მოიძებნა 668048 ჩანაწერი
30001.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ციტოლოგია
სექციური მასალის (54 შემთხვევა) შესწავლის საფუძველზე უეცარი კარდიული სიკვდილის დროს სინუსის კვანძის ანატომიურ წარმონაქმნებში დადგენილია როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ხასიათის სტრუქტურული ცვლილებები.
On the basis of a study of 54 cases of sudden death, the authors conclude that acute as well as chronic structural changes take place in the sinus node.
30002.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ციტოლოგია
მწვავე ცვლილებები ვითარდება სტენოკარდიისა და საერთოდ უეცარი კარდიული სიკვდილის პროცესში, ხოლო ქრონიკული წინ უსწრებს ამ მოვლენას და თამაშობს მნიშვნელოვან როლს სინუსის კვანძის დისფუნქციის საქმეში.
Acute changes develop during angina attacks and in the process of occurrence of death. Chronic changes precede the fatal accident and play an important role in the formation of the dysfunction in the sinus node.
30003.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ციტოლოგია
სინუსის კვანძის დისფუნქცია გულის მუშაობის ავარიულ სტადიაში კიდევ უფრო აღრმავებს გულის რითმული მუშაობის დარღვევის შესაძლებლობას და ქმნის ხელსაყრელ პირობას მისი ფუნქციის სრული შეწყვეტისათვის.
The dysfunction of the node in the emergency state contributes to the development of dysrythmia and formation of favourable conditions for a complete arrest of its activity.
30004.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროლოგია
ტალღათცემის ზონაში ზღვის აღელვებული ზედაპირის პროფილის გამოკვლევის შედეგები.
Results of a study of the profile of the sea wave surface level in the surf zone.
30005.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროლოგია
მოცემულია ახალი საინჟინრო გაანგარიშების მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს ტალღცემის ზონაში ფსკერის ნებისმიერი დახრილობის დროს ზღვის დონის დენიველაციას, გამოწვეულს რეგულარული და არარეგულარული ტალღების ზემოქმედების შედეგად.
Engineering methods have been developed for calculating the level of fluctuations in the surf zone and along the calm water’s edge, under actual regular and irregular wave disturbance at a slope of arbitrary steepness.
30006.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
არანიუტონური სისტემების მექანიკის კანონების მისადაგების შესახებ სამშრიანი ბმული ქვატალახიანი ნაკადების მოდელის დინამიკის აღწერისათვის.
Use of non-Newtonian system mechanic laws in describing the three-layer model dynamics of coherent mud-debris flows.
30007.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
გრუნტის კაშხლების მშრალი ფერდის ზედაპირული ჩამოზვავების ალბათური შეფასების საკითხისათვის სეისმური ძალების ზემოქმედების გათვალისწინებით.
Towards a probabilistic evaluation of surface dry slope crumbling of earthfill dams with account of the effect of seismic activity.
30008.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
მოცემული მეთოდი საშუალებას იძლევა შემოწმდეს გრუნტის კაშხლის მშრალი ფერდის ცალკეული შეუკავშირებელი ნაწილაკების წონასწორობის პირობა მოქმედი სეისმური ძალისა და შინაგანი ხახუნის კოეფიციენტის შემთხვევითი ხასიათის გათვალისწინებით.
The proposed method enables to check the equilibrium of individual articles on incoherent soil on the dry slope of an earthfill dam with account of seismic activity and internal friction factor.
30009.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
მილსადენებში ჰიდრავლიკური დარტყმის გაანგარიშების მეთოდიკა მოცულობითი კავიტაციის არსებობისას.
A method of calculation of water hammer in pipelines with volume cavitation.
30010.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
მოცემულია დაწნევიან მილსადენებში ჰიდრავლიკური დარტყმის გაანგარიშების მეთოდიკა ნაკადის მთლიანობის წყვეტისა და მოცულობითი კავიტაციის არსებობის დროს.
A method is presented for calculating water hammer in pipelines with volume cavitation.
30011.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
რიცხვითი ანგარიშისათვის გამოიყენება სასრულ სხვაობათა მეთოდი.
Numerical calculation is based on the finite difference method.
30012.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
მარტივი მილსადენებისათვის შედგენილია ალგორითმი და პროგრამა ფორტრან– IV–ზე.
The algorithm and program of calculation for a simple pipeline are drawn up in FORTRAN-IV.
30013.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
ჰიდროელექტროსადგურის მიწისქვეშა სადაწნეო მილსადენის მოსახვის ანგარიში ბეტონის გაჭიმვაზე მხედველობაში მიღებით.
Calculation of the lining of the underground pressure conduit of an hydroelectric station, with account of concrete tension.
30014.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
ნატურულ პირობებში (ენგურჰესი) ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ბეტონის რგოლის გაჭიმვას დიდი მნიშვნელობა აქვს მილსადენის მოსახვის სტატიკური მუშაობისათვის.
According to the available specification the lining of an underground high-pressure conduit in elastic medium is generally calculated without account of the work in tension of the external concrete ring.
30015.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰიდროტექნიკა
მიღებული შედეგების საფუძველზე დამუშავებულია მილსადენის მოსახვის ახალი სტატიკური ანგარიში ბეტონის გაჭიმვაზე მუშაობის მხედველობაში მიღებით, რაც საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ფოლადის მილის სისქე 8–12%–ით.
On the basis of the experimental results new statical calculation has been developed, taking into account the work of concrete in tension, allowing the reduction of steel pipe thickness by 8-12%.
30016.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰისტოლოგია
ახალშობილი და ახალგაზრდა ვირთაგვას სხვადასხვა ტიპის სისხლის კაპილარების სტრუქტურის ასაკობრივი თავისებურებანი.
Age-associated features of the structure of various types of hemocapillaries in newborn and young rats.
30017.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰისტოლოგია
შესწავლილია თავის ტვინის ქერქის, მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის, ღვიძლის და სათესლე ჯირკვლის სისხლის კაპილარების ულტრასტრუქტურა.
The ultrastructure of hemocapillaries of the left ventricle myocardium, adrenal cortex, liver, cerebral and ovarian cortex was studied.
30018.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰისტოლოგია
ახალშობილ ვირთაგვებში კაპილარები ინარჩუნებენ ემბრიონისათვის დამახასიათებელ ზოგიერთ თავისებურებას, რაც ძირითადად გამოიხატება მიტოზურად გაყოფილი ენდოთელიოციტების სიმრავლეში, მათ ციტოპლაზმაში გრანულარული ენდოპლაზმატური ბადის სიუხვეში და თავისუფალი რიბოსომების სიმრავლეში.
In newborn rats they retain some lines of the embryonal structure which, in the main, manifests itself in the presence of a comparatively large number of mitotic cells, abundance of granular endoplasmic reticulum and free ribosomes in the cytoplasm of endotheliocytes.
30019.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰისტოლოგია
ენდოთელურ უჯრედთაშორისი კონტაქტები და ბაზალური მემბრანა მთლიანად ჩამოყალიბებულია მხოლოდ თავის ტვინის ქერქის კაპილარებში.
Intercellular contacts and basal membrane are definitively formed only in the hemocapillaries of the cerebral cortex.
30020.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 112, ჰისტოლოგია
ახალგაზრდა ვირთაგვების სისხლის კაპილარების შენება უკვე დეფინიტური ფორმისაა.
In young rats hemocapillaries acquire the typical structure of those of adult animals.