მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29221.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
კიბელის მცირე პარამეტრის გამოყენებით, ახალი დროითი მასშტაბის შემოყვანის საშუალებით საწყისი განტოლებათა სისტემა რეგულირდება და მიიღება პირდაპირი ასიმპტოტური ამონახსნი.
By using the small parameter of I.A. Kibel and introducing a new scale of time the initial system of equations is regulated and a direct asymptotic solution is obtained.
29222.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
კავკასიის 1800-1976 წწ. ძლიერი მიწისძვრების ურთიერთობის თავისებურებანი.
Peculiarities of the interrelationship of the strong earthquakes of the Caucasus over the 1800-1976 period.
29223.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
კავკასიის მიწისძვრების დრო-სივრცული განაწილების შესწავლა საფუძველს იძლევა დავუშვათ, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს, ეპიცენტრის ირგვლივ ჩნდება სარტყლისმაგვარი, განსაკუთრებულ დაძაბულ მდგომარეობაში მყოფი ზონები, საიდანაც დასაბამი ეძლევა სასრულო დეფორმაციის (პლასტიკური) ტალღების გავრცელებას.
A study of the space-time distribution of the earthquakes of the Caucasus permits to assume that at the time of strong earthquakes, around the epicenter there arise belt-like zones in a particular stress state, from which finite deformation (plastic) waves start to propagate.
29224.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
ნელად გავრცობადი ტალღებიდან დაიკვირვება V=8÷10 კმ/წ და V=20÷26 კმ/წ სიჩქარის მქონე ტალღები.
Of the slow waves there are sudden V=8÷10 km/year and V=20÷26 km/year velocity waves.
29225.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
პლასტიკური ტალღების არსებობა განაპირობებს ეპიცენტრალურ არეში ასეისმური (M≥5,2 მიწისძვრების მიმართ) 0≤R≤100 კმ ზონის წარმოქმნას.
The existence of plastic waves give rise to an a seismic zone (with regard to M≥5,2) earthquakes. 0≤R≤100 km in the epicenter region.
29226.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
ამ ზონის ზომები დროთა განმავლობაში პულსაციას განიცდის, პულსაციის პერიოდია ≈18/20 წელი.
The size of this zone pulsates with time, the period of pulsation being ≈18÷20 years.
29227.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
ზოგიერთი გრავიმეტრიული ველის ამპლიტუდური სპექტრი.
The amplitude spectrum of some gravimetric fields.
29228.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
მოცემულია საბჭოთა კავშირის მოსაზღვრე ტერიტორიებისათვის სხვადასხვა რედუქციაში გამოთვლილი გრავიმეტრიული ველის ამპლიტუდური სპექტრი, რომელიც მიღებულია გამოთვლის ახალი მეთოდის საშუალებით [1].
The paper presents the amplitude spectrum of the gravimetric field for the Soviet Union and adjoining areas, calculated in various reductions on the basis of a new method suggested in [1].
29229.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
იონოსფეროში მოქმედების ცენტრების შესახებ.
On the centres of action in the ionosphere.
29230.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოფიზიკა
იონოსფეროს E ფენაში მოცემული ტემპერატურული ველისათვის მოძებნილია შეშფოთებული სიჩქარეებისა და წნევათა ველი, რაც საშუალებას იძლევა იონოსფეროში ნეიტრალური ატმოსფეროს მოდელის გამოყენებით მოიძებნოს ზედა ატმოსფეროში სტაციონარული ტალღების კონფიგურაცია.
The field of disturbed velocities and pressures has been found for a given temperature field in the E-layer of the ionosphere, allowing to obtain the configuration of upper atmospheric stationary waves by means of the model of neutral atmosphere in the ionosphere.
29231.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოქიმია
რენიუმი საქართველოს სულფიდურ საბადოებში.
Rhenium in sulphide deposits of Georgia.
29232.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოქიმია
საქართველოს გეოლოგიურ-გენეტიკური ტიპის საბადოების შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ რენიუმის შემცველობა ზოგიერთ მათგანში 3-4 რიგით აღემატება რენიუმის კლარკს.
The paper sums up Re data on a large number of various geological-genetical type deposits of Georgia, a 3-4 order increase in Re content relative to Re percentage has been locally established.
29233.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოქიმია
განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციებით ხასიათდებიან ართვინ-ბოლნისის და აჭარა-თრიალეთის ჰიდროთერმული და კოლჩედანური ოქროს შემცველი სპილენძ-პოლიმეტალური, სპილენძ-კოლჩედანური, ბარიტ-ტყვია-თუთიის და კავკასიონის ნაოჭა სისტემის სამხრეთი ფერდის ზონის სპილენძ-პიროტინიანი ჰიდროთერმულ-დანალექი საბადოები.
Notably high concentrations are characteristic of the Artvin-Bolnisi and Adjara-Trialetian hydrothermal and pyrite gold-bearing copper-polymetallic, copper-pyrite, barite-lead-zinc deposits, as well as of the copper-pyrrhotite hydrothermal-sedimentary ones of the folded system of the southern slope of the Greater Caucasus.
29234.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოქიმია
მდინარის წყლებში ელემენტების მიგრაციული უნარის შეფასება.
Estimation of the migratory ability of elements in river waters.
29235.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოქიმია
მდინარის წყლებში ელემენტების მიგრაციული უნარის შეფასების მიზნით მოწოდებულია გამდიდრების კოეფიციენტი C<sub>0</sub> და ფაზური განაწილების კოეფიციენტი C<sub>φ</sub>.
The coefficient of enrichment (C<sub>0</sub>) and that of phase distribution (C<sub>φ</sub>) are proposed with a view to quantitative estimation of the migratory ability of elements in river waters.
29236.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოქიმია
ნაჩვენებია რომ C<sub>0</sub> გათვლა კლარკების მიხედვით არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში რეგიონის ენდემური თავისებურებები ნიველირებულია.
The values of C<sub>0</sub> were calculated the contents of elements in the liquid phase and suspended substances of river waters. Calculations of C<sub>0</sub> by the percent content of elements leads to errors.
29237.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, გეოქიმია
სხვადასხვა ხასიათის რეგიონებისათვის გათვლილი გამდიდრებისა და ფაზური განაწილების კოეფიციენტების მნიშვნელობები მცირედ განსხვავდებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ მიგრაციის შინაგანი ფაქტორები განსაზღვრავენ. ამით აიხსნება C<sub>0</sub> და C<sub>φ</sub> მჭიდრო კორელაციური კავშირი იონურ პოტენციალთან.
The closeness of C<sub>0</sub> as well as C<sub>φ</sub> for different regions and their close connection with ionic potential indicates that the migratory ability of elements is determined by interval factors (characteristics of migrants).
29238.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, დრეკადობის თეორია
დრეკადობის თეორიის შებრუნებული ამოცანები ციკლური სიმეტრიის შემთხვევაში.
On the inverse problem of the plane theory of elasticity.
29239.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, დრეკადობის თეორია
აგებულია ეფექტური ამოხსნები დრეკადობის თეორიის შებრუნებული ამოცანებისა n-ციკლურ-სიმეტრიულად განლაგებული ხვრელებით შესუსტებული უსასრულო იზოტროპული ერთგვაროვანი ფირფიტისათვის, როცა უსასრულობაში მოქმედებს მუდმივი გამჭიმავი ძალა ან მღუნავი მომენტი, ხოლო ხვრელების უცნობ საზღვარზე - ნორმალური ძალა ან ნორამლური მღუნავი მომენტი.
An inverse problem for an isotropic homogenous infinite plate weakened by two symmetric holes, when a homogeneous field of constant extensible stresses acts at infinity, is solved by its reduction to a problem for a simply-connected region. Parametric equations of the unknown contour of a hole are obtained.
29240.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, დრეკადობის თეორია
შებრუნებული ამოცანები თხელი სიხისტის წიბოებით გამაგრებული ფირფიტებისათვის.
Inverse problem for plates with thin ribs.