მოიძებნა 668060 ჩანაწერი
27881.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, გეოფიზიკა
სეისმურმა დაკვირვებებმა საშუალება მოგვცეს გამოგვეყო ერთჯერადი არეკვლები შესწავლილი ჭრილის ზოგიერთი საზღვრიდან და დაგვედგინა მათი კავშირი ჯერად ტალღებთან.
Seismic observations permitted identification of single reflections from different layers and their qualitative correlation with multiple waves.
27882.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, გეოფიზიკა
ორივე ბურღილის გასწვრივ ჯერადი არეკვლების ინტენსიურობა უმნიშვნელოა.
As a whole, the intensity of multiple reflections in both boreholes is negligible.
27883.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, გეოფიზიკა
ერთჯერადი არეკვლების რიცხვი შესწავლილ ჭაბურღილებში საკმარისია 3600 მ სიღრმემდე სარწმუნო ჭრილის ასაგებად.
The number of single reflections in both boreholes is adequate for interpretation to the depth of 3600 m.
27884.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, გეოქიმია
ურუპის სპილენძ-კოლჩედანური საბადოს ფორმირების ტემპერატურის პირობებისათვის.
On the temperature conditions of the formation of the Urup copper-pyritic deposit.
27885.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, გეოქიმია
განხილულია გაზურ-თხიერი ჩანართების ჰომოგენიზაციის და დეკრეპიტაციის მონაცემები.
Fluid inclusions of homogenization and decrepitation data are discussed.
27886.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, გეოქიმია
თერმობაროგეოქიმიის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა მადანწარმოშობის დაბალტემპერატურული პირობების შესახებ.
On the basis of thermobarogeochemistry a conclusion is made about low temperature conditions of ore precipitation.
27887.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, გეოქიმია
სულფიდური წონასწორობის გამოკვლევა გაგრის მინერალურ წყალში.
Study of sulphide equilibrium in the Gagra mineral water.
27888.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, გეოქიმია
სულფიდური წონასწორობის შესასწავლად გაგრის თერმულ გოგირდ-წყალბადიან (სულფიდურ) მინერალურ წყალში ექსპერიმენტულად განისაზღვრა Eh, pH, ΣH<sub>2</sub>S, S<sub>2</sub>O<sub>3</sub><sup>2-</sup>, SO<sub>3</sub><sup>2-</sup>, O<sub>2</sub>, Fe<sup>2+</sup>, SO<sub>4</sub><sup>2-</sup>.
An experimental determination of Eh, pH, ΣH<sub>2</sub>S, S<sub>2</sub>O<sub>3</sub><sup>2-</sup>, SO<sub>3</sub><sup>2-</sup>, O<sub>2</sub>, Fe<sup>2+</sup>, SO<sub>4</sub><sup>2-</sup> was made with a view to studying the sulphide equilibrium in the Gagra thermal sulphide water.
27889.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, გეოქიმია
მიღებული მონაცემების გამოყენებით გაანგარიშებულია გოგირდწყალბადის, ჰიდროსულფიდ-იონის, სულფიდ-იონის შემცველობა და აქტივობა, აგრეთვე Eh-ის მნიშვნელობა.
The data obtained, as well as the themperature of the water, were used in calculating the content and activity of sulphoxide- and sulphide ions and Eh values, proceeding from the selected potential-determining system of sulphur.
27890.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, დრეკადობის თეორია
მომენტური დრეკადობის თეორიის რხევის პირველი სასაზღვრო ამოცანის საკუთრივი ფუნქციების ასიმპტოტური განაწილების შესახებ.
On the asymptotic distribution of the Eigen-functions of the first boundary value problem of oscillation in the couple-stress theory of elasticity.
27891.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, დრეკადობის თეორია
ვარიაციული და ინტეგრალური განტოლებების მეთოდების გამოყენებით დადგენილია მომენტური დრეკადობის თეორიის რხევის პირველი სასაზღვრო ამოცანის საკუთრივი ფუნქციების ასიმპტოტური განაწილების კანონი ევკლიდეს სამგანზომილებიან სივრცეში.
Using the variational method and that of singular equations, the asymptotic distribution of the fundamental functions of the first principal problem of oscillation in the couple stress theory of elasticity in a three-dimensional Euclidean space is studied.
27892.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, დრეკადობის თეორია
პირველი ძირითადი ამოცანა უბნობრივ-ერთგვაროვანი ორთოტროპიული სიბრტყისათვის, გამყოფი წრფის პერპენდიკულარული ჭრილით.
First fundamental problem for piecewise homogeneous orthotropic plane with a cut perpendicular to the line of interface.
27893.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, დრეკადობის თეორია
ანალიზურ ფუნქციათა თეორიისა და ფურიეს გარდაქმნათა მეთოდების გამოყენებით ეფექტურადაა წარმოდგენილი დრეკადობის თეორიის პირველი ძირითადი ამოცანის ამოხსნა უბნობრივ-ერთგვაროვანი ორთოტროპიული სიბრტყისათვის, როდესაც ერთ-ერთ ნახევარსიბრტყეს აქვს გამყოფი წრფის პერპენდიკულარული სასრული სიგრძის სწორხაზოვანი ჭრილი, რომლის ერთი ბოლო გამყოფ წრფეზე მდებარეობს.
The solution in quadratures of the first fundamental problem for a piecewise homogeneous orthotropic plane is given, using the methods of the theory of analytic functions and Fourier transforms in the case when one of the half-planes has a linear finite cut coming from the line of interface and perpendicular to it.
27894.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ელექტროტექნიკა
თავისუფალი პროცესები პარამეტრული დენის წყაროს სქემებში დატვირთვის წინააღმდეგობის ჩართვის დროს.
Free processes in parametric current source circuits at load impedance connection.
27895.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ელექტროტექნიკა
გამოკვლეულია თავისუფალი პროცესები პარამეტრული დენის წყაროებში, როცა კომუტაციამდე სქემები მუშაობს დატვირთვის წინააღმდეგობის მოკლე ჩართვის რეჟიმში.
The paper studies the nature of free processes in parametric current sources when before commutation the circuits operate in the load impedance short circuit modes.
27896.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ელექტროტექნიკა
სიჩქარის ერთრეგულატორიანი და ცალკეული ძრავებისათვის ინდივიდუალური ტირისტორული გარდამსახიანი ორძრავიანი უნიფიცირებული ელექტროამძრავის სისტემის დინამიკა.
Dynamics of a twin-engined unified electric drive system with single speed regulator and individual thyristor transformers for each engine.
27897.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ელექტროტექნიკა
შესწავლილია დაქვემდებარებული რეგულირების პრინციპზე შედგენილი ორძრავიანი ტირისტორული ელექტროამძრავის სისტემის დინამიკა.
The dynamics of the system of a twin-engined thyristor electric drive designed on the principle of subordinated control is considered.
27898.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ელექტროტექნიკა
მოცემულია სისტემის მათემატიკური აღწერა გაწრფივებულ სტრუქტურულ სახეში.
Mathematical description of the system is given in the form of a linearized block diagram.
27899.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ელექტროტექნიკა
მოყვანილია გარდამავალი რეჟიმების ოსცილოგრამები, მიღებული ანალოგურ გამომთვლელ მანქანებზე მოდელირებისას.
Oscillograms of transient states of the system, obtained by analog simulation, are presented.
27900.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ელექტროტექნიკა
ნაჩვენებია, რომ ძრავებს შორის დატვირთვის პროპორციულად გასანაწილებლად აუცილებელია დენების გადამწოდების გამოსავალზე ძაბვების სიდიდეთა გარკვეული თანაფარდობით შერჩევა.
Selection of the values of current transducer voltages is shown to be indispensable for proportional load distribution between the engines.