მოიძებნა 668060 ჩანაწერი
28201.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკა
დადგენილ იქნა, რომ ღრმა დონეები უმთავრესად განლაგებულია P-ფენის ჰეტეროსაზღვართან ენერგეტიკულ ინტერვალში.
Deep levels in the p-layer were observed in the intervals of energy.
28202.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკა
დამახსოვრების ეფექტი მანგანუმ-სპილენძის შენადნობში.
The effect of memory in manganese-copper (Mn-Cu) alloys.
28203.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკა
მანგანუმ-სპილენძის შენადნობებში შესწავლილია დამახსოვრების ეფექტის მექანიზმი.
The mechanism of the effect of memory in the alloys of manganese-copper (Mn-Cu) has been studied.
28204.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ნიმუშის გახურების დროს ფორმის აღდგენა ხდება ორეულის საზღვრების მოძრაობით.
It is shown that the restoration of the specimen form after annealing occurs by twin boundary motion.
28205.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკა
ჰელიუმ II-ის ნორმალური კომპონენტის სიბლანტის გაზომვა მერხევი ცილინდრის მეთოდით.
Measurement of Helium II normal component using the method of oscillating cylinder.
28206.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკა
აღწერილია მერხევი ცილინდრის მეთოდით კრიოგენული სითხეების (ჰელიუმი) სიბლანტის გამზომი ხელსაწყო.
An apparatus for measuring the viscosity of cryogenic liquids (Helium) by the method of oscillating cylinder is described.
28207.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკა
მოყვანილია ამ მეთოდით გაზომილი სიბლანტის მნიშვნელობები ჰელიუმ II-სათვის 1,3-2,15K ტემპერატურულ ინტერვალში.
Helium II viscosity values, measured by this method in the temperature range of 1.3K to 2.15K, are presented.
28208.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური გეოგრაფია
დაკვირვებები ბათუმის და ჭოროხის წყალქვეშა კანიონებში.
Observations in the Batumi and Chorokhi submarine canyons.
28209.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური გეოგრაფია
მოყვანილია შავი ზღვის წყალქვეშა კანიონებში სამი ჩაშვების შედეგები (ბათუმი, ჭოროხის და უკანასკნელის გამოტანის კონუსი).
The results of three deep-sea divings in the Black Sea submarine canyons (Batumi, Chorokhi and the fan of the latter) are described.
28210.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური გეოგრაფია
250-400 მეტრზე გამოხატულია დანაწევრებული მეზორელიეფი (ციცაბო ხეები და ქედები), რომლებიც გამომუშავებულია ფენოვან ლამებში.
Bottom relief at the depths of 250-400m. is sharply dissected by gullies and abrupt ridges cut in the soft fine-laminated mud.
28211.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური გეოგრაფია
ქვიშისა და რიყნარის დაგროვება არსად შეიმჩნევა.
There are no shingle or sand accumulations.
28212.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური გეოგრაფია
შეიმჩნევა ზედა ფენების დაცურების ნიშნები, რაც გამოხატულია გასწვრივი ნაოჭებით ფერდობებზე.
Some forms of mud-flows are well discernible. There are wrinkled mud surfaces as well as downslope furrows.
28213.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური გეოგრაფია
ბრტყელ ზედაპირზე ლამებს აქვთ აგრეგატული აღნაგობა.
The mud surface at the flat bottom is of aggregate structure.
28214.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური გეოგრაფია
ზევით, კანიონის ღარში მიმართული დინების სიჩქარეა 0,75 მ/წმ.
The upcanyon current of 0.75 m/sec has been measured.
28215.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური ქიმია
Li-Zn და Li-Al ფერიტების თბური და მაგნიტური თვისებების კონცენტრაციული დამოკიდებულებები.
The concentration dependences of heat magnetic properties of Li-Zn and Li-Al ferrites.
28216.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური ქიმია
შესწავლილია Li<sub>2</sub>O•5Fe<sub>2</sub>O<sub>3</sub> – Li<sub>2</sub>O•5Al<sub>2</sub>O<sub>3</sub> და Li<sub>2</sub>O•5Fe<sub>2</sub>O<sub>3</sub> – ZnOFe<sub>2</sub>O<sub>3</sub> სისტემებში კიურის ტემპერატურის, Cp<sup>298,15</sup> და მაგნიტური მომენტის სიდიდეების დამოკიდებულება მყარ ხსნართა კონცენტრაციისაგან.
The concentration dependences of the values of Curie temperature, Cp<sup>298,15</sup> and magnetic moment in the systems Li<sub>2</sub>O•5Fe<sub>2</sub>O<sub>3</sub> – Li<sub>2</sub>O•5Al<sub>2</sub>O<sub>3</sub> and Li<sub>2</sub>O•5Fe<sub>2</sub>O<sub>3</sub> – ZnOFe<sub>2</sub>O<sub>3</sub> have been investigated.
28217.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური ქიმია
დადგენილია აღნიშნულ დამოკიდებულებათა სახეები და ურთიერთდამოკიდებულება უკანასკნელ ორ პარამეტრს შორის.
The type of the named dependences and interdependences between the latter two parameters is estimated.
28218.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური ქიმია
სამრეწველო ფურანული ფისებიდან მიღებული ნახშირბადოვანი ადსორბენტების თერმოგრაფიული კვლევა.
A thermographic study of carbon adsorbents obtained from industrial furfural alcohol resins.
28219.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიზიკური ქიმია
ზოგიერთი სამრეწველო ფურანული ფისის კარბონიზაციის პროდუქტების თერმოგრაფიულ თვისებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გამოსავალი პოლიმერის ბუნება, მჟავე კატალიზატორის შემცველობა, რადიაციული დამუშავება და კარბონიზაციის ტემპერატურა.
It is shown that the thermographic properties of the carbonization products of some industrial furfural alcohol resins are considerably affected by the nature of the initial polymer, the contents of acidic catalyzer of solidification radiation treatment and the temperature of carbonization.
28220.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ფიტოპათოლოგია
მურა ჟანგას იზოლატებისა და პოპულაციის მიმართ რბილი ხორბლის ინტროგრესიული ფორმების გამძლეობის მემკვიდრეობითი მიღება მინდვრის პირობებში.
Inheritance of field resistance to the isolates and population of brown rust in introgressive forms of soft wheat.