მოიძებნა 668071 ჩანაწერი
3421.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ადენოვირუსით ინფიცირებულ ადამიანის ამნიონისა (შტამი A-1) და ზაზუნას ემბრიონალური ქსოვილის უჯრედში ადგილი აქვს ტრანსპლანტაციური და T-ანტიგენის სინთეზს.
Adenovirus-infected human amniotic cells A-1 and the cells of the hamster’s embryonic tissue manifested transplantation and T-antigen synthesis.
3422.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ინფიცირებული ამნიონისა და ზაზუნას ემბრიონალური ქსოვილების უჯრედების შეყვანა ზაზუნებში, იძლევა გარკვეულ რეზისტენტობას სიმსივნური უჯრედების ზღურბლოვანი დონის მიმართ (რეზისტენტობის ინდექსი მერყეობდა 0,5-დან 1.6-მდე).
Hamsters inoculated by virus-infected human amniotic cells A-1 and cells of hamster embryonic tissue showed a definite resistance to the threshold does of tumour cells (the resistance index varied from 0.5 to 1.6).
3423.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ტრანსპლანტაციური და T-ანტიგენის სინთეზი ინფიცირებულ უჯრედში არაა დამოკიდებული ამ უჯრედების მორფოლოგიური ტრანსფორმაციისა და მათში ვირუსის გამრავლებისგან.
The transplantation and T-antigen synthesis in virus infected cells does not depend on the morphological transformation of these cells and on virus reproduction in them.
3424.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
იმუნური ლიმფოიდური უჯრედების გამოყენება ვირუსების მიერ ინდუცირებული ანტიგენების გამოსავლინებლად in vitro.
Use of immune lymphoid cells for in vitro detection of virus-induced antigens.
3425.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
იმუნური ლიმფოიდური უჯრედები ავლენენ სპეციფიკურ ციტოტოქსიკურ მოქმედებას პოლიომის ვირუსითა და SV<sub>40</sub> ინფიცირებული ზაზუნების თირკმლის უჯრედებზე.
Immune lymphoid cells have shown specific cytotoxic action on kidney cells of hamsters infected by polyoma and SV<sub>40</sub> viruses.
3426.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
მაფლუორესცირებელი ანტისხეულების მეშვეობით ვლინდება შიდაბირთვული T-ანტიგენი, რომელიც მოწმობს SV<sub>40</sub> ვირუსით ინფიცირებულ ზაზუნის თირკმლის უჯრედებში ვირუსული გენომის არსებობას.
Intra-nuclear T-antigen was revealed in SV<sub>40</sub> infected hamster kidney cells by the immune-fluorescent method. T-antigen induction indicates the persistence of virus genome in the cells.
3427.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ეს მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ სიმსივნური ვირუსების შეყვანა მოზრდილ ცხოველებში იწვევს უჯრედების ანტიგენურ კონვერსიას ავთვისებიანი ტრანსფორმაციის გარეშე და რომ იმუნური ლიმფოიდური უჯრედები შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ ვირუსების მიერ ინდუცირებული ანტიგენების გამოსავლინებლად in vitro.
These data allow to assume that inoculation of tomour viruses into adult animals causes cell antigen conversion without malignant transformation and that immune lymphoid cells can be used for in vitro detection of viruses-induced antigens.
3428.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
ტრიეთილსილანის მოქმედება β-ვინილეთინილეთანოლზე Pt/C და H<sub>2</sub>PtCl<sub>6</sub> თანდასწრებით.
The action of triethylsilane on β-vinylethynylethanol in the presence of Pt/C and H<sub>2</sub>PtCl<sub>6</sub>.
3429.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
აღწერილია ტრიეთილსილანის მოქმედება პირველად ვინილეთინილკარბინოლის ერთ-ერთ წარმომადგენელზე - β-ვინილეთინილეთანოლზე Pt/C და H<sub>2</sub>PtCl<sub>6</sub> თანდასწრებით.
The action of triethylsilane on one of the representatives of β-vinylethynylethanol in the presence of Pt/C and H<sub>2</sub>PtCl<sub>6</sub> is described.
3430.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ორივე კატალიზატორის გამოყენებით რეაქცია მიდის ორი მიმართულებით:
It has been ascertained that when both Pt/C and H<sub>2</sub>PtCl<sub>6</sub> catalysts are used the reaction proceeds in two directions to produce:
3431.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
ა) სილიციუმშემცველი დიენური კარბინოლის და ბ) სილიციუმშემცველი დიენური სილიციუმოვანი ეთერის წარმოქმნით.
(a) silicon-containing carbinol of the diene series; (b) silicon-containing diethenoid ether.
3432.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
დადგენილია კატალიზატორის რაოდენობის გავლენა სინთეზირებული პროდუქტების გამოსავლიანობაზე.
The influence of the amount of catalyst on the yield of the synthesized product was established.
3433.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
მიღებული ნაერთების იდენტიფიკაციისა და ბუნების დადგენის მიზნით ჩატარებულია შემხვედრი სინთეზები და მათი ქიმიური გარდაქმნები.
Chemical conversion and encounter reaction of the obtained products have been carried out with the purpose of their identification.
3434.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
სპილენძის პოლიხელატების სინთეზი რეზორცინდიალდეჰიდის, ო-ნაფტილენდიამინისა და 2,3-დიამინოფენაზინისაგან.
Synthesis of copper polychelates on the basis of resorcinol dialdenhyde, O-naphthylene diamine and 2,3-diaminophenazene.
3435.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
რეზორცინდიალდეჰიდის პოლიკონდენსაციით ო-ნაფტილენდიამინთან და 2,3-დიამინოფენაზინთან, სპილენძის აცეტატის თანაობისას, სინთეზირებულია თერმომდგრადი პოლიხელატები.
By polycondensation of resorcinol dialdehyde with O-naphthylene diamine and 2,3-diaminophenazene in the presence of copper acetate thermostable polychelates of copper are synthesized.
3436.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
პოლიეთეროკარბონატები დიმეთილდიანისა, ნახშირმჟავასა და იზოფტალის მჟავას ბაზაზე.
Polyestercarbonates on the base of dimethyldiane, carbonic and isophthalic acids.
3437.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
აღწერილია შერეული პოლიკარბონატების სინთეზი 2,2-დი-(3-მეთილ-4-ოქსიფენილ) პროპანისა, ფოსგენისა და იზოფტალის მჟავას დიქლორანჰიდრიდის ბაზაზე და შესწავლილია მათი ზოგიერთი თვისება.
Synthesis of mixed polyestercarbonates on the base of phosgene, 2,2-di-(3-methyl-4-hydroxyphenyl) propane and dichloride of isophthalic acid is described and some of their properties have been studied.
3438.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
ნაჩვენებია, რომ პოლიეთეროკარბონატები ხასიათდება უფრო მაღალი ტემპერატურული მახასიათებლებითა და მექანიკური თვისებებით, ვიდრე პოლიკარბონატი დიმეთილდიანის ბაზაზე.
Polyestercarbonates are shown to have higher temperature characteristics and mechanical properties than a dimethyldiane-based polycarbonate.
3439.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
ანტრაცენის რადიოლიზის პროდუქტების შესწავლა (n, γ)-გამოსხივების მოქმედებისას.
Study of the products of anthracene transformation under (n, γ) – irradiation.
3440.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 59, ორგანული ქიმია
შესწავლილია (n, γ)-გამოსხივებით გამოწვეული კრისტალური ანტრაცენის რადიაციულ-ქიმიური გარდაქმნა (ჟანგბადის არეში) რადიოლიზის საბოლოო პროდუქტების ბუნების დადგენის საფუძველზე.
With a view to establishing the chemical nature of the final products of radiolysis, (n, γ) – radiation-chemical transformation of crystalline anthracene (in the presence of oxygen) has been investigated.