მოიძებნა 668048 ჩანაწერი
34741.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
კოაგულაციის კინეტიკის თეორიული ასპექტები დისპერსიულ სისტემებში.
Theoretical aspects of coagulation kinetics in dispersion systems.
34742.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
შემუშავებულია ანალიტიკური გადაწყვეტის მეთოდი სივრცობრივ-არაერთგვაროვანი სტაციონარული კოაგულაციის კინეტიკური განტოლებისა (სტაციონარული კოაგულაცია არაერთგვაროვან გარე ველში) და აგრეთვე არასტაციონარული კოაგულაციის კინეტიკური განტოლებისათვის წყაროთი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავითვალისწინოთ პროცესები, რაც ახლავს რეალურ პირობებში კოაგულაციას.
A technique has been developed for obtaining exact analytic solutions of a spatially-nonhomogeneous kinetic equation of stationary coagulation and of a kinetic equation of nonstationary coagulation, with account of the source of particles. Some major properties of these equations and the results obtained are adduced.
34743.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
ფოტომეტრიული გაზომვები რაკეტულ ექსპერიმენტში „სპოლოხი‘‘.
Photometric measurements in the «Spolokh» rocket experiment.
34744.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
მოყვანილია პირველ საბჭოთა ექსპერიმენტ „სპოლოხში‘‘ფოტომეტრიული გაზომვების შედეგები, მიღებული რაკეტის ბორტიდან იონოსფეროში  170 კმ სიმაღლეზე კუმულატიური ბარიუმის ნაკადის ინჟექტირებით.
Some data are presented on the photometric measurements carried out in the first Soviet experiment «Spolokh», in which a cumulative barium stream was injected into the ionosphere at the altitude of about 170 km.
34745.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
შეფასებულია ბარიუმის იონიზებული ატომების რაოდენობა.
The amount of ionized atoms of barium is estimated.
34746.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
სეტყვის და წვიმის ღრუბლების გამოცნობა ბაიესის თეორიის გამოყენებით.
Identification of hail- and shower-bearing clouds with the help of the Bayesian theory.
34747.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
მოცემულია კონვექციური ღრუბლების სეტყვასაშიშროების განსაზღვრის წესი.
The paper deals with a decisive rule to be used in the determination of hail-bearing convective clouds.
34748.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
იგი მიღებულია რადიოლოკაციური და აეროლოგიური გაზომვების ანალიზის საფუძველზე ბაიესის თეორიის გამოყენებით.
This rule has been obtained through an analysis of radar and aerology measurement data, using the theory proposed by Bayes.
34749.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
აღნიშნული წესის გამოყენება სეტყვასთან ბრძოლის პრაქტიკულ სამუშაოებში აამაღლებს ამ სამუშაოთა ეფექტურობას.
Its application will promote the efficiency of hail suppression measures.
34750.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
დედამიწის შიგნით ტემპერატურათა განაწილების ზოგიერთი საკითხი.
Some questions of temperature distribution in the Earth’s interior.
34751.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, გეოფიზიკა
ექსპერიმენტული და თეორიული მრუდების (რომელიც დედამიწის გრადიენტული გეოთერმული მოდელისთვის არის მიღებული 1200-1500°C ტემპერატურით ასტენოსფეროში) შედარების საფუძველზე დავასკვნით, რომ დედამიწის შიგნით ტემპერატურები უფრო რთულადაა განაწილებული.
On the basis of a comparison of experimental curves of depth magnetotelluric sounding with theoretical ones, calculated for a gradient geothermical model of the Earth with a progressive increase of temperature 1200-1500°C in the asthenosphere, the conclusion is drawn that the temperature distribution is somewhat more complex.
34752.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, დრეკადობის თეორია
მომენტური დრეკადობის თეორიის რხევის მესამე და მეოთხე სასაზღვრო ამოცანების საკუთრივი ფუნქციების ასიმპტოტური განაწილება.
Asymptotic distribution of Eigen-functions of the third and fourth oscillation problems of the couple-stress theory of elasticity.
34753.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, დრეკადობის თეორია
ვარიაციული და ინტეგრალური განტოლებების მეთოდების გამოყენებით მიღებულია მომენტური დრეკადობის რხევის მესამე და მეოთხე ძირითადი სასაზღვრო ამოცანების საკუთრივი ფუნქციების ასიმპტოტური განაწილების ფორმულები ევკლიდეს სამგანზომილებიანი სივრცის ნებისმიერი სასრული არისათვის.
Using the variational method and that of integral equations, the formulae of an asymptotic distribution of the fundamental functions of the third and fourth basic oscillation problems of the couple-stress theory of elasticity are obtained for an arbitrary finite domain of a three-dimensional Euclidean space.
34754.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ეთნოგრაფია
„ჴელოსანი“ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
“Khelosani” in the eastern highlands of Georgia.
34755.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ეთნოგრაფია
განხილულია მთიელთა ტრადიციული კულტის მსახურთა იერარქიის ერთ-ერთი წარმომადგენლის „ჴელოსანის“ სტატუსი.
The article deals with the status of Khelosani , one of the representatives of the hierarchy of traditional servants of the cult of the highlanders.
34756.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ეთნოგრაფია
იგი ინტერპრეტირებულია როგორც სალოცავთ (ჯვარ-ხატები) „მედროშავე“ და თავისი ბუნებით უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა უძველეს რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს.
It is interpreted as medroshave (standard-bearer) of sanctuaries (jvar-khatebi), as to its character being related to the old religious beliefs of the highlanders of Eastern Georgia.
34757.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ეკონომიკა
საექსტრაპოლაციო ფუნქციის სახის დადგენის ამოცანა.
The extrapolational function establishment problem.
34758.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ეკონომიკა
მოყვანილია პროცედურა საექსტრაპოლაციო ფუნქციის სახის დასადგენად.
A procedure of extrapolation function establishment is presented.
34759.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ეკონომიკა
ციკლური განვითარების გამოსავლინებლად დასმულია პროგნოზირების ამოცანა ისეთი სპეციალური სახის წირების გამოყენებით, რომელთა წარმოებულს გააჩნია წყვეტა.
To reveal the cyclicity a prediction problem is stated by means of a special form of curve with a derivative having breaks.
34760.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ეკონომიკა
მიღებულია საექსტრაპოლაციო ფორმულები.
Extrapolation formulas are obtained.