მოიძებნა 668071 ჩანაწერი
3161.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ანალიზური ქიმია
დადგენილია ბერილიუმის დაცილების შესაძლებლობა ანიონიტის AB-17-ის კარბონატული ფორმით ნიკელის, სპილენძის, ალუმინისა და რკინისაგან.
The possibility of separating barilium from Ni, Cu, Al and Fu by using the carbonate form of anion-exchange resin AB-17 has been established.
3162.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ანალიზური ქიმია
Ni, Cu და Al-ის დესორბცია იონგაცვლითი სვეტიდან ხორციელდება 250 მლ 3N ამონიუმის ჰიდროჟანგის, Be-ისდესორბცია 300 მლ 3N (NH<sub>4</sub>)<sub>2</sub>CO<sub>3</sub>-ის ან 70 მლ 1N NaOH-ის ხსნარებით.
The desorption of Ni, Cu an Al from ionexchange column is accomplished with 250 ml of the 3N solution of NH<sub>4</sub>OH and desorption of berilium with 300 ml of the 3N solution (NH<sub>4</sub>)<sub>2</sub>CO<sub>3</sub> or 70 ml 1N solution of NaOH.
3163.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ანალიზური ქიმია
ახალი არაელექტროდული მაღალსიხშირიანი პლაზმის წყარო და მისი გამოყენება სპექტრალურ ანალიზში.
A new electrodeless high-frequency sourse of low-temperature plasma and its use in spectral analysis.
3164.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ანალიზური ქიმია
აღწერილია ახალი, მაღალსიხშირიანი განმუხტვის გამოყენების საფუძველზე მიღებული დაბალტემპერატურული პლაზმის წყარო.
A new source of low-temperature plasma obtained on the basis of high-frequency E-discharge is described.
3165.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ანალიზური ქიმია
განმუხტვა არაელექტროდულია და ფორმით მოგვაგონებს მაღალსიხშირიან ჩირაღდნოვან განმუხტვას.
The discharge is electrodeless and in its form resembles a high-frequency torch discharge.
3166.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ანალიზური ქიმია
აღწერილია აგრეთვე ამ განმუხტვით მიღებული პლაზმის, როგორც სანათლის წყაროს გამოყენების ხერხი ემისიურ სპექტრალურ ანალიზში.
The method of using the plasma of this discharge as a source of light in the emission analysis is given.
3167.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ანალიზური ქიმია
მოცემულია რიგი ელემენტების განსაზღვრის მგრძნობიარობის შედეგები, რომელიც ატომურ-აბსორბციული მეთოდით მიღწეულ მგრძნობიარობას უახლოვდება.
The sensitivity data on the determination of a number of elements are given, approaching the sensitivity of the atomic-absorption method.
3168.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლის საკითხისათვის ჩვილ ბავშვთა პნევმონიების დროს.
On the study of the functional state of the kidneys in cases of pneumonia in young-age children.
3169.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
ადრეული ასაკის ბავშვებში ფილტვების ანთების ტოქსიკური ფორმირების დროს სისხლის პლაზმის ელექტროლიტების შემცველობის პათოლოგიური გადახრა, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ცვლილება და ცირკულაციური აშლილობა ორგანიზმის წონასწორობის დაცვისათვის თირკმელისაგან მოითხოვს შესატყვის ნატიფ ფუნქციურ გამოვლინებას, რადგან ყოველგვარი დაზიანება შეიძლება გახდეს მეტად მძიმე გამოსავლის მიზეზი.
During toxic pneumonia forms in young-age children pathological deviations in the contents of electrolites in the blood plasma, as well as visible shifts of arterial pressure and circulatory disturbances, require from the kidneys corresponding functioning in order to maintain the necessary equilibrium of the vital activity of the organism, for every disturbance may cause grave consequences.
3170.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
განივზოლიანი კუნთის სინთეზური აქტომიოზინის ურთიერთმოქმედება ატფ-თან.
Interaction of the synthetic actomyosin of the striated muscle with ATP.
3171.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
ჩვენს მიერ კონსტრუირებული ხელსაწყო შესაძლებლობას იძლევა ერთდროულად განისაზღვროს შეკუმშვადი სისტემის სუსპენზიის სუპერპრეციპიტაციისა და ატფ-აზური აქტივობის სიჩქარე.
An apparatus designed by the authors permits to define simultaneously the rate of ATP-ase activity and the superprecipitation of the suspension of the contractile system.
3172.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებანი ბოცვერებში მათი მოძრაობის შეზღუდვისას.
Atherosclerotic alternations of vessels caused by restriction of movement.
3173.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
შესწავლილია სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებების დამოკიდებულება მოძრაობის შეზღუდვის ხანგრძლივობასთან.
The effect of restriction of movement on the development of atherosclerosis was studied in experiments with rabbits.
3174.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
ბოცვერების მოძრაობის შეზღუდვა (ვ. ტიავოკინის მეთოდი) 20 და 30 დღის განმავლობაში იწვევს ათეროსკლეროზულ ცვლილებებს აორტის კედლებში და კორონარული დაავადებებისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს ელექტროკარდიოგრამაზე.
Drastic restriction of movement during 20 and 30 days (V. V. Tyavokin’s method) causes in the rabbits the development of atherosclerotic alterations of the aorta and shifts in ECG which are characteristic of coronary atherosclerosis.
3175.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
ერთდროულად ადგილი აქვს სისხლის შედედების აჩქარებას, სისხლში ბეტა-ლიპოპროტეიდებისა და კატექოლამინების შეცულობის მომატებას.
At the same time there occurs a shortening of the duration of blood coagulation and an increase of the content of catechol-amines and the beta-lipoproteids.
3176.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
გაზისებური ამიაკის შეთვისება სხვადასხვა მცენარეების მიერ.
Uptake of gaseous ammonia by different plants.
3177.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
სიმინდის, ლობიოს, მზესუმზირისა და ტომატის ნაზარდები ითვისებენ გაზისებურ ამიაკს ფესვებიდან და ფოთლებიდან.
Young plants (a month old) of maize, kidney bean, sunflower and tomatoes assimilate gaseous ammonia through roots and leaves.
3178.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
ამ მხრივ განსაკუთრებით სიმინდი და ლობიო გამოირჩევა.
In this respect maize and kidney bean are especially distinguished.
3179.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
ამიაკის შეთვისება უფრო ინტენსიურად ხდება ფოთლების მეშვეობით.
Ammonia is intensively assimilated by leaves.
3180.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ბიოქიმია
შეკავშირებული ამიაკის აზოტი უფრო ინტენსიურად გადადის ფოთლებიდან ფესვებში, ვიდრე ფესვებიდან ფოთლებში.
Nitrogen of the bound ammonia transfers from leaves to roots more intensively than from roots to leaves.