციის ტემპერატურის ზრდას.
The results of the analysis have proved that the phylogenetic alteration of thermostability in vertebrate collagen is determined by the changes in hydroxyproline content.
24277.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბიოფიზიკა
ინტაქტური და სიმსივნემატარებლიანი ვირთაგვის სისხლის ფოსფოლიპიდების შიდამოლეკულური და კონფორმაციული ცვლილებების შესახებ.
On intramolecular and conformational changes of phospholipids of blood in normal and tumour – bearing rats.
24278.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბიოფიზიკა
ინტაქტური და სიმსივნემატარებლიანი ვირთაგვის სისხლის ფოსფოლიპიდების ინფრაწითელი სპექტრების შესწავლის დროს სიმსივნიანი ვირთაგვის სისხლის ფოსფოლიპიდების სპექტრების ცალკეულ ზოლებში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, გამოწვეული ფოსფოლიპიდების მოლეკულების იონიზაციის ცვლილებებით.
Significant changes in some spectral bands of phospholipids of tumour–bearing rats caused by phospholipid molecule ionization have been observed during IR–spectra study of blood phospholipids of intact and tumour–bearing rats.
24279.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბიოფიზიკა
ამის დამამტკიცებელია მონაცემები აკრიდინის ნარინჯისა (უკავშირდება ფოსფოლიპიდების უარყოფით ჯგუფებს) და 1-ანილინ-8-ნაფტალინსულფონატის (უკავშირდება ფოსფოლიპიდების დადებით ჯგუფებს) დაკავშირების შესახებ.
This is confirmed by data on acridine orange binding (binds negative groups of phospholipids) and fluorescence of 1-anilino-8-naphtalenesulphonate (binds positive groups of phospholipids).
24280.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბიოფიზიკა
აღმოჩნდა, რომ სიმსივნიანი ვირთაგვის სისხლის ფოსფოლიპიდებში უარყოფითი მუხტების რაოდენობა მცირდება და დადებითი მუხტების რაოდენობა მატულობს.
In tumour phospholipids the share of negative charges appeared to be decreased and that of positive charges increased.