მოიძებნა 668048 ჩანაწერი
31901.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
1 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ათვისებული თანხა ავტომატურად გარდაიქმნება სესხად და შედგება სესხის დაფარვის გრაფიკი თანაბარ გადახდებად.
After the first year of the credit line has passed, the rest of the amount will be transformed to a regular loan and the amount repayment will be according to a loan scheme: using the equal monthly amounts.
31902.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
ამასთან, პირველადი 1 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ათვისების პერიოდის გაგრძელება თითო-თითო წლით, რამდენიმეჯერ.
For your convenience, you can prolong the credit line period for a year, after each year has expired.
31903.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
ხოლო, ათვისების პერიოდის ამოწურვის შემდგომ თქვენ მიერ ათვისებული თანხა გარდაიქმნება სტანდარტულ სესხად.
However, after the whole of the credit line period has passed, the rest of the amount will be transformed to a regular loan.
31904.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
მოკლევადიანი ფულის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
To manage short term cash deficit.
31905.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
თავისუფალი დაფარვის გრაფიკით.
To access to funds easily.
31906.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
პროცენტში გადასახდელი თანხის დასაზოგად.
To save interest expense.
31907.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
კომპანიის ოპერირების სეზონურობა, მოკლევადიანი წყვეტა საოპერაციო ფულადი სახსრების შემოდინებაში, ინვენტარის შესყიდვის მოულოდნელი აუცილებლობა - მზარდი ბიზნესის ამ და სხვა მოკლევადიანი საჭიროებების დასაფინანსებლად სწრაფი, მოქნილი და მარტივად ასათვისებელი საკრედიტო ხაზები გამოიყენება.
There are periods for every business, when extra cash availability is needed at short hand. Whether stemming from the seasonality of business, smoothing gaps in operating cash collection or attainment of inventory, fast, flexible and easily accessible credit line provides funding for such brief periods of time for evolving needs of business.
31908.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
თუ თქვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად გჭირდებათ საბრუნავი სახსრების შესაძენად მოკლევადიანი დაფინანსება, თიბისი ბანკი გთავაზობთ საკრედიტო ხაზს წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.
TBC Banks offers a Business Line of Credit as an open-end access for financing working capital and ongoing requirements, providing the instant access to funds within the pre-approved limits.
31909.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
თიბისი ბანკის ძირითადი საშუალებების ფინანსირება თქვენთვისაა, თუ ეძიებთ საშუალებას:
TBC Bank's Business Line of Credit is precisely what you require, if you run an enterprise and seek means to:
31910.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
ოპერატიულად მოაგვაროთ მოკლევადიანი ფულის დეფიციტი
Finance short-term cash deficit.
31911.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
პერიოდულად აითვისოთ და დაფაროთ სესხი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.
Finance operating asset-liability gaps.
31912.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
დააფინანსოთ საბრუნავი საშუალებების სეზონური ზრდის მოთხოვნა.
Finance seasonal increase in Working Capital.
31913.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, საკრედიტო ხაზი
დაზოგოთ საპროცენტო სარგებელი.
Save extra interest expense.
31914.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, სამგზავრო ჩეკები
სამგზავრო ჩეკები.
TRAVELERS CHEQUES.
31915.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, სამგზავრო ჩეკები
სამგზავრო ჩეკი არის არა მხოლოდ ნაღდი ფულის ტარებისაგან გათავისუფლების, არამედ ასევე მსოფლიოს ათასობით სავაჭრო ობიექტში გადახდის სანდო საშუალება.
Travelers Checks are reliable means of payment in thousands of merchants, as well as a way to avoid carrying large amounts of cash.
31916.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, სამგზავრო ჩეკები
ეს არის ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტაში და ნომინალში გამოშვებული საერთაშორისო მასშტაბით განაღდებადი ჩეკი, რომელიც გასანაღდებლად მიიღება მხოლოდ ჩეკის მფლობელის მიერ განმეორებით ხელმოწერის შემთხვევაში.
Travelers Checks are an internationally redeemable draft purchased in various denominations from the bank and payable only upon the purchaser's endorsement against the original signature on the draft.
31917.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, სამგზავრო ჩეკები
ჩეკები ძირითადად გამოიყენება ნაღდი ფულის ნაცვლად, მაგრამ გაცილებით დაცულია დაკარგვისა და მოპარვისაგან მიღებული ზარალისაგან.
Travelers Checks function as cash but are protected against loss or theft.
31918.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, სამგზავრო ჩეკები
სამგზავრო ჩეკების შესყიდვისას ბანკში ანგარიშის გახსნა არ მოითხოვება.
When purchasing Travelers Checks, client is not required to open a bank account.
31919.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, სამგზავრო ჩეკები
თიბისი ბანკი შეისყიდის ძირითადი ემიტენტების სამგზავრო ჩეკებს და გთავაზობთ American Express-ის სამგზავრო ჩეკებს.
TBC Bank cashes travelers checks of the main emitters but sells only American Express Travelers Checks.
31920.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, საბანკო პროდუქტი, სამომხმარებლო სესხი
სამომხმარებლო სესხი.
Consumer loan.