მოიძებნა 668048 ჩანაწერი
36421.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
შესწავლილია ქსილოლების იზომერირების რეაქცია მჟავათი მოდიფიცირებული მორდენიტშემცველი ტუფის (ბოლნისის რაიონი) თანდასწრებით 500-600°-ის პირობებში, გამდინარე ტიპის დანადგარში წყალბადის წნევის გარეშე.
Catalytic isomerization of xylenes has been studied on mordenite-containing acid-treated tuffs (Georgian SSR, Bolnisi district) at 500-600°C in the flow reactor, without hydrogen pressure.
36422.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
ნაჩვენებია, რომ რეაქციის ოპტიმალურ პირობებში ქსილოლების კონვერსია 48-73%-ის ფარგლებში იცვლება, ხოლო სელექციურობა იზომერირების რეაქციის მიმართ 84-89% აღწევს.
It has been shown that xylene conversion at optimal conditions varies in the range of 48-73%, the selectivity towards the isomerization reaction reaching 84-89%.
36423.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
ეთილენისა და პროპილენის დიმერიზაცია გელისმაგვარი კატალიზატორების თანდასწრებით.
Ethylene and propylene dimerization in the presence of gel-like catalysts.
36424.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ბუთენ-1 შემცველობა ეთილენის დიმერებში დამოკიდებულია გელისმაგვარი კატალიზატორის აქტივობაზე და რაოდენობაზე.
The butane-I content in ethylene dimers was found to depend on the activity and quantity of the gel-like catalyst.
36425.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
პროპილენის შემთხვევაში ანალოგიური დამოკიდებულება არ შეიმჩნევა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი დიმერიზაციის ძირითადი პირველადი პროდუქტებია β-ოლეფინები.
In the case of propylene, similar dependence in not observed, pointing to the fact that β-olefins are the main primary products of its dimerization.
36426.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
წარმოდგენილია დიმერიზაციის პროცესში წარმოქმნილი α-ოლეფინების იზომერიზაციის მიმართულებანი.
The principal directions isomerization of α-olefins, obtained in the process of dimerization, are presented.
36427.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
სილიციუმორგანული ოლიგომერები მეთილკარბაზოლის ბირთვით მოლეკულაში.
Silicon organic olygomers with methylcarbazole ring molecule.
36428.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
შესწავლილია 2,7-დიჰიდროქსი-ბის (დიორგანოსილილ) მეთილკარბაზოლის ჰეტეროფუნქციონალური კონდენსაცია ოლიგოფენილბუტოქსისილოქსანებთან.
The reaction of heterofunctional condensation of 2,7-dihydroxy-bis (diorganosilyl) methylcarbazoles with olygophenylbutoxysiloxanes has been studied.
36429.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, პალეონტოლოგია
მტკნარი წყლის Zonites-ის გვარის წარმომადგენლის პოვნის შესახებ ლეჩხუმის ზედაჩოკრაკულ ნალექებში.
On the discovery of representatives of the freshwater genus zonites in the upper Tschokrakian deposits of Lechkhumi.
36430.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, პალეონტოლოგია
ლეჩხუმის ტერიტორიაზე გვიანჩოკრაკულ ეპოქაში, როგორც ჩანს, არსებობდა ზღვის ცალკეული სანაპირო-მარჩხი უბნები, სადაც ინტენსიური განმარილიანება ხდებოდა და იქმნებოდა ხელსაყრელი პირობები მტკნარი წყლის მოლუსკების ზოგი წარმომადგენლის შემოჭრისა და შეგუებისათვის.
It is suggested that in the Tschokrakian basin of low salinity some coastal shallow areas suffered a stronger desalting. This created favourable conditions for the penetration and adaptation of freshwater forms.
36431.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, პალეონტოლოგია
სწორედ ამით უნდა აიხსნას აღნიშნული რაიონის ზედაჩოკრაკულში მტკნარი წყლის წარმომადგენლის - Zonites caelestis Volkova-ს არსებობა. ჩვენი ვარაუდით ზღვას ამ რაიონში ერთვოდა საკმაოდ მოზრდილი მდინარე (პალეოცხენისწყალი), რომლის საშუალებითაც აუზში მტკნარი წყლის ფორმები შემოდიოდა.
The presence in the upper horizons of the Tschokrakian of a representative of the freshwater genus Zonites may be explained by the existence of a big river (Paleotskhenistskali) that flowed into the Tschokrakian marine basin in north-western Lechkhumi and facilitated the penetration of freshwater forms into this basin.
36432.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, პალეონტოლოგია
Leymeriellidae (ammonoidea) ოჯახის ახალი წარმომადგენლები.
New representatives of the family Leymeriellidae (ammonoidea).
36433.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, პალეონტოლოგია
პირველად ქვეყნდება Leymeriellidae ოჯახის ახალი წარმომადგენლების Venezuellinae-ს ქვეოჯახის და მისი ორი გვარის Venezuella-ს და Renziella-ს დიაგნოზები.
The diagnoses of a new subfamily Venezuellinae, and its two genera – Venezuella and Renziella, are presented for the first time.
36434.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
რეზონანსული მოვლენები თანამედროვე ამომღებ დანადგარებში.
Resonance effects in modern excavating installations.
36435.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
განხილულია რეზონანსული მოვლენები, რომლებიც დინამიკური დარტყმების შედეგად წარმოიქმნებიან კომბაინის უქმი სვლისა და ჭრის პროცესის დროს.
The resonance effects, arising from the impact formed at the light running of the combine and in the process of cutting is considered in the paper.
36436.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ნაჩვენებია რეზონანსის არსებობის ანალიზური პირობები.
The analytic conditions for the existence of resonance are shown.
36437.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, სამშენებლო მექანიკა
მრგვალი ცილინდრული გარსების ექსპერიმენტული კვლევა დინამიური გრეხვის დროს.
Experimental study of circular cylindrical shells under dynamic torsion.
36438.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, სამშენებლო მექანიკა
ჩატარებულია ექსპერიმენტი, სადაც სპეციალურად მოწყობილ დანადგარზე განისაზღვრა ცილინდრული გარსის გამობურცვა დინამიური გრეხვის დროს, დროის პერიოდი გარსის გამობურცვამდე და გარსის მიერ მიღებული იმპულსი.
An experiment has been carried out in which the character of dynamic buckling of shells during torsion was determined on a specially designed device. The period of time prior to the buckling of the shell and the impulse received by the shell were determined.
36439.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ფიზიკა
გალიუმის ნიტრიდის საფუძველზე დამზადებული სინათლის მასხივებელი ხელსაწყოს ელექტროგამტარებლობის მექანიზმის გამოკვლევა.
Investigation of the electrical conductivity mechanism of light-emitting devices based on GaN.
36440.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ფიზიკა
შესწავლილია გალიუმის ნიტრიდის საფუძველზე ეპიტაქსიალური ტექნოლოგიით მიღებული სინათლის გამომსხივებელი ხელსაწყოების ვოლტ-ამპერული მახასიათებლები და მათი ანალიზის საფუძველზე გამოკვლეულია ამ მახასიათებელთა არაწრფივი უბნების შესატყვისი შესაძლო მექანიზმები.
The electrical conductivity mechanism of light-emitting devices based on GaN has been investigated. It is shown that in the low current region the current flow is ohmic in character; in the range of medium and high fields (emission region) the electrical conductivity is described by space-charge limited currents.