მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოფიზიკა
აღწერილია სარკისებრი კობრის ჩონჩხის კუნთიდან ტროპომიოზინის მიღების მეთოდიკა.
Methods of tropomyosin isolation from silver carp skeletal muscle are described.
29622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოფიზიკა
ტროპომიოზინის მოლეკულური წონა, რომელიც პოლიაკრილამიდის გელში ნატრიუმის დოდეცილსულფატის თანაარსებობისას ელექტროფორეზულად იქნა განსაზღვრული, ~64000 დალტონის ტოლია.
The molecular weight of tropomyosin, determined by the mobility of its polypeptide chain during polyacrylamide gel electrophoresis in the presence of sodium dodecyl sulfate, equals ~64000 dalton.
29623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოფიზიკა
ორვალენტიანი კათიონების გავლენა რეკონსტრუირებული ნუკლეოჰისტონური კომპლექსების სითბურ დენატურაციაზე.
The influence of divalent cations of the thermal denaturation of reconstructed nucleohistone complexes.
29624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოფიზიკა
შესწავლილია Mg<sup>2+</sup>, Ca<sup>2+</sup>, Mn<sup>2+</sup>, Zn<sup>2+</sup>, და Cu<sup>2+</sup> იონების მოქმედება რეკონსტრუირებული ნუკლეოჰისტონური კომპლექსების ლღობაზე.
The influence of Mg<sup>2+</sup>, Ca<sup>2+</sup>, Mn<sup>2+</sup>, Zn<sup>2+</sup>, and Cu<sup>2+</sup> ions on the melting of reconstructed nucleohistone complexes has been studied.
29625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ იონების მასტაბილიზებელი ეფექტი ყველაზე უფრო ძლიერად მჟღავნდება ჰისტონებისაგან თავისუფალი დნმ-ის უბნებისათვის.
The stabilization effect of the ions was found to be more pronounced in the DNA histone-free regions.
29626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოფიზიკა
თუთიისა და სპილენძის იონები იწვევენ როგორც ჰისტონისაგან თავისუფალი, ისე მათთან დაკავშირებული დნმ-ის უბნების დესტაბილიზაციას.
Zn<sup>2+</sup> and Cu<sup>2+</sup> ions cause destabilization of both histone-free and histone-related DNA regions.
29627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოფიზიკა
H1 ჰისტონის დამატებისას წარმოიქმნება კომპლექსი, რომელიც ნაკლებად განიცდის ამ იონების მადესტაბილიზებელ მოქმედებას.
During the addition of H1 a complex is formed which is less subject to the destabilizing influence of these ions.
29628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
ნახშირწყალბადების ადსორბცია მცენარეული ცილებით.
Adsorption of carbohydrates by plant proteins.
29629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ მცენარის უჯრედში მოხვედრილი არომატული ნახშირწყალბადები (ბენზოლი, ტოლუოლი, ქსილოლი) ადსორბირდებიან ცილებით.
It is shown that aromatic carbohydrates (benzene, toluene, xylene), penetrating into the plant cell, are adsorbed by proteins.
29630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
ნახშირწყალბადების ინჰიბიტორული აქტივობა ფერმენტული სისტემების მიმართ in vitro იზრდება ჰიდროფობულობის გაზრდით: ბენზოლი - ტოლუოლი - ქსილოლი
The inhibitory activity of carbohydrates in relation to enzyme systems in vitro enhances with the growth of hydrophobicity: benzene -toluene - xylene.
29631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
ცილის სტრუქტურას აქვს არსებითი მნიშვნელობა ნახშირწყალბადის დაკავშირებაში.
The protein structure is essential in carbohydrate binding.
29632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
რენტგენის სხივების გავლენა ბოცვერების თავის ტვინის ქრომატინის ჰისტონებსა და მჟავე ცილებზე.
The influence of X-rays on chromatin histones and acidic proteins in the brain of rabbits.
29633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
როგორც ზოგადი, ისე ნაწილობრივი ეკრანირების პირობებში 0,2 კლ/კგ დოზით დასხივებისას დინამიკაში გამოვლენილია მკვეთრი პოსტრადიაციული ცვლილებები ბოცვერების თავის ტვინის ქრომატინის ჰისტონებსა და მჟავე ცილებში.
In total as well as in partial screening conditions with 0.2 C/kg-0.1C/kg X-ray dozing clear postradiational changes are revealed in chromatin histones and acidic proteins in the brain of rabbits.
29634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
გელელექტროფორეზით შარდოვანაში დადგინდა, რომ ემბრიონებსა და მოზრდილ ცხოველებში გამოსხივებისადმი მგრძნობიარეა მჟავე ცილების სხვადასხვა ფრაქცია.
Gel electrophoresis in urea has shown that both in the embryos and in grown-up animals different fractions of acidic proteins are sensitive to X-ray radiation.
29635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
ცვლილებები მჟავე ცილებში უფრო მდგრადია, ვიდრე ჰისტონებში.
The changes in acidic proteins are more stable than in histones.
29636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
ახალი ცილოვანი ჰიდროლიზატის მომზადების გზების ძიება.
Investigation of means of obtaining a new protein hydrolysate.
29637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
გაწმენდილი ერითროციტული ცილის ჰიდროლიზის შედეგად, რომელიც ჩატარებულია მიკრობული ფერმენტის მეშვეობით, მიღებულ იქნა ახალი ცილოვანი ჰიდროლიზატი პარენტერალური კვებისათვის თავისუფალი ამინომჟავების მაღალი შემცველობით.
A protein hydrolysate for parenteral nutrition with high content of free amino acids has been prepared from a purified erythrocytic protein by means of microbial fermental hydrolysis.
29638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
ხსნარი შეიცავს ყველა შეუცვლად და შეცვლად ამინომჟავათა უმრავლესობას და არ იწვევს ტოქსიკურ და პიროგენულ რეაქციებს.
The solution contains all of the essential amino acids and most of the non-essential ones.
29639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
ვირთაგვას თიმუსში გამრავლებადი ლიმფოციტების სუბპოპულაციის გლუკოკორტიკოიდებით ინდუცირებული დაღუპვის სავარაუდო მექანიზმი.
Possible mechanisms of glucocorticoid-induced terminal differentiation of cycling rat thymocyte subpopulation.
29640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ბიოქიმია
სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ტრიამსინოლონ-აცეტონიდი იწვევდა დნმ-ში თიმიდინის ჩართვისა და ბირთვული დნმ-პოლიმერაზას აქტიურობის ინჰიბირებას თიმუსში მისი ერთჯერადი შეყვანიდან 8 სთ-ის შემდეგ, ხოლო ციტოპლაზმატური დნმ-პოლიმერაზას აქტიურობა 2 სთ-ის შემდეგ მკვეთრად იყო დაქვეითებული.
The synthetic glucocorticoid triamcinolone-acetonide (TA) inhibited thimidine incorporation and nuclear DNA-polimerase activity in the thymus of adrenalectomized rats with 8 hours of a single injection. This effect was proceded by a rapid decline in cytoplasmic DNA-polymerase activity 2 hours after TA.