მოიძებნა 668048 ჩანაწერი
33781.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ბოტანიკა
ცრუმაჩიტა - ახალი მონოტიპური გვარი კოლხიდის კირქვიანებიდან.
Pseudocampanula – a new monotypical genus from Kolkheti limestones.
33782.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ბოტანიკა
ახალი მონოტიპური გვარი Pseudocampanula Kolak. გამოყოფილია მაჩიტის გვარიდან Campanula dzaaku Alb. საფუძველზე.
A new monotypical genus, Pseudocampanula is described.
33783.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ბოტანიკა
მაჩიტასაგან ის განსხვავდება მაგარი კაფსულიანი კოლოფით და სხვა მორფოლოგიური ნიშნებით. ცრუმაჩიტა ჩრდილო კოლხიდის კირქვიანების ენდემია,
It is a typical specimen of Campanula dzaaku Albov, which is distinguished from the genus Campanula by its hard valvate capsula and other morphological indices.
33784.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ბოტანიკა
ფედოროვია-ახალი მონოტიპური გვარი სამხრეთ ამიერკავკასიის კირქვიანებიდან.
Fedorovia-a new monotypical genus from limestones of south Transcaucasia.
33785.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ბოტანიკა
სიახლენი საქართველოს კლდე-ნაშალღორღიანთა ფლორის კომპლექსისათვის.
New plants for the flora of the rock-talus complex of Georgia.
33786.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, ბოტანიკა
1977-1978 წწ. კლდე-ნაშალღორღიანთა ფლორის კომპლექსებიდან ავტორმა გამოავლინა სამი ახალი მცენარე საქართველოს ფლორისათვის.
In 1977-1978, during the study of the floristic complexes of the rock-talus ecosystems of Georgia, the author found three plants that proved new for the flora of Georgia.
33787.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გენეტიკა და სელექცია
კულტურული ხორბლის ფორმათა წარმოქმნის ქართული გენოცენტრი.
Georgian gene centre of the formation of cultural wheat.
33788.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გენეტიკა და სელექცია
ქართული ხალხური სელექცია ერთ-ერთი უძველესია, საქართველო კი ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მცენარის ფორმირების ძირითადი ცენტრია.
Judging by the composition of cultural flora and the presence of primary species, Georgian popular selection emerges as one of the earliest and principal centres of the formation of many important cultural plants.
33789.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გენეტიკა და სელექცია
საქართველო შედის ნ. ვავილოვის მიერ დადგენილ ხორბლის გვარის ფორმათა წარმოქმნის წინააზიურ კერაში და წარმოადგენს ამ გვარის სახეობათა წარმოქმნის პირველად გენოცენტრს.
Georgia belongs to the Near Eastern seat (according to N. I. Vavilov) of the origin of cultural wheat, being the primary gene centre of the development of the species of this genus.
33790.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გენეტიკა და სელექცია
საქართველოში ფიქსირებულია ხორბლის გვარში შემავალ სახეობათა 62%, მათგან 5 სახეობა მხოლოდ საქართველოს აგროკულტურაში გვხვდება და სხვაგან არსად.
Of the 62 wheat species known in Georgia 5 are endemic.
33791.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გენეტიკა და სელექცია
გარდა სახეობათა სიმრავლისა, საქართველოში რეგისტრირებულია და აღწერილი კულტურაში მყოფი 150-მდე სახესხვაობა და ჯიშთა მეტად დიდი მრავალფეროვნება.
Apart from the numerous species, a very large number of aboriginal varieties and kinds of wheat have been recorded in Georgian farming.
33792.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გენეტიკა და სელექცია
შვილეულ ქრომატიდთა გაცვლები 80 წლისა და მეტი ასაკის ინდივიდთა ლიმფოციტებში.
Sister chromatid exchanges in lymphocytes from the age of 80 and over.
33793.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გენეტიკა და სელექცია
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შვილეულ ქრომატიდთა გაცვლების (შქგ) სიხშირე 80-88 წლის ინდივიდთა ლიმფოციტებში საშუალო ასაკის ინდივიდებთან შედარებით სარწმუნოდ დაქვეითებულია.
An analysis of sister chromatid exchange frequencies (SCE) has shown that frequency of SCE in blood cells of individuals aged from 80 to 88 in comparison with indices of age decreases significantly.
33794.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გენეტიკა და სელექცია
მოხუცებულთა უჯრედებში A<sub>1</sub> ქრომოსომისა და A<sub>2</sub> ქრომოსომის გრძელი მხრის მედიალურ ზონაში შქგ განაწილება გამოისახება ორი პიკით, საშუალო ასაკის ინდივიდებში კი ერთით.
In cells of aged persons in the medial region of arms of A<sub>1</sub> and long arm of A<sub>2</sub> chromosomes distribution of SCE is represented by two peaks, while in middle aged persons by one.
33795.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გეოლოგია
ახალი ათონის მასივის კარსტული აუზების შესახებ.
Concerning the karst basins of the Novy Afon massif.
33796.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გეოლოგია
ახალი ათონის კარსტული მასივის ლითოლოგიური, ტექტონიკური, გეოლმორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური აგებულების ანალიზის საფუძველზე გამოყოფილია წყალგაუმტარი და წყალშემცველი კარსტვადი ჰორიზონტები, დადგენილია კარსტული აუზების საზღვრები და მათში კარსტული წყლების მოძრაობის თავისებურებანი.
On the basis of an analysis of the lithological, tectonic, geomorphological and hydrological structures of the Novy Afon massif Karst, water-resisting and water-bearing karstic horizons have been identified. The boundaries of the karst basins and the characteristics of water circulation in them have been established.
33797.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გეოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება ახალი ათონის მღვიმის მსგავსი სხვა ვრცელი კარსტული სიცარიელეების არსებობის შესახებ.
In the author’s opinion other vast underground cavities similar to the Novy Afon cave are in existence in that region.
33798.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გეოლოგია
საქართველოს პალეოგენური ზონების კორელაცია საბჭოთა კავშირის სამხრული ნაწილისა და ხმელთაშუაზღვის სინქრონულ ნალექებთან.
On the parallelization of the microfaunistic zones of Georgia with those of the southern USSR and Mediterranean province.
33799.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გეოლოგია
საქართველოს პალეოგენურ ნალექებში გამოყოფილი მიკროფაუნისტური ზონები დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის სამხრული ნაწილის სხვა ადგილებისა და ხმელთაშუაზღვის პროვინციის სინქრონულ ნალექებთან.
The Paleogene microfaunistic zones of Georgia and those of the southern USSR and Mediterranean province have been correlated.
33800.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 97, გეოლოგია
ცეოლითები სამგორი-პატარძეულის ნავთობის საბადოს კოლექტორ-ქანებში.
Zeolites in the collector rocks of the Samgori-Patardzeuli oil fields.