მოიძებნა 668071 ჩანაწერი
3261.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
1) მიოკარდიუმის სისხლმომარაგების გაუმჯობესება მარცხენა გულში ცირკულირებული სისხლით;
1) Operations designed for the improvement of feeding of the ischaemized myocardium by utilization of the arterial blood of the left heart;
3262.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
2) ორგანული ანასტომოზები მიოკარდიუმის კოლატერალური სისხლმიმოქცევის შექმნის მიზნით და 3) დამხმარე ხელოვნური სისხლმიმოქცევა მიოკარდიუმის კვების გაუმჯობესებისათვის.
2) Operations designed for the creation of visceral anastomoses. 3) Operations on auxiliary artificial blood circulation designed for the improvement of the coronary blood flow.
3263.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
მიღებული შედეგები მიუთითებენ ზემოაღნიშნული ოპერაციების გამოყენების ეფექტურობას და იმ შემთხვევაში, როდესაც გულის კუნთში ჯერ კიდევ არ განვითარებულა შეუქცევადი ცვლილებები.
The results obtained from dogs show the effectiveness of the above interventions before irreversible changes have developed in the myocardium.
3264.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
ღვიძლის არგიროფილური მარცვლოვანების ცვლილებები მინერალური წყლის ძაუ-სუარის მიღების შემდეგ.
On the change of argyrophilic granules in the liver after intake of the mineral water Dzau Suar.
3265.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
არსებობს აზრი, რომ არგიროფილური მარცვლოვანება ასახავს ჟანგვითი პროცესების დონეს ქსოვილებში.
It has been suggested that argyrophilic granules show the level of oxidative processes in tissue (Snesarev, 1951).
3266.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
ამიტომ შესწავლა ღვიძელში ამ მარცვლოვანების ცვლილებების სხვადასხვა ზემოქმედებათა დროს და მათ შორის მინერალური წყლის მიღებისას, წარმოადგენს პირდაპირ დასაბუთებას მათი პერორალური გამოყენებისათვის სამკურნალო მიზნით ღვიძლის პათოლოგიის დროს.
Study of the liver granules under various influences, and mineral water in particular, provides a direct validation of its per os use in the treatment of the liver pathology.
3267.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლის მიღება (3-4 მლ ერთჯერადად (მტკნარ) წყალსადენის წყალთან შედარებით) ვირთაგვების ღვიძლში იწვევს არგიროფილური მარცვლოვანების რაოდენობრივად მნიშვნელოვან გადიდებას, რაც უნდა მიუთითებდეს ღვიძლში ჟანგვითი პროცესების გაძლიერებაზე მინერალური წყლის მოქმედებით.
The intake of mineral water containing carbonic acid, hydrocarbonate and chlorides (3-4 ml at a time) was found to cause a considerable increase in the rat liver argylophilic granules, as compared with the ordinary fresh water, which must be indicative of the enhancement of oxidative processes in the liver due to the mineral water intake.
3268.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
კამელინის გავლენა ინდუქცირებულ სიმსივნეზე.
The effect of camellin on induced tumours.
3269.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
კამელინის მოქმედების შესწავლამ კანის კიბოს ინდუცირებაზე თაგვებში დაგვანახა, რომ იგი აბრკოლებს კანცეროგენეზის პროცესს სანამ ის შეგვყავს ორგანიზმში; როგორც კი მისი მოქმედება წყდება, თანდათან მატულობს პაპილომებისა და კანის კიბოს რიცხვი და იგი თითქმის უტოლდება საკონტროლო ჯგუფს.
It has been ascertained that camellin acts as an inhibitor of cancerogenesis during its circulation in the blood; as soon as the action of camellin ceases the number of papillomas and carcinomas of the skin increase almost to the level found in the control animals.
3270.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მედიცინა
პანკრეასის გარესეკრეციულ ფუნქციაზე პერიოდონტიტების გავლენის შესახებ.
On the effect of periodontites on the outer secretory function of the pancreas.
3271.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
რეგენერაციის პროცესში მყოფი ღრძილის ეპითელის ბაზალური უჯრედების აღდგენითი პროცესები.
Restorative processes in the basal cells of the regenerating gingiva.
3272.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
საცდელ ცხოველებზე (თეთრი მამალი ვირთაგვები) შეისწავლებოდა რეგენერაციაში მყოფი ღრძილის ეპითელის ბაზალურ უჯრედებში მიმდინარე პროცესები სამი ზედა ძირითადი კბილის ამოღების შემდეგ.
Studies carried out upon male rats of the same weight and the regeneration of their gingiva, after extraction of three upper teeth, show that restorative processes in the epithelial basal cells of the regenerating gingiva proceed by means of hypertrophy and hyperplasia.
3273.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მამაკაცის სათესლე ჯირკვლების სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკა სკენირების ახალი მეთოდით.
Scanning in diagnosis of tumours of the male genital glands.
3274.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
აღწერილია მამაკაცის სათესლე ჯირკვლების სიმსივნური დაავადების დიაგნოსტიკისათვის სკენირების ახალი მეთოდი - ტესტოსკენოგრაფია.
A new method of diagnosis of the male genital tumours is proposed, namely testoscannography.
3275.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ამ მეთოდით გამოკვლეულია სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებით შეპყრობილი 59 ავადმყოფი.
59 patients with various diseases of the male genital glands were studied by the new method.
3276.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დესტოსკენოგრაფიით მიღებული სურათი არის ობიექტური, ფრიად დამახასიათებელი სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებისათვის.
The data obtained were objective and rather characteristic of different pathological conditions of the male genitals.
3277.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
გონადოტროპული ჰორმონების მოქმედების მორფოლოგიური და ჰისტოქიმიური ანალიზი.
Morphological and histochemical analysis of the effect of gonadotropic hormones.
3278.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ჩატარებულია მოზარდი და ზრდასრული 125 თეთრი ვირთაგვის საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ჰისტოლოგიური და ჰისტოქიმიური გამოკვლევა ნორმალურ პირობებში, აგრეთვე გონადოტროპული ჰორმონების მაკე ცხენის შრატის (მცშ) და ქორიონული გონადოტროპინის (ქგ) შეყვანის შემდეგ.
Histological and histochemical investigation has been carried out on the ovary and uterus in 125 prepubertal and pubertal white rats in normal conditions and after the administration of gonadotropic hormones (pregnant mare serum and human chorionic gonadotropin).
3279.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ზოგიერთი სტეროიდგენეზური ფერმენტის აქტივობა და განლაგება ადამიანის პლაცენტის ქსოვილში.
Activity and distribution of some enzymes of steroidogenesis in the human placentate tissue.
3280.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია ზოგიერთი სტერეოიდგენზიური ფერმენტის ჰისტოქიმიური თავისებურებანი პლაცენტაში (3β-ოქსისტეროიდდეჰიდროგენაზა, ნად-დიაფორაზა, ნადფ-დიაფორაზა).
Histochemical peculiarities of some enzymes of steroidogenesis in the human placenta (3β-oxysteroid-dehydrogenase, NAD- and NADF-diaphorase) have been studied.