მოიძებნა 668071 ჩანაწერი
3701.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
აჭარის სპილენძ-პოლიმეტალური საბადოების ძარღვულ მინერალებში (კვარცში, კარბონატში, ბარიტში) გაზურ-თხევადი ჩანართების ქიმიზმის შესწავლის შედეგად გამოთქმულია აზრი ამ საბადოების გენეტიკური ურთიერთკავშირის შესახებ.
On the basis of a study of the chemical compositions of the gas-liquid inclusions in the nonmetallic minerals of the copper-complex deposits of Ajaria it is suggested that these deposits are genetically related.
3702.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
ახალი ცნობები საქართველოს შუაიურული ფლორის შესახებ.
New data on the Middle Jurassic flora of Georgia.
3703.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
ცნობილია ტყვარჩელის, ტყიბულისა და გელათის შუაიურული ფლორა [1, 2, 3,].
Until now Middle Jurassic floras of Tkvarcheli, Tkibuli and Gelati were known [1, 2, 3].
3704.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
ამჟამად აღმოჩენილია ნამარხი მცენარეების რამდენიმე ადგილსამყოფელი მდ. ბზიფის, მდ. მაგანის, სოფელ სპეთისა და სოფელ ხრეითის შუაიურულ ნალექებში.
Recently some new sites of fossil plants have been discovered in the Middle Jurassic deposits of the Bzybi and Magana rivers and the villages of Speti and Khreiti.
3705.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
ნაშრომში მოცემულია აღნიშნული ფლორის დაზუსტებული შემადგენლობა.
The present article deals with the supplemented and revised composition of the above floras.
3706.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
ძირულის მასივის სამხრეთ და აღმოსავლეთ პერიფერიების აპტური ფორამინიფერები და მათი სტრატიგრაფიული მნიშვნელობა.
Aptian foraminifera of the southern and eastern peripheries of the Dzirula massif and their stratigraphical significance.
3707.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
შესწავლილი რაიონის აპტურ ნალექებში წარმოდგენილია ფორამინიფერების მრავალფეროვანი ფაუნა, რომელშიც ჩვენ ორი მიკროფაუნისტური კომპლექსი გამოვყავით.
In the Aptian deposits of this region a rich fauna of Foraminifera is represented in which the author has distinguished two microfaunistic complexes.
3708.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
პირველი კომპლექსი ახასიათებს ქვედააპტურს, რომელსაც Anomalina flexuosa-იან შრეებს ვუწოდებთ, ხოლო მეორე კომპლექსი შუა და ზედააპტურს, რომელიც შესაბამისად Anomalina saturalis-იანი შრეების სახელწოდებით აღინიშნება.
The first characterizes the Lower Aptian, which is called by the author Anomalina flexuosa beds, and the second is found in the Middle and Upper Aptian, distinguished as Anomalina saturalis beds.
3709.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილისა (კახეთის ქედის) და ალაზნის ველის მეზოკაინოზოური ნალექების პერსპექტიულობის შესახებ.
On the prospects of oil-gas content of mesocainozoic deposits of the south-eastern part of the Tsiv-Gombori range and the Alazani valley.
3710.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
განხილულია იურული და ცარცული დროის პალეოგეოგრაფიული მოსაზრებანი.
The paleogeographical conceptions of the Jurassic and Cretaceous periods are examined.
3711.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
აღმოსავლეთ საქართველოს შესასწავლი რაიონები ქვედა იურულ პერიოდში წარმოადგენდნენ ქვიშა-თიხიანი ნალექების დალექვის არეს.
The eastern Georgian regions under consideration in the Lower Jurassic period constituted an area of sedimentation of sandy-argillaceous deposits.
3712.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ლეიასის ნალექების გარდა ნავთობგაზშემცველობის პერსპექტიულობით ხასიათდება ზედა იურული და ქვედა ცარცული ასაკის ქანები, ხოლო ალაზნის ველის მიდამოებში - ზედა ცარცული ასაკის ნალექებიც.
Upper Jurassic and Lower Cretaceous carbonaceous deposits, within the limits of the south-eastern part of the Tsiv-Gombori range, as well as the above-mentioned deposits of the Upper Cretaceous and the Paleogene, within the limits of the Alazani valley, are considered as being prospective in respect of oil-gas content.
3713.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოფიზიკა
წერტილოვანი წყაროდან პასიური ნარევის გავრცელება ტურბულენტურ გარემოში.
Spread of passive contamination in turbulent medium from point source.
3714.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოფიზიკა
შესწავლილია ტურბულენტურ გარემოში პასიური ნარევის გავრცელება წერტილოვანი წყაროდან, იმ დაშვებით, რომ ტურბულენტური გარემოს ნაწილაკების ზომა დიდია ნარევის ნაწილაკების ზომაზე.
The article deals with the spread of passive contamination from a point source on the assumption that the size of the particles of the turbulent medium is larger than that of the contamination particles.
3715.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოფიზიკა
გარემოს ნაწილაკების მიერ ხდება ნარევის ნაწილაკების შთანთქმა. გარემოს ტურბულენტობის კოეფიციენტი მუდმივია.
The medium turbulence is considered to be constant and the contamination particles are completely drawn into the medium.
3716.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოფიზიკა
გრიგალთა მდგრადობის კრიტერიუმი.
The criterion of stability of hurricanes.
3717.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოფიზიკა
გაანალიზებულია პირობები, რომლებიც იწვევენ გრიგალის შესუსტებას ან გაძლიერებას.
The conditions leading to the strengthening or weakening of hurricanes are analyzed.
3718.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოფიზიკა
შეფასებულია გრიგალის რადიუსის გაზრდის გავლენა ქარის მაქსიმალური სიჩქარის სიდიდეზე.
The effect of the expansion of the hurricane radius to the maximal value of wind speed in a hurricane is evaluated.
3719.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოფიზიკა
განხილულია გრიგალზე საზღვარგარეთ გამოყენებული ზემოქმედების ეფექტურობის შესაძლებლობა.
An attempt is made to evaluate the possible effect of hurricane suppression applied abroad.
3720.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოფიზიკა
მიწისძვრებზე დაკვირვებათა მონაცემების მიხედვით აჭარის მადნიანი რაიონის ტექტონიკური აგებულების საკითხისათვის.
On the tectonic structure of the Ajarian ore region according to earthquake observation data.