მოიძებნა 668060 ჩანაწერი
27661.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
განივი კვეთი პირობითად იყოფა სასრულო რაოდენობის ჰორიზონტალურ ბოჭკოებად.
A transverse section of the title structure is conditionally divided into a finite number of horizontal fibres.
27662.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
გარეგან მომენტს აწონასწორებს ამ ბოჭკოების კუმშვა-გაჭიმვის ძალვები.
The external load momentum is balanced only by compression-expansion in these fibres.
27663.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
მომენტები თვით ამ ბოჭკოებში სიმცირის გამო მხედველობაში არ მიიღება.
Due to their small values, the momenta in the fibres are not taken into consideration.
27664.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
ასეთ მიდგომისას, თუ სამართლიანად ჩავთვლით ბრტყელი კვეთების ჰიპოთეზას, არაერთგვაროვანი რკინაბეტონის წინასწარ დაძაბულ კონსტრუქციებში ბეტონების ცოცვადობის არაწრფივი დეფორმაციების გათვალისწინებით ძალვათა განსაზღვრა დაიყვანება დამოუკიდებელ არაწრფივ ინტეგრალურ განტოლებათა ამოხსნაზე.
With such approach, considering the hyposthesis of plane sections valid, the problem of the force determination in non-homogeneous, reinforced concrete prestressed structures, with account of concrete creep nonlinear deformations, is reduced to the solution of independent nonlinear integral equations.
27665.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
ხოლო ჩვეულებრივი მიდგომის დროს ანალოგიური არაწრფივ განტოლებათა სისტემების ამოხსნა ყოველთვის არ ხერხდება.
With the ordinary approach the obtained system of non-linear integral equations is unsolvable under the external momentum given as an analytical expression.
27666.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
ხვრეტით შესუსტებული ორმაგი სიმრუდის დამრეცი გარსის ღუნვის ერთი ამოცანის შესახებ, როცა ხვრეტს საკუთხო წერტილები არ გააჩნია.
On one problem of a double-curve sloping shell weakened by an orifice having no angular points.
27667.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
განხილულია დიდი ხვრეტით შესუსტებული დამრეცი გარსის ღუნვის ამოცანა.
One problem of the bending of a sloping shell weakened by a big orifice is discussed.
27668.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
დამრეცი გარსის წონასწორობის დიფერენციალური განტოლების ზოგადი ინტეგრალი განისაზღვრება ი. ვეკუას მეთოდით.
The general integral of differential equation of sloping shell balance is determined by the method of I. N. Vekua.
27669.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
ძალიან მცირე წრიული ხვრეტით შესუსტებული, შეკრული ცილინდრული გარსის ღუნვის ერთი ამოცანის შესახებ.
On one problem of bending of a closed cylindrical shell weakened by a circular orifice.
27670.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
განხილულია წრიული ხვრეტით შესუსტებული, შეკრული ცილინდრული გარსის ღუნვის ამოცანა.
A problem of the bending of a closed cylindrical shell weakened by a circular orifice is studied.
27671.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
გარსის საანგარიშოდ გამოიყენება ნ. ბულიას ხერხი.
The shell is calculated by the method of N. P. Bulia.
27672.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
ჩაღუნვები წარმოდგენილია სუპერპოზიციის მეთოდით.
Bends are represented by the method of superposition.
27673.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
სფეროსა და ელიფსური ცილინდრის თანაკვეთით მიღებული, საზღვრით ჩამაგრებული სფერული თაღის ანგარიში.
Computation of a spherical dome pinched along the boundary constituting a sectioned sphere with an elliptic cylinder.
27674.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, სამშენებლო მექანიკა
განხილულია ამოცანა სფერული გარსის ნაწილისათვის, რომლის საზღვარი რთული ფორმისაა.
The problem of a partially spherical dome the boundary of which is not ordinary in shape is solved.
27675.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ფიზიკა
რელატივისტური ლენგმიურის სოლიტონი.
The Langmuir relativistic solution.
27676.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ფიზიკა
ვლასოვის რელატივისტური განტოლების საშუალებით ლენგმიურის სუსტად არაწრფივი ტალღებისათვის გამოყვანილია შრედინგერის ტიპის განტოლება ლანდაუს არაწრფივი ჩაქრობის გათვალისწინებით.
The Schrödinger equation for weakly nonlinear Langmuir waves is obtained by means of the Vlasov relativistic equation, taking into account the nonlinear Landau damping.
27677.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ფიზიკა
ტალღური ვექტორისათვის დადგენილია ცვლილების არე, რომლისთვისაც არსებობს რელატივისტური ლენგმიურის სოლიტონი.
The regional change of the wave vector, for which the Langmuir relativistic solution exists, is defined.
27678.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ფიზიკა
აღმოჩნდა, რომ რელატივისტური სოლიტონი არსებობს, თუ პლაზმის ტემპერატურა ოც მილიონ გრადუსზე მეტია.
This solution exists when the plasma temperature is more than twenty million degrees.
27679.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ფიზიკა
გაზური ფაზის არასტაბილურობა გალიუმის არსენიდის ფირების ეპიტაქსიალური ზრდის დაწყებით პერიოდში.
Gas phase instability in the initial period of epitaxial growth of GaAs films.
27680.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ფიზიკა
განხილულია n-ტიპის GaAs ეპიტაქსიალური ფირების Ga-AsCl<sub>3</sub>-H<sub>2</sub> სისტემაში დაწყებითი სტადიისას გაზური ფაზის არასტაბილურობის საკითხი.
Gas phase instability in the initial period of epitaxial growth of n-GaAs films in the Ga-AsCl<sub>3</sub>-H<sub>2</sub> system is discussed.