მოიძებნა 668048 ჩანაწერი
32721.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, გეოფიზიკა
ამ მოდელიდან მიიღება ჰორიზონტალური ქარის სიჩქარეების ველისა და დამუხტულ ნაწილაკთა სტაციონარული განაწილების ვერტიკალური პროფილები.
The stationary vertical distributions of horizontal wind velocities and vertical distribution of concentration of charged particles are obtained from this model.
32722.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, გეოფიზიკა
მიღებული შედეგები ავსებენ არსებულ დაკვირვებათა მონაცემების ნაკლებობას.
These results fill a gap in the existing observation data.
32723.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, დრეკადობის თეორია
არაწრფივი დრეკადი სიბრტყის ბრტყელი დეფორმაცია მიდუღებული აბსოლუტურად ხისტი ჩადგმით.
Plane strain of nonlinear elastic plane with an inserted absolutely rigid inclusion.
32724.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, დრეკადობის თეორია
ბრტყელი დეფორმაციის პირობებში განხილულია ჰარმონიული ტიპის დრეკადი სიბრტყის ორმხრივი გაჭიმვის ამოცანა მიდუღებული აბსოლუტურად ხისტი ჩადგმით.
Under conditions of plane strain a plane problem involving biaxial tension of an elastic plane with an inserted rigid inclusion is considered.
32725.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, დრეკადობის თეორია
ამოცანა ამოხსნილია მესამე მიახლოების სიზუსტით.
The problem is solved in the third approximation.
32726.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, დრეკადობის თეორია
განხილულია მაგალითი უკუმში ნახევარსიბრტყისათვის.
An example of an incompressible plane is considered.
32727.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ეკონომიკა
დარგთაშორისი ბალანსის ერთი გაფართოებული მოდელის ეკონომიკურ-მათემატიკური ანალიზი.
Economic-mathematical analysis of one extended input-output model.
32728.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ეკონომიკა
განხილულია დარგთაშორისი ბალანსის გაფართოებული მოდელის სრული დანახარჯების კოეფიციენტების ეკონომიკური ბუნება და მოცემულია მოდელის პროდუქტიულობის პირობები.
The economic character of total "input" coefficients has been studied and the conditions of productivity of an extended input-output model are given.
32729.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ეკონომიკა
რეგიონალურ ჭრილში წარმოების დაგეგმვის ერთი ამოცანის შესახებ.
On a problem of productional planning in the regional aspect.
32730.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ეკონომიკა
შედგენილია ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი რეგიონებში წარმოების ინტენსივობის განსაზღვრის ისეთი ამოცანისათვის, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციის გამოშვების გეგმურ დავალებათა შესრულება ისე, რომ ეკონომიკურ სისტემაში ყველა რესურსზე მოთხოვნილების ფარდობითი მაჩვენებელი იყოს მინიმალური.
A mathematical model of productional intensity determination for a problem which envisages the productional plan in such a way that the index of relation between the demands in resources and their actual volume should be minimal.
32731.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ეკონომიკა
რესურსებზე მოსალოდნელი დეფიციტურობის გათვალისწინებით შემოყვანილია შეფასებები და შედგენილია ორადი ამოცანა.
With the resource deficiency taken into consideration estimates are introduced and the duality problem is stated.
32732.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ეკონომიკა
მაგალითის სახით მოყვანილია წრფივი მოდელი.
A linear model is given by way of illustration.
32733.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ელექტროქიმია
დიეთილნიკოტინამიდთან ნიკელის და კობალტის (II) კომპლექსების პოლაროგრაფია მეთანოლში.
Polarography of nickel and cobalt (II) complexes with diethylnicotinamide in methanol.
32734.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ელექტროქიმია
პოლაროგრაფიული მეთოდით შესწავლილია Ni (II) და Co (II) კომპლექსები N,N-დიეთილნიკოტინამიდთან.
Complexes of Ni (II) and Co (II) with N,N-diethylnicotinamide have been studied by the polarographic method.
32735.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ელექტროქიმია
ნაჩვენებია, რომ აღნიშნული კომპლექსები კატალიზურად აქტიურნი არიან.
The complexes proved to be active catalytically.
32736.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ენათმეცნიერება
ინსტრუმენტალისის -ლა ნაწილაკის ფუნქციის საკითხისათვის ბათუმელ აფხაზთა მეტყველებაში.
Concerning the functions of the instrumental particle –la in the speech of Batumi Abkhazians.
32737.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ენათმეცნიერება
ბათუმელ აფხაზთა მეტყველებაში აფხაზური ენის დიალექტთაგან განსხვავებით შეინიშნება ინსტრუმენტალისის -ლ ა ნაწილაკის ხმარების სფეროს გაფართოება.
In contrast to the Abkhazian dialects, in the speech of Batumi Abkhazians a widening of the sphere of application of the instrumental particle –la is observable.
32738.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ენათმეცნიერება
ინსტრუმენტალისის -ლ ა ნაწილაკი ბათუმელ აფხაზთა მეტყველებაში გამოიყენება შემდეგი ფუნქციებით: ა) ზმნებში სათანაო ც- პრეფიქსის როლში; ბ) ირიბი ობიექტის ნიშნად ორპირიან გარდაუვალ ზმნებში; გ) აბსოლუტივის ფორმათა ნაცვლად; დ) ადგილისა და მიმართულების აღმნიშვნელი ზოგი თანდებულის ნაცვლად.
The particle –la in the speech of Batumi Abkhazians is used: a) as a prefix of conjunctivity in verbs; b) in the function of an indirect object in two-personal intransitive verbs; c) as a substitute for participial forms; d) as a substitute for some locative and directive postpositions.
32739.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ენათმეცნიერება
სტილისტურ შეფერილობათა საკითხი სოციალურად ერთგვაროვანი საზოგადოების უმწერლო ენაში.
The question of stylistic colouring in the unwritten language of a socially unstratified community.
32740.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ენათმეცნიერება
ავტორის თვალსაზრისიდან სტილისტური შეფერილობის სოციალურ-კომუნიკაციური განპირობებულობის შესახებ ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა, რომ დამწერლობის არმქონე, სოციალურად დაუნაწევრებელი საზოგადოებების ენებს სტილისტური შეფერილობა არ უნდა გააჩნდეთ.
The author's belief in the socially-communicative basis of the stylistic hue || colouring leads logically to a natural conclusion: no such colouring can possibly exist in the unwritten language of a socially undifferentiated community.