მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29541.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ქიმიური ტექნოლოგია
ექსპერიმენტები ჩატარებულია ოთხბურთულიან ხახუნის მანქანაზე შედარებით ხანგრძლივი (2 -საათიანი) ცდების პირობებში.
The experiments were conducted on four-ball-bearing friction machines, the tests being rather prolonged (2 hours).
29542.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ქიმიური ტექნოლოგია
ორგანოციკლოსილაზანების გავლენა პოლიდიმეთილსილოქსანების სტრუქტურირების პროცესზე აეროსილის თანაობისას.
The influence of organocyclosilazanes on the structurization process of polydimethylsiloxanes mixed with aerosile.
29543.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ქიმიური ტექნოლოგია
განხილულია ორგანოციკლოსილაზანების გავლენა დიმეთილსილოქსანის ელასტომერის და აეროსილის რეზინების ნარევის სტრუქტურირების პროცესზე.
The activity of some organocyclosilazanes in the vulcanization process has been studied.
29544.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ქიმიური ტექნოლოგია
ნაჩვენებია, რომ ორგანოციკლოსილაზანების აქტიურობა რეზინების ნარევის სტრუქტურირების პროცესში მცირდება სილიციუმთან ფენილის რადიკალებით მეთილის რადიკალების შეცვლით.
The cure of rubber compounds constituted from dimethylsiloxane rubber and aerosile is more rapid in the presence of phenyl radical containing organocyclosilazanes than is the case when methylcyclosilazanes are used.
29545.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ქიმიური ტექნოლოგია
ვაშლის დადუღებული წვენების გამოხდისას მადუღარის სვეტის სხვადასხვა სიმაღლეზე აქროლადი მინარევების განაწილების დინამიკის შესწავლა.
Studies of volatile admixture distribution dynamics at various heights of the fermentational column during the distillation of fermented apple juice.
29546.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ქიმიური ტექნოლოგია
აქროლადი მინარევების მადუღარის სვეტის სხვადასხვა სიმაღლეზე განაწილების დინამიკის გაზური ქრომატოგრაფიით შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მინარევების კონცენტრაციის განაწილება სვეტის თეფშებზე ერთნაირი არ არის და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ორთქლის ხარჯვასა და დუღილის ხარისხზე.
A gas chromatographic study of admixture motion dynamics along the fermentation column has shown that the order of admixture concentration distribution over the plates is not the same, strongly depending on vapour consumption and fermentation quality.
29547.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ქიმიური ტექნოლოგია
ორთქლის სიჩქარის შემცირება სვეტში ხელს უწყობს მინარევების წარმოქმნასა და დაგროვებას.
Lowering of the vapour rate in the column result in favourable conditions for the formation and accumulation of admixtures.
29548.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ციტოლოგია
უჯრედის კულტურის HEp-2 ულტრასტრუქტურის ცვლილებები წითელი ტრიქოფიტონის და ონკორნავირუსების ინფიცირების დროს და ინტერფერონის დამცველი მოქმედება.
Ultrastructural changes in cells infected with Trichophyton Rubrum and the protective effect of interferon.
29549.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ციტოლოგია
ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის მქონე სიმინდის ჩანასახის პარკის პლაზმის ულტრასტრუქტურა.
Fine structure of the embryo sac plasma of Zea mays with cytoplasmatic male sterility.
29550.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ციტოლოგია
სტატიაში წარმოდგენილია სიმინდის ფერტილური და ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის მქონე ფორმების ჩანასახის პარკის პლაზმის ულტრასტრუქტურის შედარებითი კვლევის შედეგები.
The results of a comparative electron microscopic study of the embryo sac cytoplasm in fertile and sterile forms of Zea mays are presented.
29551.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ციტოლოგია
პლაზმოდესმების არსებობა ჩანასახის პარკის გარსში გამოვლენილია ყველა შესწავლილ ფორმაში.
Plasmodesmata in the embryo sac wall, adjacent to nucellus, are observed in all forms of maize.
29552.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ციტოლოგია
ატოპიური ფორმის ბრონქული ასთმით დაავადებულთა პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების ელექტრონულ-მიკროსკოპული და ციტოქიმიური გამოკვლევა.
Electron-microscopic and cytochemical investigation of the peripheral blood lymphocytes in patients with the atopic form of bronchial asthma.
29553.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ციტოლოგია
ატოპიური ფორმის ბრონქული ასთმით დაავადებული 25 პირის პერიფერიულ სისხლში შესწავლილია T-და B-ლიმფოციტების რაოდენობა, ულტრასტრუქტურა, მჟავე და ტუტე ფოსფატაზის აქტივობა.
The quantity of T-and B-lymphocytes, ultrastructure, and acid and alkaline phosphatases of the peripheral blood in 25 patients with the atopic form of bronchial asthma were studied.
29554.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ციტოლოგია
ამასთან ერთად სისხლის შრატში განსაზღვრულია A, M და G კლასის იმუნოგლობულინები, აგრეთვე საერთო IgE რაოდენობა.
The quantity of A, M, G and E immunoglobulins was also determined in blood plasma.
29555.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ციტოლოგია
გამომჟღავნდა პირდაპირი შეფარდება IgE რაოდენობას და T-ლიმფოციტების ულტრასტრუქტურასა და შესწავლილი ფერმენტების აქტივობას შორის.
A close relationship between the quantity of IgE and ultrastructure of T-lymphocytes and enzyme activity were revealed.
29556.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ციტოლოგია
ამ ამოცანების ერთობლივი შეფასებით შეიძლება ატოპიური ბრონქული ასთმით დაავადებულთა ალერგიული რეაქტიულობის ობიექტური განსაზღვრა.
This data obtained give us the possibility of define the allergic reactivation of patients with bronchial asthma.
29557.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ჰიდროლოგია
წყალქვეშა ალუვიური მაკროფორმების ტრანსფორმაცია შესართავის ზღვიურ ნაწილში.
Transformation of submarine alluvial macroforms at river outfall.
29558.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ჰიდროლოგია
თეორიული გზით გამოკვლეულია მდინარის შესართავში ალუვიური მორფოლოგიური ფორმების დინამიკა და მათი ტრანსფორმაცია ზღვის ტალღების მოქმედების შედეგად.
The paper deals with the dynamics of alluvial submarine morphological forms of river outfall and their transformation under the action of sea waves.
29559.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ჰიდროტექნიკა
მიმყვანი არხის, დიუკერისა და ავანკამერის სისტემაში დატვირთვისა და განტვირთვისას აღძრული წყლის ზედაპირის რხვების გამოკვლევა რიცხვითი მეთოდით.
Numerical study of oscillations appearing in the system “Channel-Siphon-Forebay” of a pumping station during a drastic drop or increase of load.
29560.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ჰიდროტექნიკა
სასრული სხვაობების ფორმით მოცემულია დამოკიდებულებები დაუმყარებილი რეჟიმის საანგარიშო და ღია არხში, რომელიც აღჭურვილია გვერდითი წყალსაშვით და უკავშირდება სატუმბო სადგურს დიუკერის მეშვეობით.
Relationships in the form of finite differences are given for the calculation of the unsteady motion of water in a channel with a side spillway connected to the forebay of a pumping station by means of a siphon.