მოიძებნა 668048 ჩანაწერი
33281.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოლოგია
პირველადაა მოცემული სოფ. წყალწმინდასთან (დასავლეთი საქართველო, გურია) არსებული უზუნლარული ნალექების კომპლექსური შესწავლის შედეგები.
The results of a complex study of Uzunlarean deposits in the vicinity of the village of Tsqaltsminda (Guria, Western Georgia), are presented for the first time.
33282.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოლოგია
მოლუსკური და ოსტრაკოდული ფაუნის ანალიზის საფუძველზე ავტორები ასკვნიან, რომ ძველევქსინური დროიდან შავი ზღვის აუზის კავშირი მსოფლიო ოკეანესთან თანდათან ფართოვდებოდა და უზუნლარული აუზი გარდამავალი მარილიანობით ხასიათდებოდა, მომარილიანო ძველევქსინურსა და სრულმარილიან კარანგატულ აუზებს შორის.
On the basis of an analysis of molluscan and ostracoda fauna the authors have come to the conclusion that communication between the Black Sea basin and the world ocean gradually widened from the ancient Euxine to Uzunlar, and in respect to salinity the Uzunlarean basin held an intermediate position between the ancient Euxine and Karangat basins.
33283.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
იონოსფეროში ხელოვნურად ინჟექტირებული ელექტრონების შეღწევის სიღრმე.
Penetration depth of electrons artificially injected into the ionosphere of the Earth.
33284.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
მოცემულია იონოსფეროში რაკეტის ბორტიდან ინჟექტირებული ელექტრონებით გამოწვეული ხელოვნური პოლარული სხივების შეღწევის სიღრმეთა შედეგები.
The article deals with the results of determination of artificial aurora rays low edges in experiments on electron injection.
33285.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
რაკეტის პოტენციალთან და კოლექტიურ პროცესებთან დაკავშირებული ელექტრონების ენერგიის დანაკარგი შეადგენს 2 კევ-ს.
Electron beam energy losses connected with collective interactions and rocket potential are less than 2 kev.
33286.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
ექსპერიმენტულად გაზომილ და თეორიულად გამოთვლილ პოლარულ სხივთა სიგრძეებს შორის განსხვავებანი, რაკეტის ტრაექტორიის აღმავალ უბანზე, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს მისი ზედაპირიდან გაზების გამოყოფით.
Considerable differences between measured low edge positions and theoretical calculation are observed on the rising part of rocket trajectory. The difference is propably due to considerable rocket gassing on this part.
33287.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
გეოპოტენციალის მოკლევადიანი პროგნოზის შესახებ ჰიდროდინამიკის სრული განტოლებებით ოროგრაფიის გათვალისწინების შემთხვევაში.
On the prediction of short-term geopotential, using complete equations of hydrodynamics with account of orography.
33288.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
მოცემულია გეოპოტენციალის მოკლევადიანი პროგნოზის რიცხვითი მოდელი ოროგრაფიის გათვალისწინებით.
The paper presents a numerical model of short-term prediction of geopotential with account of orography.
33289.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
პროგნოზის საშუალო ფარდობითი ცდომილება შეადგენს 0,66.
The mean relative error of prediction is 0.66.
33290.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
დამტკიცებულია ფარდობითი გრიგალური სიჩქარის შენახვის კანონი მთაგორიანი ტერიტორიისათვის ორდღიანი პროგნოზის შემთხვევაში.
The law of constancy of relative storm velocity for the Caucasus mountains has been established, involving 24 and 48 hour prediction.
33291.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
რელეის ტალღების არეკვლა მკვეთრი და სუსტი სიჩქარული დიფერენციაციის მქონე გარემოს ვერტიკალური კონტაქტიდან.
Reflection of Rayleigh waves from the vertical interface of media with strong and weak velocity contrast.
33292.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
ორი მეოთხედსივრცეების ვერტიკალური საზღვრიდან რელეის ტალღების არეკვლის კოეფიციენტის თეორიული გამოთვლა შედარებულია სამგანზომილებიანი სეისმომოდელური ექსპერიმენტის შედეგებთან სხვადასხვა სიჩქარული დიფერენციაციის შემთხვევაში.
Rayleigh waves reflection coefficients from the vertical interface between two quarter-spaces with different velocities were compared with the results of a three-dimensional seismic-model study.
33293.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
თეორიული გამოთვლა ჩატარებულია მიახლოებითი მეთოდით, რომელიც ეყრდნობა გრინის ფუნქციების გამოყენებას.
The method of Green’s function was used in the approximate theoretical calculations.
33294.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
სუსტი სიჩქარული დიფერენციაციის შემთხვევაში თეორიული და ექსპერიმენტული შედეგები კარგად ემთხვევა ერთმანეთს. მკვეთრი სიჩქარული დიფერენციაციის დროს კარგი დამთხვევა დაიკვირვება საზღვარზე ტალღების დაცემის მცირე კუთხეებისათვის.
The experimental results agree well with theoretical calculations for the case of weak velocity contrast and before the critical angle when the contrast is strong.
33295.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
ახსნილია თეორიული და ექსპერიმენტული მონაცემების განსხვავება ტალღების დაცემის კრიტიკული კუთხეებისათვის.
A special explanation is proposed for the discrepancy between the theoretical and experimental results in the zone of critical angles of incidence.
33296.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
მიწისძვრების წარმოშობის ზონების გამოყოფა ნამახვანის ჰიდროკვანძის მშენებლობის რაიონში.
Identification of earthquake origin zones in the area of construction of the Namakhvani hydraulic power system.
33297.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
ორიენტირებული ჰიპოცენტრული ზონებისა და სეისმოგენური სტრუქტურების მოდელების შედარებაზე დამყარებული მაქსიმალური მიწისძვრების წარმოშობის ზონების გამოყოფის ახალი მეთოდიკის გამოყენებით მიღებულია ნამახვანის მომავალი ჰიდროკვანძის მშენებლობის ტერიტორიაზე მოსალოდნელი მიწისძვრების რუკა.
A map of possible earthquake origin zones for the area surrounding the site of the future construction of Namakhvani hydraulic power system has been compiled by a method based on the comparison of oriented focal zones with models of seismic structures.
33298.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ეს რუკა აკმაყოფილებს დეტალური სეისმური დარაიონების მოთხოვნებს და ამიტომ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ რაიონის სეისმური საშიშროების შეფასების შემდგომი დაზუსტებისათვის.
It is shown that the map answers the requirements of detailed seismic zoning and can be used for a rigorous estimation of seismic risk in the area in question.
33299.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
იონოსფეროს ნათების ფოტომეტრიული გაზომვები რაკეტის ბორტიდან ნეიტრალური ლითიუმის ხელოვნური ინჟექციის დროს.
Photometric measurements of ionospheric glow in the line λ=6708Å during neutral lithium artificial injection from rocket-board.
33300.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 96, გეოფიზიკა
მოყვანილია რაკეტის ბორტიდან ნეიტრალური ლითიუმის ინჟექტირების დროს მისი ნათებისა და რაკეტისირგვლივი პლაზმის უწყვეტი გამოსხივების ინტენსივობათა ფოტომეტრიული გაზომვები.
The paper presents the results of photometric measurements of the glow of excited lithium and the plasma surrounding the rocket-body in the experiment Aelita.