მოიძებნა 668064 ჩანაწერი
24581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პეტროლოგია
აღწერილია ალაზანგაღმა კახეთის ტერიტორიაზე მდ. ბურსას აუზში მიკვლეული ვულკანური აპარატი.
Description of the volcanic neck found in the Bursa river basin on the territory of the trans-Alazani Kakheti is presented.
24582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პეტროლოგია
გამოთქმულია აზრი, რომ ვულკანის მოქმედება უახლეს - ჰოლოცენურ ფაზას უნდა ეკუთვნოდეს.
It is suggested that volcanic activity belongs to the youngest phase of the Holocene.
24583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პეტროლოგია
პროგრესული რეგიონული მეტამორფული ზონალობა ბუულგენის სერიის კრისტალურ ქანებში.
Progressive regional metamorphic zonation in the crystalline rocks of the Buulgen series.
24584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პეტროლოგია
ბუულგენის სერიის კრისტალურ ქანებში დადგენილია ანდალუზიტის ტიპის პროგრესული რეგიონული მეტამორფული ზონალობა.
Progressive regional metamorphic zonation of andalusite type has been established in the crystalline rocks of the Buulgen series.
24585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პეტროლოგია
გამოყოფილია და კარტირებულია ბიოტიტის, გრანიტის, სტავროლიტის და მიგმატიტის ზონები.
Zones of biotite, garnet, staurolite, sillimanite and migmatite have been identified and mapped.
24586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პეტროლოგია
მოცემულია მათი პარაგენეზული ასოციაციები და ფორმირების ტემპერატურა.
Their paragenetic associations and the temperature of formation are presented.
24587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პეტროლოგია
ზონალობა დაკავშირებულია ანტიკლინორულ სტრუქტურასთან, რომლის გულშიც გამოდიან მიგმატიტების ზონის ყველაზე ძლიერმეტამორფიზებული ქანები.
The zoning is relative to the anticlinorium structure, in the centre of which the most intensively metamorphosed rocks of migmatitic zone are out-cropped.
24588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პეტროლოგია
ტემპერატურული გრადიენტი ცენტრიდან პერიფერიებისაკენ კლებულობს.
The temperature gradient decreases from the centre to the periphery.
24589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ბრუნვითი მოქმედების საბურღი ინსტრუმენტის მუშა ბოლოს ვიბროსიჩქარეზე და ვიბროაჩქარებაზე დრეკადი ელემენტის გავლენის შესახებ.
On the influence of an elastic element on the velocity and acceleration of vibration in the working end of a rotary drilling instrument.
24590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
შესწავლილია ბრუნვითი მოქმედების საბურღი ინსტრუმენტის ვიბრაციის ჩაქრობის საკითხები სატეხზე დაყენებული ვიბრომქრობის საშუალებით.
The problems of vibration damping of a rotary drilling instrument by means of the damper installed over the bit are studied.
24591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია ვიბრაციის ენერგიის სპექტრული სიმკვრივისა და ინტეგრალური მახასიათებლის დამოკიდებულება ვიბრომქრობის ინერციულ, დრეკად და მადემფირებელ თვისებებზე.
The dependence of the integral characteristic and spectrum density of the energy of vibration on the inertia, elasticity and damping capacity of the vibrodamper is investigated.
24592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მაღაროს ჰაერის ტემპერატურის წლიური რხევის გავლენა გვირაბების გარემომცველ სამთო მასივის ტემპერატურათა ველზე.
The effect of the annual variation of the mine air temperature on the temperature field surrounding the workings of the rock mass.
24593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
შესწავლილია გვირაბების ირგვლივ სამთო მასივში ტემპერატურათა ველის ფორმირების ხასიათი მაღაროს ჰაერის ტემპერატურის წლიური რხევისა და განიავების სხვადასხვა ინტენსივობის შემთხვევაში.
The effect of the annual variation of the mine air temperature on the character of the formation of the temperature field of the rock mass round the workings at various rates of airing has been studied.
24594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია, რომ მასივში გაცივებული ზონის სისქეა 60 მ, ხოლო სითბოგამათანაბრებელი პერანგისა - 10 მ.
The thickness of the cooled zone in the mass and that of the heat – balancing shell have been determined to reach 60 m and 10 m respectively.
24595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, სამშენებლო მექანიკა
სტატიკურად ურკვევადი წინასწარდაძაბული კომბინირებული კვეთის მქონე კონსტრუქციების გაანგარიშება თანდათანობითი მიახლოების მეთოდით.
Determination of the change of stress in time in statically indefinable systems by the method of successive approximations.
24596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, სამშენებლო მექანიკა
ამოცანის ამოხსნის ცალკეული დროის მონაკვეთში ზედმეტი უცნობების მნიშვნელობები მიღებულია მუდმივად.
The individual stages of the problem are solved under the assumption of the constancy of superfluous unknowns.
24597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, სამშენებლო მექანიკა
ყველა დროის მონაკვეთის გავლის შემდეგ ხდება ზედმეტი უცნობის ახალი მნიშვნელობის დადგენა.
On completing each stage the new value of the superfluous unknown is determined.
24598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, სამშენებლო მექანიკა
შემდგომ თვლა მიმდინარეობს უცნობის ახალი მნიშვნელობის გამოყენებით.
The next stage is calculated by the substitution of the new value of the superfluous unknown.
24599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, სამშენებლო მექანიკა
დროის მონაკვეთების სიდიდის შემცირებით შეიძლება მიღწეულ იქნას თვლის სასურველი სიზუსტე.
The necessary accuracy can be attained by reducing the period of time between separate stages.
24600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, სამშენებლო მექანიკა
ლოგარითმული სპირალებით თაღოვანი კაშხლების სამცენტრიანი თაღების ღერძების შეცვლით მიღებული ეფექტის შესახებ დაძაბულობის ველში.
On the effects obtainable in the stress fields of arch dams by substituting logarithmic spirals for the arch axes.