მოიძებნა 668048 ჩანაწერი
36901.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მცენარეთა ფიზიოლოგია
ყინვაგამძლე მცენარეები თავისუფალ ამინომჟავებს სხვადასხვა რაოდენობით შეიცავენ, ჩინური ჟასმინი - მცირეს, ჰიმონანთუსი - ყველაზე მეტს, მათთან შედარებით ნაკლებგამძლე იაპონური ზღმარტლი კი საშუალო რაოდენობით.
The least quantity of free aminoacids is in Jasminum nudiflorum Lindl and the greatest in Chymonanthus fragrans Lindl. Eriobotrya japonica Lindl, which in comparison with these plants, is less winterhardy, contains an average quantity of aminoacids.
36902.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მცენარეთა ფიზიოლოგია
ყველა შესწავლილ მცენარეში ყვავილები კვირტებთან შედარებით გამოირჩევა ამინომჟავების მაღალი შემცველობით.
The flowers of all the plants studied differ from buds in aminoacid content; the former are distinguished by greater aminoacid content.
36903.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მცენარეთა ფიზიოლოგია
ამრიგად, საცდელი მცენარეების ყინვაგამძლეობასა და მათში თავისუფალი ამინომჟავების შემცველობას შორის არ შეიმჩნევა კორელაციური დამოკიდებულება.
Thus there is no correlation between the winterhardiness of the plants studied and aminoacid content.
36904.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მცენარეთა ფიზიოლოგია
ზოგიერთი ბოსტნეული მცენარის პროტოპლაზმის განმხოლოება ყინვაგამძლეობასთან დაკავშირებით.
Protoplasm isolation of some vegetable plants in relation to frost resistance.
36905.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მცენარეთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ზოგიერთი ბოსტნეული მცენარის ყინვაგამძლეობა და მათი ფოთლის ეპიდერმისის უჯრედების პროტოპლაზმის განმხოლოება (თეთრთავიანი კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ისპანახი, ხახვი) შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
The frost resistance and isolation of the cell protoplasm of the leaf epidermis of some vegetable plants (white-head cabbage, red-head cabbage, spinach, onion) in the autumn-winter period have been studied.
36906.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მცენარეთა ფიზიოლოგია
დადგინდა საცდელ მცენარეთა კრიტიკული ტემპერატურები: შედარებით გამძლე - თეთრთავიანი კომბოსტოსათვის და ისპანახისათვის - 15°, ნაკლებ გამძლე წითელთავიანი კომბოსტოსათვის და ხახვისათვის - 12-13°.
The critical temperatures of the plants under study have been ascertained: - 15°C for the relatively hardy white-head cabbage and spinach; - 12-13°C for the less hardy red-head cabbage and onion.
36907.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მცენარეთა ფიზიოლოგია
აღნიშნულ მცენარეებში უჯრედის პროტოპლაზმის განმხოლოება არაერთდროულად იწყება, თეთრთავიან კომბოსტოში ის უფრო ადრე - ნოემბერში იქნა შემჩნეული, ხოლო სხვა შესწავლილ მცენარეებში - იანვარში.
The isolation of the cell protoplasm in these plants begins at different times; in white-head cabbage it was observed earlier (in November), and in the other plants studied in January.
36908.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მცენარეთა ფიზიოლოგია
გამონაკლისს წარმოადგენს წითელთავიანი კომბოსტო, რომელშიც ეს პროცესი შედარებით სუსტია.
Red-head cabbage constitutes an exception, for the indicated process is comparatively weak in it.
36909.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მცენარეთა ფიზიოლოგია
აპრილში კი არცერთი შესწავლილი მცენარის ეპიდერმისში განმხოლოება არ შეგვინიშნავს.
In April isolation was not noted in the epidermis of any of the plants under study.
36910.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ნიადაგმცოდნეობა
ნიადაგში CO<sub>2</sub>-ის კონცენტრაციის ცვალებადობა რეკრეაციული დატვირთვის გავლენით.
CO<sub>2</sub> concentration change in soil under the influence of recreational load.
36911.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ნიადაგმცოდნეობა
რეკრეაციული დატვირთვის გაზრდასთან დაკავშირებით CO<sub>2</sub>-ის კონცენტრაცია ნიადაგის ჰაერის შემცველობაში მცირდება.
With an increase of recreational load the formation and release of CO<sub>2</sub> in soil air decreases.
36912.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ნიადაგმცოდნეობა
ნიადაგის ჰაერის შემცველობაში CO<sub>2</sub>-ის კონცენტრაციის ზრდა იწყება მარტის თვიდან და გრძელდება ივლის-აგვისტომდე, რის შემდეგაც მისი კონცენტრაცია მცირდება.
CO<sub>2</sub> concentration in soil air begins to rise in March, continuing till July-August. In January and February no formation of CO<sub>2</sub> is observable in the top layer of the soil.
36913.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ორგანული ქიმია
ტრიპტამინის ფოსფაზენური ნაწარმების სინთეზი.
Synthesis of phosphorus-nitrogen derivatives of tryptamines.
36914.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ორგანული ქიმია
სინთეზირებულია ტრიპტამინის ახალი ფოსფაზენური ნაწარმები: ჰექსაქლორციკლოტრიფოსფაზენის, ტეტრაფენილტეტრაციკლოტეტრაფოსფაზენის, ხაზობრივი პოლიფოსფაზენის ამინოლიზით 5-მეთოქსიტრიპტამინთან და ჰექსაქლორციკლოტრიფოსფაზენის ამინოლიზით α-მეთილ+ტრიპტამინთან.
New phosphazene and tryptamine derivatives were obtained by the reaction of aminolysis of 5-methoxytryptamine and hexachlorcyclotriphosphazene, tetraphenyltetrachlorcyclotetraphosphazene, polyphosphazene and aminolysis of α-methyltryptamine and hexachlorcyclotriphosphazene.
36915.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ორგანული ქიმია
გამოყოფილი ქლორწყალბადის აქცეპტორად გამოყენებულია ტრიეთილამინი და პირიდინი.
The reactions were carried out with triethylamine or pyridine as acceptor of hydrochloric acid.
36916.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ორგანული ქიმია
განხილულია სინთეზირებული ნაერთებისათვის ინფრაწითელი, ულტრაიისფერი, ბირთვულ-მაგნიტური და მასს-სპექტრები.
IR, UV, NMR-31 p, mass-spectra are presented.
36917.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ორგანული ქიმია
მერკაპტანების (C<sub>2</sub>–C<sub>5</sub>) ურთიერთქმედება მონოქლორაცეტონთან.
Interaction of mercaptans (C<sub>2</sub>–C<sub>5</sub>) with monochloracetone.
36918.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ორგანული ქიმია
გამოკვლეულია მონოქლორაცეტონის მიღება სახეცვლილი მეთოდით, რითაც მიღწეულია საწყისი ნივთიერების გამოსავლიანობის გაზრდა.
Initial monochloracetone has been obtained by an altered method, enabling a 16.4 to 55.4% mass increase of the target compound yield.
36919.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ორგანული ქიმია
მიღებული მონოქლორაცეტონის ურთიერთქმედებით ალიფატური რიგის მერკაპტანებთან (C<sub>2</sub>–C<sub>5</sub>) და ალილმერკაპტანთან სინთეზირებულია შესაბამისი ალკილაცეტონილსულფიდები და ალილაცეტონილსულფიდი.
The obtained monochloracetone was interacted with mercaptans of the (C<sub>2</sub>–C<sub>5</sub>) aliphatic series and with allylmercaptan in the presence of alkali.
36920.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ორგანული ქიმია
სამიზნო ნაერთები ადვილად გამოიყოფა რეაქციის პროდუქტებისაგან, აქვთ სასიამოვნო სუნი და ოთახის ტემპერატურაზე მდგრადია.
The synthesized alkylacetonylsulphides and allylacetonylsulphide are colourless liquids and are readily isolated from the reaction products.