მოიძებნა 668060 ჩანაწერი
28361.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, გეოქიმია
მადნეულის საბადოს ვერტიკალურ ჭრილში სულფიდური გოგირდის იზოტოპური შედგენილობის ზონალობა.
Vertical zonal variation of isotopic composition of sulphide sulphur in the Madneuli deposit.
28362.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, გეოქიმია
მადნეულის საბადოზე ჩანს სულფიდური გოგირდის იზოტოპული შედგენილობის ზონალობა ვერტიკალურ ჭრილში - გოგირდის დამძიმება ქვედა ჰორიზონტებზე.
Vertical zonal variation of isotopic composition of sulphide sulphur has been established in the Madneuli deposit, sulphide sulphur of the lower horizons being richer in heavy isotopes.
28363.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, გეოქიმია
გოგირდის ფრაქციონირება შესაძლებელია გამოწვეულია მინერალიზაციის ერთი ეტაპის განმავლობაში ფიზიკურ-ქიმიური პირობების შეცვლით, მაგრამ შესაძლებელია ტყვია-თუთია-ბარიტის და სპილენძკოლჩედანური გამადნებების გენეტიკური გათიშვითაც.
This is believed to be the result either of the change of physic-chemical conditions within a single stage of mineralization or of genetic disconnection of lead-barite and copper-pyrite metallizations.
28364.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, დრეკადობის თეორია
მომენტური დრეკადობის თეორიის რხევის მეორე სასაზღვრო ამოცანის საკუთრივი ფუნქციების ასიმპტოტური განაწილების შესახებ.
On the asymptotic distribution of Eigen-functions of the second boundary value problem of oscillation in the couple-stress theory of elasticity.
28365.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, დრეკადობის თეორია
ვარიაციული და ინტეგრალური განტოლებების მეთოდების გამოყენებით დადგენილია დრეკადობის თეორიის რხევის მეორე სასაზღვრო ამოცანის საკუთრივი ფუნქციების ასიმპტოტური განაწილების კანონი ევკლიდეს სამგანზომილებიანი სივრცის ნებისმიერი სასრული არისათვის.
In the paper, by means of the variational method and the method of integral equations the principle of asymptotic distribution of the fundamental functions of the second basic problem of oscillation in the couple-stress theory of elasticity is established for an arbitrary finite domain in the three-dimensional Euclidean space.
28366.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, დრეკადობის თეორია
მომენტური დრეკადობის თეორიის სტატიკის სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანის ფუნქციონალური განტოლება.
Functional method of solving a boundary-contact problem of statics of the moment theory of elasticity.
28367.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, დრეკადობის თეორია
შესწავლილია მომენტური დრეკადობის თეორიის სტატიკის სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანა.
A boundary-contact problem of statics of the moment theory of elasticity is studied in the paper.
28368.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, დრეკადობის თეორია
დამტკიცებულია არსებობისა და ერთადერთობის თეორემები.
The theorems of existence and uniqueness are proved.
28369.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ეკონომიკა
მრავალკრიტერიუმიანი მიდგომა ტყის სავარგულების ეფექტიანი გამოყენების დაგეგმვისას.
A multi-criterial approach to the planning of the most effective utilization of forests.
28370.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ეკონომიკა
აგებულია ტყის სავარგულების ეფექტიანი გამოყენების მრავალკრიტერიუმიანი მოდელი და მოცემულია მისი ამოხსნის მეთოდი.
A multi-purpose model for the most effective utilization of forests and a method of its solution are given.
28371.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ელექტროტექნიკა
გარდამავალი პროცესები ელექტრომექანიკური კასკადიანი ამძრავის შეკრულ სისტემაში.
Transient processes in a closed system of electromechanic cascade drive.
28372.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ელექტროტექნიკა
შედგენილია ელექტრომექანიკური კასკადიანი ამძრავის შეკრულწრედიანი სისტემის სტრუქტურული სქემა.
A block diagram of a closed circuit system of electromechanic cascade drive has been built.
28373.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ელექტროტექნიკა
ანალოგიური გამომთვლელი მანქანების გამოყენებით გამოკვლეულია აღნიშნული სისტემის გარდამავალი პროცესები სხვადასხვა სახის შეშფოთებისას.
Transient processes of the system have been studied at various disturbances, using analog computers.
28374.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ელექტროტექნიკა
დადგენილია განხილულ სისტემაში დამატებითი გამაძლიერებლის კოეფიციენტების მნიშვნელობა, რომელიც უზრუნველყოფს ამძრავის მუშაობას დამაკმაყოფილებელი დინამიკური მაჩვენებლებით.
The value of additional amplifier gain ensuring the operation of the drive with satisfactory dynamic factors has been found.
28375.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ელექტროტექნიკა
მოყვანილია მოდელირების შედეგად მიღებული ოსცილოგრამები.
Oscillograms obtained from modelling are presented.
28376.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ენათმეცნიერება
თანხმოვანთა დისტრიბუცია ამჰარულ ენაში.
Some patterns of consonant distribution in Amharic.
28377.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ენათმეცნიერება
კლასიკურ ამჰარულში, სამთანხმოვნიანი ზმნური ძირების ანალიზმა, ერთი რიგის ფონემათა დისტრიბუციის თვალსაზრისით, მოგვცა რიგი შეზღუდვები: ლიკვიდი ფონემები l და r; ლაბიალები b და f შეუთავსებლები არიან ძირში.
An analysis of triradical verbal roots of classical Amharic with a view to establishing patterns of cocurrence of consonant phonemes of the same articulatory series reveals the following restrictions: The liquids l and r, and the labials, b and f never co-occur in the root.
28378.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ენათმეცნიერება
არ დასტურდებიან ძირეულ ელემენტებად I-II პოზიციაში ln, ln, rn მიმდევრობები.
In the first and second positions such sequences as, ln, ln, rn are never found.
28379.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ენათმეცნიერება
არ არიან წარმოდგენილნი ძირეული მორფემები ორი სხვადასხვა ველარით, ლაბიო-ველარით, პრეპალატალით.
There are no verbal root morphemes with two nonidentical velars, labiovelars, or prepalatals.
28380.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ენათმეცნიერება
ლექსიკური სინონიმიისადმი ორი მიდგომის საკითხისათვის.
Two approaches to the problem of word synonymy.