მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29701.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, დრეკადობის თეორია
ამოხსნილია დინამიკური საკონტაქტო ამოცანა ნახევარსიბრტყისათვის, როდესაც საზღვრის ერთ ნაწილზე დაკრულია ნახევრადუსასრულო შტამპი, რომელზეც მოქმედებს მყისიერი დატვირთვა საზღვრის გასწვრივ.
The dynamic contact problem for a half-plane is solved for the case in which a semi-infinite stamp is fixed on one part of the boundary, with an instantaneous load acting along the boundary.
29702.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, დრეკადობის თეორია
საზღვრის მეორე ნაწილი თავისუფალია ძაბვებისაგან.
The second part of the boundary is free from stress.
29703.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, დრეკადობის თეორია
გადაადგილებათა ველის ზოგიერთი თვისება დრეკადობის თეორიის ღერძსიმეტრიული არასტაციონარული ამოცანისათვის.
Some properties of the displacement field of one axi-symmetrical non-stationary problem of the theory of elasticity.
29704.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, დრეკადობის თეორია
უსაზღვრო დრეკადი სივრცის ნებისმიერი წერტილისათვის განიხილება გადაადგილებათა ცვლილება დროში, რომელნიც წარმოიქმნებიან ცვალებადი შეყურსული ძალისაგან.
The process of wave passage in infinite elastic media under the action of concentrated force is studied.
29705.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, დრეკადობის თეორია
უსასრულო მრავალფენიანი ტრანსტროპული კონუსური პანელის დრეკადი წონასწორობა.
On the elastic equilibrium of an infinite stratified transtropic conic panel.
29706.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, დრეკადობის თეორია
ნაშრომში უსასრულო მრავალფენიანი ტრანსტროპული კონუსური პანელისათვის სფერულ კოორდინატებში ამოხსნილია ზოგიერთი სასაზრვრო და სასაზღვრო–საკონტაქტო ამოცანა.
Some boundary value and boundary contact problems are solved in spherical coordinates for an infinite stratified transtropic conic panel.
29707.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, დრეკადობის თეორია
მთის ქანებში ვერტიკალური ბზარის არაწრფივი ამოცანის შესახებ.
A nonlinear problem of a vertical crack in rocks.
29708.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, დრეკადობის თეორია
შესწავლილია ვერტიკალური ბზარის ბრტყელი ამოცანა, როცა ბზარი წარმოიშობა ნავთობის გამტარი ჰარმონიული ტიპის არაწრფივი დრეკადი მასალის მქონე მთის ქანის ჰიდრავლიკური წყვეტის დროს.
The plane problem of a vertical crack formed in rocks under hydraulic break of an oil pool of a rock of harmonic nonlinear elastic material is studied.
29709.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ეკონომიკური გეოგრაფია
საქართველოს აგრორეკრეაციული კომპლექსების ფორმირების ზოგიერთი კანონზომიერება.
Some regularities in the formation of agrorecreational complexes of the Georgian SSR.
29710.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ეკონომიკური გეოგრაფია
ნაშრომში განხილულია საქართველოს აგრორეკრეაციული კომპლექსების განვითარების ეტაპები, მათი რეგიონალური და ტიპოლოგიური თავისებურებანი და განვითარების პერსპექტივები.
The paper deals with the stages in the development of agrorecreational complexes of the Georgian SSR, their regional and typological peculiarities and prospects of development.
29711.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროტექნიკა
ოთხგრაგნილა ტრანსფორმატორული ბოგირის წონასწორობის პირობა.
The equilibrium condition of a four-winding transformer bridge.
29712.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროტექნიკა
მიღებულია ოთხგრაგნილა ტრანსფორმატორული ბოგირის წონასწორობის პირობების განზოგადებული ანალიზური გამოსახულება, რომელიც ამყარებს დამოკიდებულებას გასაზომ და ეტალონურ წინაღობებს შორის.
Generalized conditions of the equilibrium of a four-winding transformer bridge have been derived, taking into account transformer windings for two possible variants of circuit diagram.
29713.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროტექნიკა
მუდმივი დენის გაუწონასწორებელი ბოგირების უდიდესი მგრძნობიარობის ახალი კრიტერიუმები.
New criteria of the maximum sensitivity of unbalanced d. c. bridge circuits.
29714.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროტექნიკა
წრფივი ელექტრული წრედების თეორიის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ მუდმივი დენის გაუწონასწორებელი ბოგირების უდიდესი მგრძნობიარობის ენერგეტიკულ კრიტერიუმებთან ერთად აუცილებელია კვების წყაროსა და გალვანომეტრის შიგა წინაღობის უსასრულოდ გაზრდის კრიტერიუმებით სარგებლობა.
It is demonstrated on the basis of the theory of linear electrical circuits, that, in addition to the maximum-sensitivity power criteria of unbalanced d. c. bridges, it is necessary to use criteria of an infinite growth of the internal resistance of the power source and the galvanometric.
29715.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროქიმია
გლიკოკოლის გავლენის შესახებ კომპაქტური მანგანუმის ორჟანგის ელექტროგამოლექვაზე.
On the effect of glycocol on the electroprecipitation of compact manganese dioxide.
29716.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროქიმია
ელექტროლიზით, გალვანოსტატური და პოტენციოსტატური კვლევის მეთოდებით შესწავლილია გლიკოკოლის გავლენა კომპაქტური მანგანუმის ორჟანგის გამოლექვაზე მანგანუმიანი და გლიკოკოლის შემცველი გოგირდმჟავა ხსნარებიდან.
Using the galvanostatic and potentiostatic methods, an electrolytic study has been made of the effect of glycocol on the electroprecipitation of compact manganese dioxide from sulphuric acid solutions containing glycocol.
29717.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროქიმია
დადგენილია, რომ MnO<sub>2</sub>–ის გამოლექვისას ოპტიმალურ ტემპერატურაზე 950C გლიკოკოლის უარყოფითი გავლენა შეინიშნება მისი შემცველობის ხსნარში 0.093 მოლზე ზემოთ.
Glycocol was found to have a negative effect on the electroprecipitation process of MnO<sub>2</sub> at the temperature 950C, when the electrolyte contains more than 0.093 M glycocol.
29718.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროქიმია
ამ დროს მიმდინარეობს MnO<sub>2</sub>–ის გამოლექვა დაბალი დენის გამოსავალით.
The precipitation is poor in quality and has a low current efficiency.
29719.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროქიმია
ამ შემთხვევაში გლიკოკოლი მოქმედებს როგორც დეპოლარიზატორი და მკვეთრად ზრდის ჟანგბადის გამოყოფის სიჩქარეს.
In this case glycocol, as a depolarizer, sharply increases the rate of oxygen liberation.
29720.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ელექტროქიმია
Mn<sup>2+</sup> იონების დაჟანგვა მბრუნავი დისკოს ელექტროდზე ნატრიუმის სულფატის ხსნარებში.
Oxidation of manganese (II) ions on a rotating disk electrode in sodium sulfate solution.