მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26441.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
ნავთობის აზოტშემცველი კრისტალური ნაერთების პირველადი წარმოშობის შესახებ.
On the origin of nitrogen-containing crystalline compounds of petroleum.
26442.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
შესწავლილია სელექტიური გამხსნელის - ანილინის გავლენა ნავთობის მაღალმდუღარე ფრაქციებიდან გამოყოფილი წითელი ფერის აზოტშემცველი კრისტალური კომპონენტების წარმოქმნაზე.
The effect of aniline, a selective solvent, on the formation of red, crystalline nitrogen-containing components isolated from high-boiling fractions of petroleum has been studied.
26443.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ეს ნაერთები წარმოადგენენ ნავთობის ბუნებრივ კომპონენტებს და არა მეორადი გარდაქმნის შედეგად მიღებულ პროდუქტებს.
The given compounds have been identified as natural components of petroleum rather than products of secondary transformation.
26444.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
ზოგიერთი აცეტილენური γ-გლიკოლის ჰიდრირება და ჰიდროგერმილირება.
Hydrogenation and hydrogermylation of some acetylenic γ-glycols.
26445.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
შესწავლილია ზოგიერთი აცეტილენური γ-გლიკოლის ჰიდრირების და ჰიდროგერმილირების რეაქციები.
Hydrogenation and hydrogermylation reactions of some acetylenic γ-glycols has been studied.
26446.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
მიღებულია შესაბამისი ეთილენური რიგის გლიკოლები და ჰიდროგერმილირების ორი პროდუქტი.
Corresponding ethylenic glycols and hydrogermylation compounds were obtained.
26447.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
სიმეტრიული გლიკოლის შემთხვევაში გამოყოფილ იქნა გადაჯგუფების პროდუქტთან (α-დიკეტონთან) მიერთების ადუქტი.
In the case of symmetrical glycol, an addition adduct with a rearrangement product (α-diketone) was isolated.
26448.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
მიღებული ნაერთების აგებულება დადგენილია კვლევის ფიზიკური და ქიმიური მეთოდებით.
The structures of all the obtained compounds were established by physical and chemical methods of investigation.
26449.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
ბათუმის ნ/გ ქარხნის კეროსინ-დიზელის დისტილატები, როგორც საკვები ცილების წარმოებისათვის საჭირო თხევადი ნ. პარაფინების მიღების ნედლეული.
Kerosene and diesel distillates of the Batumi oil refinery as raw material for n-paraffins for the production of feed proteins.
26450.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
საკვები საფუარის ცილების წარმოებისათვის ოპტიმალური თხევადი ნ.პარაფინების შემცველობაზე ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დისტილატების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ამ მიზნით ხელსაყრელ ნედლეულს წარმოადგენს საქართველოს (სამგორის) ნავთობის დიზელის დისტილატი, რომლიდანაც ნ.პარაფინების გამოსავალია 20,8%.
A study of the distillates of the Batumi oil refinery for the content of optimal liquid n-paraffins used in the production of feed yeast proteins has shown that the diesel fraction of Georgian (Samgori) oil is the most convenient raw material, with n-paraffin yield of 20.8%.
26451.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
ამავე დროს არ შეიცვლება ბათუმის ქარხნის პროდუქციის ნომენკლატურა.
This does not entail a change of the nomenclature of the Batumi refinery production.
26452.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ორგანული ქიმია
3,4,6-ტრი-O-მეთილ-D-მანოპირანოზის შიდამოლეკულური გადაჯგუფება.
Intramolecular rearrangement of 3,4,6-tri-O-methyl-D-mannopyranose.
26453.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, პალეობიოლოგია
დასავლეთ საქართველოს ქვედაკიმერიული (აზოვური) ნალექების შესწავლისათვის.
On the study of the Lower Cimmerian (Azovian) deposits of Western Georgia.
26454.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, პალეობიოლოგია
სოფ. ნოჯიხევის (ხობის რაიონი) მიდამოებში აღმოჩენილია სამეგრელოში ჯერჯერობით ერთადერთი გამოსავალი ქვედაკიმერიული-აზოვური ნალექებისა.
The article deals with the exposure of the Early Cimmerian (Azovian) deposits discovered in the environs of the village of Nojikhevi (Khobi district).
26455.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, პალეონტოლოგია
Parahoplitidae Spath ოჯახის სისტემატიკის საკითხისათვის.
On the systematics of the family Parahoplitidae Spath.
26456.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, პალეონტოლოგია
მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით გამოვყავით Parahoplitidae ოჯახის ახალი ქვეოჯახი - Diadochoceratinae Kvant. subfam. nov. ამჟამად ეს ოჯახი აერთიანებს სამ ქვეოჯახს (რომელთაგან ორი ადრე იყო ცნობილი):
On the basis of morphological features it is suggested that the aptian family Parahoplitidae be divided into three (and not into two, as regarded earlier) subfamilies:
26457.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, პალეონტოლოგია
Parahoplitinae (უკოპო ან ჭიპის სუსტი კოპით), Acanthohoplitinae (ორი კოპით) და Diadochoceratinae (სამი კოპით).
Parahoplitinae (without tubercles or with umbilical bulges), Acanthohoplitinae (bituberculate) and Diadochoceratinae subfam. nov. (trituberculate).
26458.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, პეტროლოგია
სექტორიალური მრჩობლები ლადევალის წყების მეტამორფული ფიქლების პლაგიოკლაზებში (ზემო სვანეთი).
Sectorial twins of plagioclases of metamorphic schists of the Ladevali suite (Upper Svaneti).
26459.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, პეტროლოგია
ლადევალის წყების მეტამორფულ ფიქლებში შესწავლილია პლაგიოკლაზების სექტორიალური მრჩობლები, ისინი ადრე აღწერილი იყვნენ როგორც კორდიერიტები.
Sectorial twins of plagioclases, earlier described as cordierites, have been studied in metamorphic schists of the Ladevali suite.
26460.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, პეტროლოგია
ამ მინერალის დეტალური ოპტიკური და რენტგენოსტრუქტურული, აგრეთვე ლადევალის წყების ქანების ხასიათისა და სექტორიალური მრჩობლების თავისებურებების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ პლაგიოკლაზებში აღნიშნული მრჩობლები გაჩნდნენ ლადევალის წყების ქანების მეტამორფიზმის პროცესში.
Detailed optical and X-ray diffraction analyses of the mineral, as well as investigation of the characteristics of the rocks of the Ladevali suite and the structural features of sectorial twins give ground to assume that the plagioclase twins were formed during the metamorphism of the Ladevali suite.