მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29861.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
ალუმინის დოდეკაბორიდის ფხვნილების მორფოლოგიის გამოკვლევა.
Investigation of the morphology of aluminium dodecaboride powders.
29862.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
რასტრული ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით შესწავლილია ალუმინის დოდეკაბორიდის AlB<sub>12</sub> კრისტალების მორფოლოგია.
The morphology of aluminium dodecaboride AlB<sub>12</sub> crystallites has been studied by scanning electron microscopy.
29863.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
სხვადასხვა ტექნოლოგიით მიღებული AlB<sub>12</sub> ფხვნილების მორფოლოგიისა და კრისტალების ჰაბიტუსის შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგენილია კრისტალოქიმიური თვისებების ურთიერთკავშირი მათი მიღების თბურ პირობებთან და ფაზურ შედგენილობასთან.
A comparison of the morphology and habit of the AlB<sub>12</sub> powder crystallites produced by different technologies allowed to correlate their crystallochemical properties with the production thermal conditions and phase composition.
29864.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
მაღალმხურვალმედეგობის მქონე შენადნობები რკინა-ქრომის ფუძეზე.
A new highly-heat-resistant alloy based on Fe-Cr.
29865.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
გამოკვლეულია შენადნობი რკინა-ქრომის ფუძეზე ლეგირებული ალუმინით, კარბიდოწარმომქმნელი ელემენტებითა და იშვიათმიწა ლითონებით. დადგენილია ქრომისა და ალუმინის გავლენა მხურვალმედეგობაზე საზღვრებში 35-65% ქრომი და 0-4% ალუმინი.
The authors have investigated alloys containing 35-65% chromium, 2-5% aluminium, and alloyed with rare earth metals as well as with carbide-forming elements.
29866.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადის ჩამოსხმა ახალი ეგზოთერმული თბოსაიზოლაციო ნარევის გამოყენებით.
Steel teeming at Rustavi steel works with a new exothermal heat-insulating mixture.
29867.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
გამოყენებულია ახალი ეგზოთერმული თბოსაიზოლაციო ნარევი, რომელიც გვაძლევს საშუალებას თავიდან ავიშოროთ ნაგლინის ზედაპირული დეფექტები და შევამციროთ სხმულის თავური ჩამონაჭერი.
Use of a new exothermal heat-insulating mixture during bottom pouring of killed steels helps remove surface defects and reduce head clipping on flattened ingots.
29868.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მეტალურგია
გრანულირებული მაგნიუმის გამოყენება თუჯის რეაქტორული დამუშავებისას.
Use of granulated magnesium in reactor processing of cast iron.
29869.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მექანიკა
დრეკადი ღეროს ძლიერი ღუნვა მიმყოლი დატვირთვით.
Strong bend of elastic bar with tracking load.
29870.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მექანიკა
ნაშრომში მიღებულია ღეროს ბოლოზე α კუთხით მოდებული მიმყოლი დატვირთვით გამოწვეული ძლიერი ღუნვის სასაზღვრო ამოცანა, რომელიც განსაზღვრავს დრეკადი, კონსოლურად ჩამაგრებული, წინასწარ გაღუნული ბრტყელი ღეროს წონასწორულ მდგომარეობას.
The paper considers a boundary problem of the strong bend of a bar under the action of a tracking load applied at the end of the angle α, determining the equilibrium state of an elastic, preliminarily bent plane bar, supported as a cantilever.
29871.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მექანიკა
მოცემული სასაზღვრო ამოცანის რიცხობრივი ამოხსნების მისაღებად გამოყენებულია ნიუტონ–კანტოროვიჩისა და სასრულო სხვაობების მეთოდები შესაბამისად არაწრფივი და წრფივი სასაზღვრო ამოცანებისათვის.
In order to obtain numerical solutions of the problem the method of Newton-Kantorovich and that of finite differences were used for the nonlinear and linear boundary problems, respectively.
29872.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მექანიკა
მოყვანილია მოცემული სასაზღვრო ამოცანის რიცხობრივი შედეგები.
An example of a numerical solution of the boundary problem is adduced.
29873.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
მინერალური და ორგანული სასუქების გავლენა დასავლეთ კავკასიონის მთა-მდელოს ნიადაგის ბიოლოგიურ პროცესებზე.
The effect of mineral and organic fertilizers on the microbiological regime of the west Caucasian mountain-meadow soil.
29874.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენება ხელს უწყობს ნიადაგში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს.
The use of mineral and organic fertilizers promotes biological processes occurring in the soil.
29875.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
კერძოდ, იზრდება სხვადასხვა ფიზიოლოგიური ჯგუფის საერთო რაოდენობა და ფერმენტაციული აქტივობა.
Namely, it increases the total number of different physiological groups and enzyme activity.
29876.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ყველაზე საუკეთესო ვარიანტად ითვლება P<sub>60</sub>K<sub>60</sub>+N<sub>120</sub> სადაც თავის მოსავლის ნამატი ფონთან შედარებით 109.2% შეადგენს.
The experimental data show P<sub>60</sub>K<sub>60</sub>+N<sub>120</sub> to be the best fertilizer, the augmentation in hay harvest being 109.2% -as compared with the background.
29877.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მინერალოგია
თეღუთის სპილენძ–პორფირული საბადოს წარმოშობის ფიზიკურ–ქიმიური პირობები და მადანწარმომშობ ფლუიდებში სპილენძის, რკინისა და გოგირდის კონცენტრაცია.
Physico-chemical conditions of formation and concentration of cooper, iron and sulphur in ore-forming fluids at Techut cooper-porphyry deposit.
29878.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მინერალოგია
თეღუთის სპილენძ–პორფირული საბადოს ფლუიდური ჩანართების შესწავლით განსაზღვრულია მადანწარმომშობი პროცესის P-T-X პარამეტრები.
The P-T-X parameters of ore-forming process at the Techut cooper-porphyry deposit are determined by studying fluid-inclusions.
29879.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მინერალოგია
კვარცის ჩანართებში მყოფი მადნეული ტყვე–მინერალების (ხალკოპირიტი, პირიტი) საშუალებით განსაზღვრულია სპილენძის, რკინის და გოგირდის მინიმალური კონცენტრაციები ფლუიდურ ჩანართებში.
The mineral concentration of cooper, iron and sulphur is determined according to the ore daughter-minerals (pyrite, chalcopyrite).
29880.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, მინერალოგია
შემოთავაზებულია სპილენძ–პორფირული საბადოების ძიების დროს ძებნის კრიტერიუმად გამოყენებულ იქნეს მინერალების ფლუიდურ ჩანართებში მადნეული ტყვე–მინერალების არსებობა.
It is proposed to use the presence of ore-daughter minerals in the fluid-inclusions of metasomatic minerals as a searching criterion for prospecting cooper-porphyric ore deposits.