მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35181.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბიოფიზიკა
ღვიძლის უჯრედებში კანცეროგენის განაწილების შედარებითმა შესწავლამ კანცეროგენეზის ადრეულ სტადიებზე აჩვენა, რომ 3,4-ბენზპირენი დაკავშირებულია ძირითადად ენდოპლაზმური ბადისა და ლიზოსომების მემბრანებთან, რაც შესაძლოა მიუთითებს მისი განაწილების იდენტურობაზე სხვადასხვა ქსოვილის უჯრედებში.
A comparative study of the intracellular distribution of the carcinogen in liver cells has shown that benzo (α) pyrene is mainly bound with microsomal and lysosomal membranes, suggesting that its distribution in the cells of different tissues is identical.
35182.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბიოქიმია
ბარდის (Pisum sativum) ფოთლების უჯრედთა ბირთვებიდან რნმ-პოლიმერაზის სამი ფორმის მიღება და ნაწილობრივი დახასიათება.
Isolation and partial characterization of three forms of RNA polymerase from pea (Pisum sativum) leaves cell nuclei.
35183.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბიოქიმია
ბარდის ფოთლების უჯრედთა ბირთვებიდან გამოყოფილია და ნაწილობრივ დახასიათებულია რნმ-პოლიმერაზის სამი ფორმა - I (A), II (B) და III (C).
Three forms of RNA polymerase: I (A), II (B) and III(C) of pea (Pisum sativum) leaves cell nuclei have been obtained and partially characterized.
35184.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბიოქიმია
პოლიციკლური ნახშირწყალბადებისა და ფეროცენშემცველი აცეტილენის რიგის გლიკოლების მოქმედება ქათმის ემბრიონის კულტივირებული უჯრედების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ცვლილებაზე.
The effect of polycyclic hydrocarbons and ferrocene-containing acetylene series glycols on the change of the physico-chemical properties of chick embryo culture cells.
35185.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბიოქიმია
აღმოჩნდა, რომ ამ დროს უჯრედების ფუნქციონალური მდგომარეობა ნორმიდან მკვეთრადაა გადახრილი, რაც შეინიშნება ქოლესტერინის და ნუკლეინის მჟავებისა და ფერმენტების აქტივობისა და თავისუფალ-რადიკალური პროცესების შესწავლისას.
A study of the title problem has revealed characteristic changes in the functional state of the cells, as manifested in the altered content of nucleic acids and cholesterol, enzymic activity and free-radical processes.
35186.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბოტანიკა
უსრული სოკოების საბჭოთა კავშირისათვის ახალი სახეობის შესახებ ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან.
On the new for the USSR species of imperfect fungi in the Batumi Botanical Garden.
35187.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბოტანიკა
1977-1979 წწ. ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან შეგროვილი მიკოლოგიური მასალების რკვევისას გამოვლინდა უსრული სოკოების 22 სახეობა, რომელიც პირველად აღინიშნება სსრ კავშირის მიკოფლორისათვის.
A study of the mycoflora collected in the 1977-1979 period in the Batumi Botanical Garden has revealed 22 species of imperfect fungi, being new for the mycoflora of the USSR.
35188.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბოტანიკა
ახალი მონაცემები საქართველოს მიკოფლორისათვის.
New evidence on Georgian mycoflora.
35189.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ბოტანიკა
აღწერილია საქართველოსათვის დღემდე უცნობი სოკოების 17 სახეობა. მოყვანილია ახალი მკვებავი მცენარეების აღწერა და ზოგიერთი სოკოს გავრცელება.
The paper presents materials on fungi hitherto unknown in conditions of the Georgian SSR; evidence is also adduced on new feeding plants and habitats of some new species of fungi.
35190.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
ქართული ღომის გენომური ბუნების დადგენისათვის.
Towards the establishment of the genome nature of Georgian millet (gomi).
35191.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
ქართული კულტურული ღომის (Setaria italica ssp. maxima All.) სავარაუდო ველურ წინაპრებთან (S. viridis P.B., S. ketzchovelii. Men. et Er.) და სხვა გეოგრაფიული მხარის (ჩინეთი, კორეა, მანჯურია) კულტურულ ღომებთან შეჯვარებით მიღებული პირველი ჰიბრიდული თაობის გენეტიკური ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება კულტურული ღომის პოლიტიპურ-პოლიტოპურ წარმოშობაზე.
On the basis of a genetic analysis of hybrids from interbreeding of Georgian cultural millet (S. italica ssp. maxima All.) with its wild predecessors (S. viridis P.B. and S. ketzchovelii Men. et Er.) and cultural representatives from other geographic areas (China, Korea, Manchuria) the view is expressed on the polytype-polytope origin of cultural Georgian millet (gomi).
35192.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
კულტურული ღომი წარმოადგენს ევოლუციის ხანგრძლივი პროცესის შედეგს, რომლისათვისაც ელემენტარულ სტრუქტურას ველური ძურწა ქმნიდა.
Georgian millet (gomi) is the result of a long evolutionary process, for which the elementary structure was created by wild Setaria.
35193.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
გენოფონდის გამდიდრება კი ხდებოდა ამ კოსმოპოლიტური სახეობის პოპულაციებში მიმდინარე ჰიბრიდოგენური და მუტაგენური ცვალებადობის შედეგად.
The material for evolution accumulated hybrid and mutational modifications, occurring in the populations, whereas the consequences caused an increase of the species genepool.
35194.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
პროცესს ბუნებაში - ბუნებრივი, კულტურაში კი ხელოვნური გადარჩევა წარმართავდა.
In nature the evolution was directed by natural and in culture by artificial selection.
35195.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
ხორბალ დიკას რადიომგრძნობელობა და იონიზაციის ბიოლოგიური მნიშვნელობა.
Radiosensitivity of the wheat T. persicum Vav. and the biological significance of ionization.
35196.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
შესწავლილია სხვადასხვა სახისა და დოზის მაიონიზებელი გამოსხივების გავლენა ხორბალ დიკას (T. persicum Vav.) სამი ბოტანიკური სახესხვაობის (v. stramineum, v.fuliginosum, v. rubiginosum) მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე და მემკვიდრულ ცვალებადობაზე.
The influence of different forms of ionization on the growth, development and hereditary variability of the wheat T. persicum Vav. has been studied. The three botanical varieties (v. stramineum, v.fuliginosum, v. rubiginosum) were used in the experiment.
35197.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
მაიონიზებელმა გამოსხივებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ხორბალ დიკაზე და ანომალიებისა და სხივური დაავადებების გარდა გამოიწვია მასში როგორც მოდიფიკაციური, ისე მუტაციური ხასიათის ცვლილებები.
Ionizing radiation had a material effect on T. persicum Vav. Apart from anomalies and radiation disease, it also induced changes on modificational and mutational character.
35198.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
ამასთან მიღებულ რადიომუტანტთა სახეობრივი რადიკალი არ სცილდება ხორბალ დიკას სახეობის ფარგლებს.
In addition, the specific radical of radiomutants remains within the limits of the T. persicum Vav. wheat species.
35199.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
სახეობის შიგნით კი ფორმათა წარმოქმნის პროცესი საკმაოდ ფართო დიაპაზონით მიმდინარეობს და წარმოიქმნება როგორც ბუნებრივი სახესხვაობები და ფორმები, ისე ახალი ფორმები.
Intraspecific formational process occurs in a fairly wide range, with the emergence both of natural varieties and new forms.
35200.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, გენეტიკა და სელექცია
აღნიშნული იმის მაჩვენებელია, რომ ხორბალ დიკას ბუნებრივ ფორმათა წარმოქმნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მუტაციებს უნდა შეესრულებინა, რაც ექსტრემალური ეკოლოგიური ფაქტორების გავლენით არის შესაძლებელი.
This indicates that in natural conditions mutations must have also played an important role in the formation of the T. persicum Vav. wheat forms, made possible due to the influence of extreme ecological factors.