მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35101.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ფიტოპათოლოგია
სისტემური ფუნგიციდების გამოყენება ვაშლის ქეცისა და ნაცრის მიმართ ერთდროული ბრძოლის მიზნით.
Testing systemic fungicides against apple scab and apple powdery mildew with the purpose of simultaneous control.
35102.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ფიტოპათოლოგია
ვაშლის ქეცისა და ნაცრის მიმართ ერთდროული ბრძოლის მიზნით გამოცდილი სისტემური პრეპარატებიდან მაღალი ეფექტურობა გამოამჟღავნეს ოლგინმა, ბავესტინმა, ბენომილმა, ბმკ, ფუნდაზოლმა, ტოფსინმა 0,2% კონცენტრაციაში და 0,3% უზგენმა.
Of systemic fungicides tested against apple scab and apple powdery mildew, aimed at effecting simultaneous control, the following preparations revealed high effectiveness: topsin, oligine, bavestine, fundazole, benomyl and BMK, in 0.2% concentration.
35103.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ფიტოპათოლოგია
აღნიშნული პრეპარატები მასტიმულირებლად მოქმედებენ მცენარეზე, ზრდიან მოსავალს და აუმჯობესებენ მის ხარისხს.
These fungicides have a stimulating effect on the plant, increase the yield and improve the fruit quality.
35104.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ფიტოპათოლოგია
Pyricularia oryzae cav.- ის შტამების მორფო-კულტურალური თავისებურებანი.
Morpho-cultural characteristics of the strains of Pyricularia oryzae cav.
35105.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ფიტოპათოლოგია
P. oryzae-ს 55 სხვადასხვა წარმოშობის შტამის შესწავლით სუფთა კულტურაში გამოვლენილ იქნა 4 ძირითადი მორფო-კულტურალური ტიპი, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის სტაბილურობა ახასიათებთ.
Studies of the morpho-cultural characteristics of 55 strains of P. oryzae of various origin in a pure culture made it possible to identify 4 main cultural types which are characterized by various degrees of stability.
35106.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ქიმიური ტექნოლოგია
კატალიზური რიფორმინგისა და კრეკინგისათვის განკუთვნილი სამგორის ნავთობის ფრაქციების შესწავლა.
Study of the catalytic reforming and cracking fractions of Samgori oil.
35107.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ქიმიური ტექნოლოგია
სამგორის ნავთობის ბენზინის ფრაქციებისა და 350-500°C დისტილატური ფრაქციის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და ჯგუფური შედგენილობის შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ისინი ნაფტენური და ნორმალური აგებულების პარაფინული ნახშირწყალბადების მაღალი შემცველობისა და გოგირდის დაბალი შემცველობის გამო წარმოადგენენ კატალიზური რიფორმინგისა და კატალიზური კრეკინგისათვის ხარისხოვან ნედლეულს.
A study of the physico-chemical characteristics and group-type analysis of the benzene and 350-500°C distillate fractions of Samgori oil has shown that, due to the high content of normal paraffin hydrocarbons and low sulphur content, they constitute high-grade material for catalytic reforming and catalytic cracking.
35108.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ქიმიური ტექნოლოგია
მომანგანუმების პროცესის გამოკვლევა.
Study of the process of manganese plating.
35109.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ქიმიური ტექნოლოგია
განხილულია მომანგანუმების პროცესის, უხსნადი ანოდებით წარმართვის დროს, ელექტროლიტში წარმოქმნილი მჟავის ნეიტრალიზაციის შესაძლებლობა.
The feasibility of neutralizing electrolyte acidity when the process of manganese plating is effected with nonsoluble anodes has been studied.
35110.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ქიმიური ტექნოლოგია
გამომავალ ელექტროლიტში ხდება ახლად დაქუცმაცებული მეტალური მანგანუმის გახსნა, მიღებული ხსნარის გაფილტვრა და უკან დაბრუნება ელექტროლიზიორში.
This is achieved through replacing ammonium hydroxide by sodium alkali, or using electrolyte circulation through its neutralization outside the electrolyzer with newly crushed electrolytic manganese, and subsequent filtration and returning of the obtained solution to supply the electrolyzer.
35111.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ქიმიური ტექნოლოგია
რკინის კეკების სეგრეგაციული გამოწვის საკითხისათვის.
On the segregative roasting of ferrous cakes.
35112.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ქიმიური ტექნოლოგია
რენტგენული, მიკროსკოპული და მიკრორენტგენოსპექტრალური ანალიზებით დადგინდა, რომ ნახშირის თანაობისას სპილენძის ფხვნილისა და კალციუმის სულფატის გამოწვის შედეგად მიღებული ნამწვი შეიცავს სპილენძის სულფიდს, რომლის რაოდენობა ტემპერატურის და პროცესის ხანგრძლივობის გაზრდით მატულობს; ოპტიმალური თანაფარდობაა Cu:(CaSO<sub>4</sub>, C) = 1:5.
Roentgenographic, microscopic and microroentgenospectral analyses have established that as the result of roasting copper powder and calcium in the presence of coal the remains contain copper sulphide. With an increase of temperature and duration, the optimal ratio of Cu:(CaSO<sub>4</sub>, C) also increases, equalling 1:5.
35113.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ჰიდროგეოლოგია
მთიანი კახეთის მინერალურ წყლებში მიკროკომპონენტების შესწავლა ამ წყლების ფორმირებასთან დაკავშირებით.
The study of microcomponents of the mineral waters of mountain Kakheti in connection with the formation of these waters.
35114.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ჰიდროგეოლოგია
განხილულია მთიანი კახეთის ფლიშურ ფორმაციასთან დაკავშირებული მინერალური წყლების მიკროკომპონენტები და ექსპერიმენტზე დაყრდნობით გამოტანილია დასკვნა ამ წყლების ინფილტრაციული წარმოშობის შესახებ.
The microcomponents of the mineral waters connected with flysch formation of mountain Kakheti are considered and conclusions drawn about the infiltration origin of these waters.
35115.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ჰისტოლოგია
პანკრეასის მორფოფუნქციური მდგომარეობა მიოკარდის დაზიანების შემდეგ.
Morphofunctional state of the pancreas after myocardium lesion.
35116.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ჰისტოლოგია
ვირთაგვას პანკრეასის ორივე ნაწილის ჰისტოლოგიურ პრეპარატებზე ვსაზღვრავდით უჯრედების, მათი ციტოპლაზმის, ბირთვის, ბირთვაკის ფართობებს და აგრეთვე მიტოზურ და ბირთვთა კვდომის კოეფიციენტებს მიოკარდზე ჭრილობის მიყენებიდან 1, 15 და 30 დღე-ღამის შემდეგ.
On the basis of histological preparations of both parts of the rat pancreas the size of cells, cytoplasm, nucleus, nucleolus, of the mitotic coefficient and the coefficient of the dying-off cells were defined 1, 15 and 30 days after myocardium lesion.
35117.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ჰისტოლოგია
ერთდროულად ვსაზღვრავდით ამილაზისა და ლიპაზის აქტივობას და აგრეთვე შაქრის რაოდენობას სისხლში.
At the same time the activity of amylase and lipase and the amount of sugar in blood were studied.
35118.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 95, ჰისტოლოგია
ნაჩვენებია, რომ მიოკარდის დაზიანებას პანკრეასი პასუხობს კომპენსატორულ-შეგუებითი რეაქციის გამოვლინებით ცდის დაწყებიდან 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, რომელიც ხასიათდება ორგანოს აგებულებისა და ფუნქციის გარდაქმნით.
The reaction of the pancreas to the myocardium lesion is manifested in the compensatory-adaptational reaction during more than two weeks after the beginning of the test. This reaction is characterized by a change in the structure and function of the organ.
35119.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
საკვებისა და ბორჯომის მინერალური წყლის მიღების გავლენა ადამიანის სისხლის პლაზმაში გასტრინის შემცველობაზე.
The effect of taking the Borjomi mineral water and food on the content of gastrin in human blood plasma.
35120.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რადიოიმუნოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულთა სისხლის პლაზმაში გასტრინის კონცენტრაცია ნორმაზე დაბალია.
Radioimmunological investigation has revealed that gastrin concentration in blood plasma of patients suffering from ulcus duodeni is much lower than in the norm.