მოიძებნა 668071 ჩანაწერი
3621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ ბაყაყის ემბრიონთა სიკვდილიანობა კვერცხუჯრედის მაქსიმალური რადიომგრძნობიარობის პერიოდში მცირე დოზებით დასხივებისას ბევრად დიდია, ვიდრე ამავე დოზებით მაქსიმალური რადიორეზისტენტობის პერიოდში დასხივებისას და ეს განსხვავება დოზის ზრდასთან ერთად მცირდება.
The mortality of frog embryos subjected to irradiation in low doses at the maximum radiosensitivity stage of an ovule was found to be markedly higher than that at the maximal radioresistance stage, this difference decreasing with the rise of doses.
3622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მსხლისებური ხვეულის უშუალო გაღიზიანების საპასუხო რეაქციები და მათი გამოწვევა პირობითრეფლექსური გზით.
Reactions evoked by direct stimulation of the gyrus pyriformis and their reproduction by conditioning.
3623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქრონიკულ პირობებში ძაღლებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ მსხლისებური ხვეულის წინა ვენტრალური ნაწილის უშუალო ელექტრული გაღიზიანება იწვევს სუნთქვის გახშირებასა და ყეფას, რასაც თავისუფალი ქცევის პირობებში მოჰყვება თავდაცვის რეაქცია განრიდების სახით.
Chronic experiments carried out on dogs showed that direct electrical stimulation of the anterior ventral portion of the gyrus pyriformis causes an increase in the frequency of respiration and barking followed by escape reaction in unrestrained animals.
3624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
როგორც ჩანს, მსხლისებური ხვეულის გაღიზიანებით იწვევა შიშის ემოციით შეფერილი ქცევა.
Thus, stimulation of the gyrus pyriformis evokes emotional reaction of fear.
3625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მსხლისებური ხვეულის უშუალო გაღიზიანების საპასუხო ემოციური ქცევა, სათანადო გამომუშავების შემდეგ, შეიძლება გამოწვეულ იქნეს პირობითრეფლექსური გზით როგორც ადეკვატურ, ისე ნეოკორტექსის უშუალო გაღიზიანებაზე.
Emotional reaction caused by direct stimulation of the gyrus pyriformis, after it has been established, may be brought about by conditioning during adequate, as well as direct, stimulation of the neocortex.
3626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატის შუამდებარე ტვინის ბალიშის რიტმული გაღიზიანებით გამოწვეული ქერქული პასუხების განაწილების ხასიათი.
The character of distribution of the cortical responses to rhythmical stimulation of the pulvinar in the cat.
3627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელ კურარიზებულ კატებზე შეისწავლებოდა შუამდებარე ტვინის ბალიშის რიტმული გაღიზიანებით (8 – 10 სეკ.) გამოწვეული ქერქული პასუხების განაწილება, შედარებით იმ პასუხების განაწილებასთან, რომლებიც გამოიწვევა სპეციფიკური (გარეთა დამუხლული სხეული) და არასპეციფიკური (შუა ბირთვის) ბირთვების ასეთივე გაღიზიანებით.
In unanesthetized curarized cats the distribution of the cortical responses evoked by rhythmical stimulation (8 – 10/sec) of the pulvinar has been compared with the distribution of responses induced by the same stimulation of specific (lateral geniculate body) and nonspecific (centrum medianum) nuclei.
3628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოირკვა, რომ შუამდებარე ტვინის ბალიშის ქერქული პროექციების ფუნქციური ორგანიზაცია ისეთივეა, როგორც სპეციფიკური გადამრთავი ბირთვის ქერქული პროექციისა.
The functional organization of the cortical projections of pulvinar appeared to be similar with that of the specific relay nucleus.
3629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ექსპერიმენტის მრავლობითი სიმფლექს-ბადური დაგეგმვა.
Plural simplex-lattice design of experiment.
3630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მრავალი ცვლადის ფუნქციის გლობალური ექსტრემუმის პოვნის იტერაციული მეთოდი.
Iterative method for the global extremum search of the function of many variables.
3631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მოცემულია მრავალი ცვლადის ფუნქციის გლობალური ექსტრემუმის პოვნის ახალი ალგორითმი, რაც დამყარებულია Ψ - გარდასახვის მეთოდისა და სტოქასტიკური აპროქსიმაციის იდეებზე.
A new algorithm is suggested for the global extremum search of the many variable function based on the Ψ – transformation method and stochastic approximation ideas.
3632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მოყვანილია ალგორითმის კრებადობის პირობები.
The conditions of the algorithm convergence are given.
3633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
სუბოპტიმალური მართვის სინთეზის ორი ამოცანა.
Two problems of suboptimal control synthesis.
3634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
არაწრფივი დინამიური სისტემების ორი კლასისათვის განხილულია სუბოპტიმალური მართვის სინთეზის ამოცანა.
The problem of suboptimal control synthesis is considered for two classes of nonlinear dynamical systems.
3635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მოცემულია ამ სისტემების ოპტიმალურთან სიახლოვის შეფასება.
Estimations of closeness of these systems to optimal ones are suggested.
3636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ციფრულ გამომთვლელ მანქანაზე დავალების შესრულების შესაძლებლობის საკითხისათვის მისი იმედოვნების გათვალისწინებით.
On the realizability of task operation in the digital computer with account of its reliability.
3637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განხილულია საკითხი ციფრულ მანქანაზე მოცემული დავალების მოცემულ დროში შესრულების შესაძლებლობის შესახებ, როდესაც ადგილი აქვს მისი შესრულების შეწყვეტას მანქანაში უწესრიგობის წარმოქმნის გამო.
The question of the possibility of completing a given task in a given length of time is examined when task operation ceases.
3638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
დაშვებულია, რომ უწესრიგობის ნაკადი განაწილებულია პუასონის კანონით, ხოლო ამოცანის შესრულებისა და მანქანის შეკეთების დრო განაწილებულია ნებისმიერი კანონით.
It is assumed that the failure flow is distributed according to Poisson ratio, while the operation time and the machine recovery time are distributed arbitrarily.
3639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ამ შემთხვევისათვის შედგენილია ინტეგრალური განტოლება და მისი ამოხსნა წარმოდგენილია ლაპლასი-სტილტესის გარდაქმნით.
An integral equation is constructed and its solution is carried out by Laplace – Stieltjes transformation.
3640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
აგრეთვე მონახულია დავალების შესრულების საშუალო მანქანური დრო.
The machine mean time for the task operation is found as well.