მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29461.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
ავტოკლავური ჰიდროპიროლიზის პირობებში დიფენილის, ნაფტალინის და მათი ბენზოლოგების მდგრადობის შესახებ.
On the stability of diphenyl, naphthalene and their benzologues under the conditions of autoclave hydropyrolysis.
29462.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
ნაფტალინის, დიფენილის და მათი ბენზწარმოებულების ავტოკლავური ჰიდროპიროლიზის შესწავლით ნაჩვენებია, რომ გამოკვლეული ნახშირწყალბადებიდან შედარებით უფრო მდგრადი ბირთვული სისტემები აქვთ ნაფტალინს, პირენს და დიფენილს, შემდეგ ფენანტრენს, ხრიზენს, ტრეფენილს.
Studies of the autoclave hydropyrolysis of naphthalene, diphenyl and their benzologues have shown that among the studied hydrocarbons naphthalene, pyrene and diphenyl proved to have the most stable ring systems, followed by phenanthrene, chrysene, terphenyl, quarterphenyl.
29463.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
განსაკუთრებით არამტკიცე ბირთვული სტრუქტურა აღმოაჩნდათ ანტრაცენს და მის ბენზწარმოებულებს, რომლებიც 250° C -ზეც კი განიცდიან ფრაგმენტაციას.
Anthracene and its benzo-derivatives proved to have the least stable ring structures, undergoing fragmentation even at 250°C.
29464.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
იზობუთილამინოსილანების სინთეზი და მათი ურთიერთქმედება აცეტილენურ ნაერთებთან.
Synthesis of isobutylaminosilanes and their interaction with acetylenic compounds.
29465.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
სინთეზირებულია დიეთილ(იზობუთილამინო) და მეთილბის(იზობუთილამინო)სილანები შესაბამისი ქლორსილანების ამინოლიზის გზით.
Several diethyl-(isobutylamino)-and methylbis (isobutylamino) silanes have been synthesized via aminolysis of corresponding chlorosilanes.
29466.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
შესწავლილია მიღებული ამინოსილანების ურთიერთქმედება ბუთილ-, ფენილ- და ტრიეთილსილილაცეტილენებთან.
Reactions of the obtained aminosilanes with butyl-, phenyl- and triethylsilylacety lenes have been investigated.
29467.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ რეაქცია მიდის სამმაგი ბმის ჰიდროსილილირების გზით და წარმოიქმნება გემ- და ტრანს-იზომერები.
The reaction has been found to proceed via hydrosilylation of the triple bond, gem- and trans-isomers being formed.
29468.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
შესწავლილია მიღებული ადუქტების ი წ- და პმრ-სპექტრები.
IR- and PMR spectra of the obtained products have been studied.
29469.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
პოლიშარდოვანების სინთეზის ახალი მეთოდი ბის-კარბამინის მჟავას აქტივირებული ეთერის მოქმედებით დიამინებთან და მათ N’N′ბის-ტრიმეთილსილილირებულ ნაწარმებთან.
A new method for synthesis of polyureas by the action of bis-carbamic acid activated ester with diamines and their N,N′ -bis-trimethylsilyl derivatives.
29470.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ორგანული ქიმია
მიღებულია მაღალმოლეკულური პოლიშარდოვანები ბის-კარბამინის მჟავას აქტივირებული ეთერის- N’N′-ჰექსამეთილენ-ბის-პარა-მიტროფენილ-კარბამატის პოლიკონდენსაციით ჰექსამეთილენდიამინთან, N,N′-ბის-ტრიმეთილსილილჰექსამეთილენდიამინთან და N,N′-ბის-ტრიმეთილსილილლიზინის ეთილის ეთერთან.
By policondensation of bis-carbamic acid activated ester- N,N′-hexamethylene-bis-p-nitrophenyl carbamate with hexamethylenediamine, N,N′-bis-trimethylsilylhexamethylenediamine and N,N′-bis-trimethylsilyl-l-lisyne ethyo ester, high molecular weight polyureas were obtained.
29471.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეობიოლოგია
გადალექილი მტვრის შესახებ კოლხეთის ჰოლოცენურ ნალექებში.
On redeposited pollen in the holocene deposits of Kolkheti.
29472.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეობიოლოგია
აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ჰოლოცენის ზღვიურ ნალექებში უმეტესად გვხვდება Taxodiaceae, Carya, Cedrus-ის გადალექილი მტვერი და ხისებრი გვიმრების სპორები.
The highest content of redeposited pollen of Taxodiaceae, Carya, Cedrus, and of the spores of dendritic ferns is found in marine deposits of the Holocene in north-western Abkhazia.
29473.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეობიოლოგია
Dacrydium, Podocarpus, Picea sp., Engelhardtia, Pterocarya sp., Platycarya, Liquidambar, Eucalyptus-ის მტვრის მარცვლები ერთეულების სახით აღინიშნება.
A single occurrence is noted of the pollen of Podocarpus, Picea sp., Dacrydium, Engelhardtia, Pterocarya sp., Platycarya, Liquidambar, Eucalyptus.
29474.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეობიოლოგია
კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ და ყველაზე დაბალ ნაწილში ტორფნარის ზედაპირზე აღმოჩენილია Taxodiaceae, Carya, Tsuga-ს ერთეული გადალექილი მტვრის მარცვლები და უძველესი სპორები. ისინი მოტანილია მდინარეებით და შავი ზღვის წყლებით, რომლებიც წყალდიდობის შედეგად ტბორავს არემარეს.
In the central and lowest part of the Kolkheti lowland on the surface of peat bogs, single redeposited pollen grains of Taxodiaceae, Carya, Tsuga are found, as well as ancient spores, which are delivered here by rivers and waters of the Black Sea inundating the country during floods.
29475.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეონტოლოგია
ბელომეჩეტსკაიას წვრილი ძუძუმწოვრები (ჩოკრაკი, ჩრდილოეთი კავკასია) და მათი ბიოსტრატიგრაფიული მნიშვნელობა.
The micromammals from the Tshokrakian fauna of Belometshetskaya (Northern Caucasus) and their biostratigraphical significance.
29476.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეონტოლოგია
ბელომეჩეტსკაიას ხერხემლიანთა ფაუნაში (ჩოკრაკი, ჩრდილოეთი კავკასია) პირველად იქნა დადგენილი ღამურების, მწერიჭამიებისა და მღრღნელების საკმაოდ მრავალფეროვანი კომპლექსის არსებობა.
The vertebrate fauna of Belometshetsjaya (Tshokrakian, Northern Caucasus) contains divers rodents, among which the cricetids are relatively abundant.
29477.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეონტოლოგია
მღრღნელებს შორის შედარებით უხვად არის წარმოდგენილი კრიცეტიდები, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე უმთავრესად დასავლეთ ევროპიდან იყო ცნობილი. ეს ფაუნა ახლო მსგავსებას ამჟღავნებს დასავლეთ და ცენტრალური ევროპის შუა მიოცენის ყველაზე ადრინდელ კომპლექსებთან.
The composition of the rodent assemblage is discussed and an attempt is made to gain a better understanding of the biostratigraphical significance of Middle Miocene cricetids.
29478.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეონტოლოგია
ახალი მონაცემები ამიერკავკასიის შუა მასივის ფუნდამენტის ხრამის შვერილის ვულკანოგენურ-დანალექი წყების შუაკარბონული ფლორის შესახებ.
New data on the middle carboniferous flora of the volcano-sedimentary suite of the Khrami salient of the Transcaucasian median mass.
29479.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეონტოლოგია
საკვლევი ტერიტორიის ვულკანოგენურ-დანალექი წყების ნალექებში დადგენილია ორი ასაკის ფლორა:
In the volcano-sedimentary suite of the title region floras of two ages have been established:
29480.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეონტოლოგია
გვიანვიზეურ-ადრენამურული (ქვედა კომპლექსი) და გვიანბაშკირული (ზედა კომპლექსი). ზედა კომპლექსის ფლორაში ამჟამად დადგენილია 25 სახე, რომლებიც მიგვანიშნებენ შემცველი შრეების გვიანბაშკირულ ასაკზე, რაც ფაუნისტურადაც დასტურდება.
late Visean–Early Namurian (lower complex) and Late Bashkirian (upper complex) the latter complex consists of 25 species, testifying to the Late Bashkirian age of rocks, which is also confirmed by fauna.