მოიძებნა 668060 ჩანაწერი
25281.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მატერიალური ნაკადის ბალანსის მარეგულირებელ კონტურში რეაქციის ზონის მდგომარეობის გამზომის დინამიკური მახასიათებლების გათვალისწინებისათვის.
On the consideration of the dynamic characteristics of the gauge of the state of reaction zone of the circuit regulation of the balance of material flows.
25282.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მიღებულია უწყვეტად მოქმედ ქიმიურ წყობურიან რეაქტორში ეგზოთერმული ზონის გამზომის დინამიკური მოდელი, რომელიც შედის მატერიალური ნაკადების ბალანსის მარეგულირებელ ჩაკეტილი კონტურის მოდელში.
The paper presents a dynamic model of the gauge of state of zone of exothermic reaction in a packing chemical reactor of continuous operation involved in the model of the closed circuit of regulating the balance of material flows.
25283.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მიღებული მოდელი საშუალებას იძლევა განისაზღვროს რეგულირების კონტურის მდგრადობის პირობები და შეირჩეს ადგილი გამზომის თერმორეზისტორების რეაქტორში რაციონალური განლაგებისათვის.
The model enables to determine the conditions of stable work of the regulation circuit and choose the rational arrangement of the gauge of thermoresistors in the reactor.
25284.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ეგმ-ის წარმადობა მისი კონტროლის აპარატურის იმედიანობის და სარწმუნოდ მუშაობის გათვალისწინებით.
Productivity of a computer with account of its reliability and authenticity of control equipment.
25285.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მიღებულია ეგმ -ის წარმადობის ანალიზური გამოსახულება საკონტროლო აპარატურის იმედიანობისა და სარწმუნოდ მუშაობის გათვალისწინებით.
An analytical expression of the productivity of a computer with account of its reliability and authenticity is derived.
25286.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
არაწრფივი სტოქასტიკური სისტემების პირობითი ალბათობის შეფასება ფილტრის სინთეზის საშუალებით.
Estimation of the aposteriori density of nonlinear stochastic systems under filter synthesis.
25287.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
დინამიური პროგრამირების ფუნქციონალურ განტოლებათა ამოხსნა ფუნქციონალურ სივრცეში.
Solution of functional equations of dynamic programming in functional space.
25288.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ფუნქციონალური განტოლების ამოხსნას ვეძებთ უცნობკოეფიციენტებიანი კვადრატული ფუნქციონალის სახით.
The solution of a functional equation is sought in the form of quadratic functional with unknown coefficients.
25289.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ამ ფუნქციონალის ჩასმით საწყის განტოლებაში მივდივართ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემამდე, რომლის ამოხსნა საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ უცნობი კოეფიციენტები და განვსაზღვროთ საძიებელი კვდარატული ფუნქციონალის სახე.
By substituting this functional in the initial equation we arrive at a system of differential equations, solution of which enables to find the unknown coefficients and to determine the form of the sought quadratic function.
25290.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, არქეოლოგია
ძველი კოლხური თავდაცვითი ნაგებობების შესწავლისათვის.
Toward the study of ancient Colchian wooden defensive structures.
25291.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, არქეოლოგია
განხილულია ქსენოფონტეს და ვიტრუვიუსის ცნობები ძველი კოლხური თავდაცვითი ნაგებობების შესახებ.
The evidence of Xenophon and Vitruvius on ancient Colchian defensive structures is considered.
25292.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, არქეოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ 1976 წ. სოფ. მთისძირში, ადეიშვილების გორაზე გათხრილი შენობის ნაშთები არის ქსენოფონტეს და ვიტრუვიუსის მიერ აღწერილი ძელებიანი ნაგებობის ნაირსახეობა.
It is suggested that the remains of a structure excavated in 1976 on the Adeishvili hill, in the village of Mtisdziri, is a variety of the log structure described by Xenophon and Vitruvius.
25293.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ასტრონომია
ნორმალური და პეკულარული ვარსკვლავების მცირედისპერსიან სპექტრებში წყალბადის ხაზების განსხვავების შესახებ.
Concerning the differences between the hydrogen lines in the low – dispersion spectra of normal and peculiar stars.
25294.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ასტრონომია
ობიექტივწინა პრიზმით მიღებული სპექტრების საფუძველზე გამოვლენილ პეკულარულ ვარსკვლავთა ნათობის სპექტროფოტომეტრიული შეფასება.
Spectrophotometric determination of the luminosity of peculiar stars identified on objective–prism plates.
25295.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ასტრონომია
წარმოდგენილია Ap ვარსკვლავთა მდებარეობა სპექტრი-ბრწყინვალების დიაგრამაზე.
The position of the Ap-stars on the spectrum–luminosity diagram is represented.
25296.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ბიოქიმია
ფენოლის კონიუგაციის პროდუქტების შესახებ სიმინდში.
On the phenol conjugation products in maize.
25297.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ ფენოლის დეტოქსიკაციის ერთ - ერთ გზას სიმინდში წარმოადგენს კონიუგაციის პროდუქტების წარმოქმნა პეპტიდებთან.
The main pathway of phenol detoxication in maize is shown to be the formation of products of conjugation with peptides.
25298.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ბიოქიმია
უმაღლესი მცენარეებისათვის დამახასიათებელი მრავალატომიანი ფენოლების დეტოქსიკაციის რეაქცია - გლიკოზილირება ერთატომიანი ფენოლების შემთხვევაში, როგორც ჩანს არ ხორციელდება ან მეტად უმნიშვნელოა რაოდენობრივი თვალსაზრისით.
The detoxication reaction – typical of all higher plants of polyphenol–glycosylation – in the case of monatomic phenol, does not occur, or if it does, to a very insignificant extent.
25299.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ბიოქიმია
ლიზინის მცირე დოზებით დატვირთვის გავლენა ადენილციკლაზას აქტივობაზე ვირთაგვის თავის ტვინში.
The influence of loading with small amounts of lysine on the activity of the adenyl cyclase of the brain tissue.
25300.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ბიოქიმია
გამოირკვა, რომ დატვირთვის შედეგად იზრდება ადენილციკლაზას აქტივობა თავის ტვინის ყველა უბანში, განსაკუთრებით ქერქში.
The investigation revealed that the activity of adenyl cyclase increases in all the brain regions, especially in the cortex.