მოიძებნა 668060 ჩანაწერი
25381.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ელექტროქიმია
ნაჩვენებია, რომ ტრიბენზილამინის გარკვეული კონცენტრაციებისას კადმიუმის ტალღასთან ერთად წარმოიქმნება ახალი ტალღა გამოწვეული კადმიუმის კომპლექსების წარმოქმნით ტრიბენზილამინთან. დადგენილია წარმოქმნილი ტალღის კატალიზური ბუნება.
It is shown that in the presence of definite concentrations of tribenzylamine, along with the cadmium wave, there appears a new wave of catalytic reduction of hydrogen, due to the formation of complexes of cadmium with tribenzylamine.
25382.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ელექტროქიმია
გამლღვალი ელექტროლიტების ფუძე-მჟავური თვისებების მნიშვნელობა ანიონთა ელექტროაღდგენის კინეტიკაში.
The effect of the acid-base properties of fused electrolytes on the kinetics of electroreduction of anions.
25383.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ელექტროქიმია
განხილულია ჟანგბადშემცველი ანიონების ელექტროაღდგენის საერთო კანონზომიერებანი გამლღვალი ელექტროლიტის ფუძე-მჟავური თვისებების გათვალისწინებით.
The general laws of electrochemical reduction of oxygen-containing anions have been investigated, considering their acid-base characteristics.
25384.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ელექტროქიმია
ნაჩვენებია, რომ ჟანგბადშემცველი ანიონების ელექტროქიმიური ბუნება განისაზღვრება გამლღვალი ელექტროლიტების ფუძე-მჟავური თვისებებით.
The electrochemical nature of oxygen-containing anions is shown to be dependent on the acid-base characteristics of fused electrolytes.
25385.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ელექტროქიმია
ამ ანიონების ელექტროლიტებთან ფუძე-მჟავური ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნებიან ელექტროაქტიური ნაწილაკები.
Acid-base interactions of these anions with electrolytes produce electroactive particles.
25386.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენერგეტიკა
ერთგვაროვან და სუსტ არაერთგვაროვან ველებში ელეგაზით იზოლაციის ელექტრული სიმტკიცის გამოკვლევა სამრეწველო სიხშირის ძაბვის ხანგრძლივი ზემოქმედების დროს.
Investigation of the electrical strength of SF<sub>6</sub> insulation in homogeneous and weakly inhomogeneous fields under prolonged exposure to industrial voltage.
25387.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენერგეტიკა
მოცემულია ხანგრძლივად დასაშვები ელექტრული ველის დაძაბულობის არჩევის მეთოდიკა, განსაზღვრულია გარღვევის წინა დროების განაწილების ფუნქციის ძირითადი კანონი, ზედაპირის დამუშავების სისუფთავის კლასის, ელექტროდის მასალის და საიზოლაციო გაზის წნევის გავლენა ხანგრძლივად დასაშვები ელექტრული ველის დაძაბულობის სიდიდეზე რეალურ მაღალი ძაბვის კონსტრუქციებში, სადაც გამოყენებულია ელეგაიზით იზოლაცია.
A method of long – term permissible intensity of the electric field is suggested. The general functional law of distribution of predischarge periods, electrode material influence, its surface treatment, cleanness and insulating gas pressure upon prolonged permissible intensity of the electric field in high voltage equipment real constructions with insulation SF6 has been determined.
25388.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენერგეტიკა
წინასწარი შეფასებისათვის მოცემულია დასაშვები გარღვევის ალბათობის სიდიდე.
As a preliminary estimation the value of overlap permissible probability is suggested.
25389.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენტომოლოგია
ინსექტიციდებით დამუშავების გავლენა კუნელის ტკიპას დედლის ნაყოფიერებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
The effect of treatment with insecticides on the fertility and life span of females of Tetranychus viennesis zacher.
25390.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენტომოლოგია
ზოგიერთი ინსექტიციდის გავლენა ვაშლის ფოთლებში ნახშირწყლებისა და აზოტოვან ნივთიერებათა ცვლაზე და მათი შესაძლო მნიშვნელობა ტეტრანიქისებრი ტკიპების გამრავლების ინტენსივობისათვის.
The effect of some pesticides on carbohydrate and nitrogen metabolism in apple tree leaves and its possible significance in the intensive reproduction of Tetranychus mites.
25391.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენტომოლოგია
კუნელის ტკიპას მაღალი ნაყოფიერება და სიცოცხლის გახანგრძლივება სევინისა და მეტათიონის გამოყენების შემდეგ შეიძლება დავუკავშიროთ ვაშლის ფოთლებში აზოტოვანი ნივთიერებებისა და მონოშაქრების დიდი რაოდენობის დაგროვებას ამ პრეპარატების გავლენით.
The increased fertility and life span of Tetranychus viennensis Zacher and T. urticae Koch following the use of sevin and metathion may be linked with the substantial increase of the amount of nitrogenous substances and monosaccharides in apple tree leaves due to treatment with these preparations.
25392.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენტომოლოგია
ახალი სახეობა Aphodius osetinus Medv. et. Dzam. (Coleoptera, Scarabaeidae) საქართველოდან.
New species of Aphodius osetinus Medv. et. Dzam., (Coleoptera, Scarabaeidae) from Georgia.
25393.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენტომოლოგია
ნაშრომში აღწერილია ახალი სახეობა ულვაშფირფიტოვანთა ოჯახიდან (Scarabaeidae) – Aphodius osetinus Medv. et. Dzam., sp. n.
A new species of the Lamillicornia (Scarabaeidae) – Aphodius osetinus Medv. et. Dzam., sp. n. is described.
25394.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენტომოლოგია
ეს მწერი მოპოვებულია დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე (ს. როკას მიდამოებში, ჯავის რაიონი) 23. 06. 1972 წ. ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე, ტყის ზონაში.
This insect was found in cow’s dung on 23 June, 1972 in the western ridge of Caucasian mountains (vil. Roka, Java district) at 1500 m a. s. l., in the woodland zone.
25395.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენტომოლოგია
წყალსატევების გაბინძურების გავლენა Gambusia affinis holbrcokii-ს ეფექტურობაზე Culex pipiens-ის L. და Culiseta annulata-ს Schr. წყლის ფაზებთან ბრძოლისას.
The influence of basin pollution on the effectiveness of Gambusia affinis holbrocokii against preimaginal phases of Culex pipiens L. and Culiseta annulata Schr.
25396.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენტომოლოგია
სუფთა ან ზომიერად გაბინძურებულ ღია წყალსატევებში გამბუზია სავსებით ანადგურებს C. p. pipiens-ის და Cs. annulata-ს იმაგოსწინა ფაზებს, ხოლო მღვრიე ან ორგანული ნივთიერებებით ძლიერ გაბინძურებულ წყალსატევებში ამ თევზის შეზღუდული ხილვადობის გამო, მისი ეფექტურობა შესამჩნევად დაბალია.
In open basins with clean or moderately polluted water gambusia is highly effective against premaginal phases of C. p. pipines and Cs. Annulata, and in basins with turbid and polluted with organics water its effectiveness is considerably reduced due to limited visibility.
25397.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ენტომოლოგია
სარდაფის წყალსატევებში C. p. molestus-ის წყლის ფაზებთან საბრძოველად გამბუზიის გამოყენება შეუძლებელია, რადგად იგი მსგავს ეკოლოგიურ გარემოს ვერ იტანს.
Gambusia is unsuitable for control of preimaginal phases of C. p. molestus in basement reservoirs as it cannot survive under such ecological conditions.
25398.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ექსპერიმენტული მედიცინა
მაგნიტური ველის გავლენა ელექტროკარდიოგრაფიულ მაჩვენებლებზე ექსპერიმენტში.
Experimental study of the influence of the electromagnetic field on the electrocardiographic indices.
25399.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ექსპერიმენტული მედიცინა
მომატებული ელექტრომაგნიტური ველი გავლენას ახდენს ბაჭიის გულის ბიოელექტრულ აქტივობაზე, რაც გამოიხატება ეკგ -ზე P და T კბილების გადიდებასა და დეფორმაციაში, ან დაკლებასა და ინვერსიაში, R და S კბილების ამპლიტუდის ტალღისებურ ცვლილებაში.
An increased magnetic field is shown to affect the bioelectrical activity of the rabbit’s heart. This is expressed in growth and deformation of P and T waves on the ECG, or their decrease and inversion, as well as in an undulating change of R and S wave amplitudes.
25400.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ექსპერიმენტული მედიცინა
ეკბ მაჩვენებლებზე ძირითად გავლენას ახდენს მაგნიტური ველის ჰორიზონტალური მდგენელი.
The ECG indices are basically influenced by the horizontal component of magnetic field.