მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, აგროქიმია
ПААФ–ის გამოყენებით მოძრავი კობალტის განსაზღვრის მონაცემები ორივე გამონაწურში შეესაბამება საკონტროლოდ აღებულ მონაცემებს, ხასიათდება დიდი სიზუსტით და მაღალი გამოსავალიანობით, და რაც მთავარია ნიადაგში არსებული კარბონატები ხელს არ უშლიან ანალიზის მსვლელობას.
The data on the determination of Co with the aid of PAAPh correspond to the control data, being characterized by high precision and yield; and, what is most important, the soil carbonates do not hinder the course of analysis.
29582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპოკამპის კრუნჩხვითი განმუხტვების ბლოკირება ახალი ქერქიდან.
Blockade of hippocampal epileptic discharges from the neocortex.
29583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში დაუნარკოზებელ ბოცვერებზე ნაჩვენებია, რომ დიდი ტვინის ქერქისა და ჰიპოკამპის ეეგ აქტივობა დეპრესიას განიცდის 20% ნოვოკაინის ლოკალური აპლიკაციით ამ სტრუქტურებზე.
In acute experiments on unanaesthetized rabbits general depression of neocortical and hippocampal EEG activity, induced by local application of 20% procaine in either of these structures, was observed.
29584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქერქის ლოკალური ნოვოკაინიზაცია იწვევს ჰიპოკამპის კრუნჩხვითი აქტივობის დაკნინებას, თუმცა ჰიპოკამპი ინარჩუნებს გამოწვეული პოტენციალების და მათი პოტენციაციის უნარს.
Local application of procaine in the neocortex abolished hippocampal epileptic discharges, while hippocampally evoked responses were still in evidence and potentiated.
29585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ჰიპოკამპის კრუნჩხვითი განმუხტვების გენერაციაში მონაწილეობენ თალამუსის არასპეციფიკური ბირთვები.
Participation of thalamic nonspecific nuclei in the generation of hippocampal epileptic discharges is suggested.
29586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცენტრალური რუხი ნივთიერების, ნაკერის დორზალური ბირთვისა და ლურჯი ადგილის გავლენის შესახებ სამწვერა ნერვის ბირთვში გამოწვეულ ნეირონულ აქტივობაზე.
Influence of central grey matter, dorsal raphe nucleus and locus coeruleus on evoked neuronal activity of trigeminal nucleus.
29587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში მსუბუქად დანარკოზებულ კურარიზებულ კატებზე შევისწავლეთ სამწვერა ნერვის ბირთვში მტკივნეული გაღიზიანებით გამოწვეული ნეირონული აქტივობის ცვლილება ცენტრალური რუხი ნივთიერების, ნაკერის დორზალური ბირთვისა და ლურჯი ადგილის გაღიზიანების გავლენით.
The influence of painful stimulation of central grey matter, dorsal raphe nucleus, and locus coeruleus on the neuronal activity of trigeminal nucleus was studied in acute experiments on anesthetized curarized cats.
29588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღნიშნული ღეროვანი სტრუქტურების ხანმოკლე მაკონდიცირებელი გაღიზიანება იწვევდა სამწვერა ნერვის ბირთვის ორალურ და ინტერპოლარულ ნაწილში კბილის პულპის და თვალბუდის ქვედა ნერვის მაქსიმალური გაღიზიანებით გამოწვეული ნეირონული აქტივობის შეკავებას.
Conditioning stimulation of these brain stem structures produced inhibition of neuronal activity in the intermediate and oral parts of the trigeminal nucleus evoked by stimulation of canine tooth pulp or intraorbital nerve.
29589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ბორჯომის ჯგუფის სხვადასხვა მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების შესახებ კუჭის სეკრეციულ და თირკმლის ექსკრეციულ ფუნქციებზე.
On the physiological action of Borjomi-type mineral waters on the gastric secretory activity and the kidney excretory function.
29590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ფისტულიდან ძაღლებზე დაყენებული ცდებით მტკიცდება, რომ კუჭის სეკრეციულ ფუნქციაზე ამ წყლების მოქმედების მექანიზმში დიდი როლი უნდა ეკუთვნოდეს მათ დიურეზულ ეფექტს.
Experiment carried out on fistulous dogs lead the authors to the conclusion that the diuretic effect of these waters must play an important role in the mechanism of their action on gastric secretion, and that they may be recommended for the treatment of gastrointestinal patients.
29591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დასახელებული წყლები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამკურნალო მიზნით კუჭ–ნაწლავით დაავადებული ავადმყოფების სამკურნალოდ, მაგრამ კუჭის მაღალი სეკრეციული მოქმედების მქონე პაციენტების მკურნალობისას შეიძლება უპირატესობა მიეცეს „მიტარბისა“ და „ყვიბისის“, ხოლო დაქვეითებული სეკრეციული მოქმედებისას „ლიკანის“ №54 და 59 და „წაღვერის“ მინერალურ წყლებს.
Preference may be given Mitarbi and Kvibisi at hyper secretory gastric function, while at hyposecretory function Likani (wells 54 and 59) as well as Tsagveri are recommended.
29592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზემო სასუნთქი გზების რეცეპტორების გაღიზიანების გავლენა ჩონჩხის კუნთის მოძრაობით აქტივობაზე.
The influence of stimulation of the receptors of the upper respiratory tract on the motor activity of the skeletal muscle.
29593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვაგოტომირებულ ზღვის გოჭებზე შესწავლილია ბარძაყის კუნთის ბიოელექტრული აქტივობა პირით და ცხვირით სუნთქვისას.
The bioelectrical activity of the skeletal muscle at respiration through the nose and the mouth was studied in vagotomised guinea pigs.
29594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ ცხვირის ღრუს რეცეპტორების სასუნთქი გაღიზიანება იწვევს სუნთქვითი იმპულსების ირადიაციის სტიმულაციას და აძლიერებს მათ გავლენას ჩონჩხის კუნთების მოძრაობით აქტივობაზე.
Respiratory stimulation of the nasal cavity was found to stimulate the stimulation of respiratory impulses, thereby increasing their influence on the motor activity of the skeletal muscle.
29595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ატროპინისა და კობროტოქსინის გავლენა ვირთაგვას დიდი ტვინის ქერქის დენდრიტულ პოტენციალზე.
The action of atropine and cobrotoxin on the dendritic potentials of the rat’s cerebral cortex.
29596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ატროპინი და კობროტოქსინი (30 μM) იწვევდა დენდრიტული პოტენციალის შემცირებას, 0.1% ატროპინი კი იწვევდა დენდრიტული პოტენციალის ამპლიტუდის ზრდას.
Atropine and cobrotoxin (30 μM) caused a depression of the dendritic potentials. Atropine in low concentration (0.1%) increases the amplitude of the dendritic potentials.
29597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიღებული შედეგები შეესაბამება ნარკოტიზებულ კატებზე მიღებულ მონაცემებს.
The results correspond to the data obtained on anaesthetized cats.
29598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კალციუმის იონების გავლენა თავის ტვინის ქერქის დენდრიტული პოტენციალების პოსტტეტანურ პოტენციაციაზე.
The influence of Ca ions on post-tetanic potentiation of dendritic potentials in the cerebral cortex.
29599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში კატებზე ღრმა ნემბუტალის ნარკოზით შევისწავლეთ კალციუმის იონების გავლენა დენდრიტული პოტენციალების პოსტტეტანურ პოტენციაციაზე.
The influence of Ca ions on post-tetanic potentiation of dendritic potentials has been studied in acute experiments on cats under deep Nembutal anaesthesia.
29600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ CaCl<sub>2</sub>-ის ხსნარის ლოკალური აპლიკაცია ქერქზე ხშირად იწვევს დენდრიტული პოტენციალების პოსტტეტანურ პოტენციაციის გაზრდას და გახანგრძლივებას.
Local application of CaCl<sub>2</sub> often causes an increase and prolongation of post-tetanic potentiation of dendritic potentials.