მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35261.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ელექტროტექნიკა
გალიუმის ნიტრიდის და კადმიუმის სულფიდის საფუძველზე შექმნილ იქნა ოპტრონის ახალი ტიპი 300-340°K ტემპერატურულ დიაპაზონში.
A new type of optron based on a GaN light emitting diode and CdS photoresistor has been developed.
35262.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ელექტროტექნიკა
გამოკვლეული იყო ხელსაწყოს გადაცემითი და სწრაფმოქმედების მახასიათებლები.
The transmission and inertial characteristics of the device were studied in the temperature range 300-340°K.
35263.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ელექტროტექნიკა
ნაჩვენებია, რომ ჯერ კიდევ დაბალი სიმკვრივის დენების ინტერვალში დაიმზირება ფოტოწინააღმდეგობის ცვლილება 1•10<sup>10</sup>-დან 1,2•10<sup>3</sup> ომამდე. ამასთან ერთად რელაქსაციური მახასიათებლების წინა ფრონტის ზრდის და უკანას დაცემის დროის მუდმივა შესაბამისად უდრის τ<sub>ზ</sub>=(4÷8)∙10<sup>-4</sup> წმ და τ<sub>დ</sub>=(2÷3)∙10<sup>-3</sup> წმ.
It is shown that in the range of low densities of input currents the input resistance of the photoresistor changes from 1∙10<sup>10</sup>Ω to 1.2∙10<sup>3</sup>Ω, the rise and fall time constants being τ<sub>r</sub>=(4-8)∙10<sup>-4</sup> s and τ<sub>f</sub>=(2-3)∙10<sup>-3</sup> s, respectively.
35264.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ელექტროქიმია
გემების დაცვა კოროზიისაგან მანგანუმის საპროტექტორო შენადნებით.
Corrosion-resistant manganese protectors for sea-going ships.
35265.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ელექტროქიმია
შედარებულია მანგანუმის საპროტექტორო შენადნებისა და ამჟამად საპროტექტორო დაცვაში გამოყენებული მაგნიუმის, ალუმინის და თუთიის შენადნების ელექტროქიმიური მახასიათებლები.
The paper presents a comparative description of protective manganese alloys developed and used at present in the protection of alloys on the basis of aluminium, magnesium and zinc, involving their basic technical characteristics.
35266.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ელექტროქიმია
ნაჩვენებია მანგანუმის შენადნების უპირატესობა ზოგიერთი ელექტროქიმიური მაჩვენებლის მიხედვით.
The advantages of manganese alloys are demonstrated on the basis of some major electrochemical parameters.
35267.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ელექტროქიმია
მოცემულია შავი ზღვისა და ატლანტიკის ოკეანის პირობებში მანგანუმის საპროტექტორო შენადნის საექსპლოატაციო გამოცდის შედეგები.
The findings of service tests of manganese protectors carried out in South Atlantic and the Black Sea are discussed.
35268.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ენერგეტიკა
ექსპერიმენტული მეთოდით მყისიერი, ლოკალური, ჯამური თბური ნაკადების განსაზღვრა და მისი განაწილება დგუშისა და ცილინდრის სახურავის ერთსახელა წერტილებს შორის ცილინდრის სიმეტრიის ღერძის მიმართ.
Experimental determination of instantaneous, local, total, heat flows at the same points relative to cylinder axis on the end shield and piston surfaces of a forced diesel engine.
35269.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ენერგეტიკა
თავისუფალდგუშიანი ძრავას დინამიკური დაძაბულობის მახასიათებლები.
Dynamic intensity characteristics of a free piston engine.
35270.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ენერგეტიკა
ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე ნაჩვენებია თუ რა სიდიდეებს აღწევენ თავისუფალდგუშიან ძრავებში დინამიკური დაძაბულობის ძირითადი მაჩვენებლები. მიღებული მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ჩვეულებრივ მრუდხარა მექანიზმიან ძრავებთან შედარებით თავისუფალდგუშიანი ძრავები მუშაობისას ხასიათდებიან მეტი დაძაბულობით.
The dynamic intensity data of a free piston engine have been obtained experimentally, showing that engines of this type are characterized by higher operational conditions as compared to ordinary crank-rod ones.
35271.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
ბულბარული კაპილაროსკოპია მიკროცირკულაციის დარღვევების დიაგნოსტიკაში.
Bulbar capillaroscopy in the diagnosis of microcirculation disturbances.
35272.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
განსაზღვრულია ბულბარული კაპილაროსკოპიის მეთოდის ღირსებები და ნაკლოვანი მხარეები.
The merits and shortcomings of the method of bulbar capillaroscopy are determined and measures proposed for its objectivization.
35273.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
მოწოდებულია მეთოდის ობიექტივიზაციის საშუალებები და მოცემულია რეკომენდაციები მისი გამოყენებისათვის კლინიკურ ონკოლოგიურ პრაქტიკაში სისხლის პერიფერიული მიმოქცევის მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით მკურნალობის გეგმის დროული კორექციისა და ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკისათვის.
Some recommendations are given for its application in clinical oncologic practice in order to determine the peripheric blood flow of oncologic patients, for timely correction of microcirculation disturbances and prophylaxis of postoperative complications.
35274.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
განსაზღვრულია მოცემული მეთოდის ადგილი კლინიკური გამოკვლევების კომპლექსში.
The place of the indicated method in a complex of clinical studies is determined.
35275.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის ენერგეტიკა დამხმარე სისხლის მიმოქცევის წარმოებისას.
Heart energetics in conditions of auxiliary circulation.
35276.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
დაავადებული გულის ენერგეტიკის კომპლექსური შესწავლა გვაძლევს საშუალებას გამოვნახოთ დამხმარე სისხლის მიმოქცევის წარმოების ოპტიმალური წესი.
Complex study of diseased heart energetics permits to arrive at an optimal auxiliary circulation.
35277.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
ამასთან ერთად უფრო თვალნათლივ ვლინდება ინტრააორტალური კონტრპულსაციის გამოყენების რაციონალური რეჟიმები და მედიკამენტოზური მკურნალობის საკითხები.
It also facilitates the use of rational regimes of intraaortal counterpulsation and sheds light on questions of medication.
35278.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
ნეფროტუბერკულოზის სიმპტომატოლოგიის საკითხები.
Towards the symptomatology of nephrophthisis.
35279.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
გაანალიზებულია მოსკოვის ფიზიოუროლოგიურ ცენტრსა და ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის უროლოგიურ განყოფილებებში 1972-79 წწ. გატარებული, ახლად გამოვლინებული , არა ნამკურნალევი თირკმელის ტუბერკულოზით დაავადებული 200 ავადმყოფის გამოკვლევის შედეგები. საკუთარი დაკვირვებანი შედარებულია ი. ეპშტეინის და ლ. შაბადის მონაცემებთან.
The paper analyses the findings of a study of 200 patients suffering from tuberculosis of the kidney; the cases had not undergone treatment and had been newly identified in the 1972-79 period at the Moscow Phthisio-urological Centre and the Tbilisi State Institute of Advanced Training for Doctors. The author’s own observations are compared with the data of I. M. Epshtein and A. Z. Shabad.
35280.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ექსპერიმენტული მედიცინა
მთელი მასალა დაყოფილია ყველაზე შესამჩნევი, სუბიექტური აშლილობის ყველაზე ადრეული გამოვლინების - „პირველი სიმპტომის“ სიხშირის მიხედვით.
The entire material is divided according to the frequency of “the first symptom”, i.e., the most pronounced and earliest manifestation of subjective disorder.