მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37361.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
შესწავლილია ორთო-, მეტა- და პარა-ქსილოლების ბინარული ნარევების ადსორბციული დაყოფის პროცესები X ტიპის ცეოლითის ნატრიუმის, წყალბადისა და კალციუმის იონგაცვლით ფორმებზე 200°-ზე და 0,2 სთ<sup>-1</sup> მოცულობით სიჩქარის პირობებში.
Adsorption separation of binary mixtures of o-, m- and p-xylanes has been studied on the Na, H and Ca ion-exchanges forms of X-type zeolites at 200°C and 0.2 hr<sup>-1</sup> volume rate.
37362.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
დაყოფის პროდუქტების შედგენილობა შესწავლილია აირ-თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდით.
The composition of the separation products was studied by gas-liquid chromatography.
37363.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
დაყოფის ფაქტორების გამოანგარიშების საფუძველზე დადგენილია, რომ ორთო- და მეტა-ქსილოლები უმეტესად ადსორბირდებიან აღნიშნულ ცეოლითებზე, ხოლო პარა-ქსილოლის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება არაადსორბციულ ფრაქციაში.
Estimation of the separation factors has shown that o- and m-xylenes are mainly adsorbed on the stated zeolites, while the content of p-xylenes increases in the non-adsorbed fraction.
37364.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
წყალში გახსნილი ჟანგბადის შთანთქმა სხვადასხვა ფენოლური კომპონენტის შემცველი იონიტების მიერ.
Oxygen absorption from water by cationites containing various phenol components.
37365.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ მ- და ო-კრეზოლებისა და პ-, მ-, ო-დიფენოლების საფუძველზე პოლიკონდენსაციური მეთოდით მიღებული სულფოკათიონიტები შეიძლება გამოყენებულ იქნენ როგორც წყლის გასათავისუფლებლად მასში ბუნებრივი გახსნილი ჟანგბადისაგან, ისე ЭИ°-ის მისაღებად მათსავე ბაზაზე.
Condensed-type sulphophenol cationites, obtained from m-, o-cresols and p-, m-, o-diphenols, may be used both for deoxygenating water and fro obtaining EIE. Heterofunctional condensation of oligophenylbutoxysiloxanes with aromatic diols.
37366.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
ოლიგოფენილბუტოქსისილოქსანების ჰეტეროფუნქციონალური კონდენსაციით სხვადასხვა არომატულ დიოლთან სინთეზირებულია შესაბამისი პოლიმერები და შესწავლილია მათი თვისებები.
New polymers have been synthetized by heterofunctional condensation of oligophenylbutoxysiloxanes with various aromatic diols. The properties of the obtained polymers have been studied.
37367.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
ნაჩვენებია, რომ პოლიმერების თერმომდგრადობა ძირითადად არომატული დიოლების აგებულებაზეა დამოკიდებული.
It is shown that the thermal stability of these polymers largely depends on the structure of the aromatic diols.
37368.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
ნორბორნანის ტიპის პოლიციკლური ბისფენოლების ბაზაზე პოლიამიდოარილატების წარმოქმნის პროცესის დინამიკა.
The dynamics of the process of polyamidearylate formation on the basis of norbornane polycyclic bisphenols.
37369.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
მაღალტემპერატურული პოლიკონდენსაციის მეთოდით კარდული პოლიამიდოარილატების სინთეზის პროცესში პირველ ეტაპზე წარმოქმნება მორეაგირე კომპონენტთაგან უფრო აქტიური, ამიდური ფრაგმენტებით გამდიდრებული პოლიმერი.
At the first stage of cardic polyamidearylate synthesis, carried out by the high-temperature method, a polymer, enriched with amide fragments, was formed; it is the most active starting component.
37370.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ორგანული ქიმია
რეაქციის ხანგრძლივობისა და ტემპერატურული ფაქტორის გავლენით ხდება განაწილება და იცვლება პოლიმერული ჯაჭვის მიკროსტრუქტურა.
The reaction time and temperature factor effect a rearrangement, resulting in a change of the polymer chain microstructure.
37371.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, პარაზიტოლოგია და ჰელმინთოლოგია
ახალი ნემატოდა Capillaria coeca sp. nov. (ოჯახი Capillaridae) მცირე თხუნელას (Talpa coeca S.) ნაწლავიდან.
A new nematode Capillaria coeca sp. nov. (the family Capillaridae) from the intestine of the small mole (Talpa coeca S.).
37372.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, პარაზიტოლოგია და ჰელმინთოლოგია
აღწერილია ახალი ნემატოდა Capillaria coeca sp. nov. მცირე თხუნელას (Talpa coeca S.) ნაწლავიდან.
A new nematode Capillaria coeca sp. nov. (the family Capillaridae) from the intestine of the small mole (Talpa coeca S.) is described.
37373.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, პარაზიტოლოგია და ჰელმინთოლოგია
მოცემულია კაპილარიას გვარში შემავალი ნემატოდების სახეობების სარკვევი ტაბულა საბჭოთა კავშირის ფაუნის მწერიჭამიებისათვის.
A table is given for determining all the species of this family in insectivorus animals within the USSR fauna.
37374.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, პეტროლოგია
ბაშილის ბლოკის მიგმატიტები კავკასიონზე.
Migmatites of the Bashil Block in the Greater Caucasus.
37375.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, პეტროლოგია
ბაშილის ბლოკის პროგრესული რეგიონული მეტამორფიზმის ზონების მინერალური პარაგენეზისების შესწავლის საფუძველზე განხილულია მიგმატიტების წარმოშობის ფიზიკურ-ქიმიური პირობები.
The physico-chemical conditions of migmatites are considered on the basis of an investigation of mineral parageneses of zones of progressive regional metamorphism of the Bashil Block.
37376.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ამოსაღები ნახშირის შრის და შრეთაშორისი მთელანის სისქის გავლენა ლავის თბოგაცემის ახლადგაშიშვლებული ზედაპირის ტემპერატურათა ველზე.
The influence of the thickness of the extracted coal layer and the interlayer cover on the temperature field of the newly exposed surface of the drift heat exchange.
37377.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია, რომ გამომუშავებულ შრეთა ვსების სითბური ზემოქმედება ლავის ახლადგაშიშვლებული ზედაპირის ტემპერატურათა ველზე მაქსიმალურია, როდესაც შრეთაშორისი მთელანის სისქე მინიმალურია, ამოსაღები შრის სისქე 2,5 მ ტოლია და მისი გამოღების ხანგრძლივობა უდრის 6 თვეს.
It has been established that the heat influence of the working-layer packing on the temperature field of the newly exposed surface of the drift heat exchange is maximum at the minimum thickness of the interlayer cover, the thickness of the layer about 2.5 m and the duration of its excavation totaling 6 months.
37378.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, სამშენებლო მექანიკა
განზოგადებული სასაზღვრო ამოცანის მთავარი მეთოდისა და სასრულო ელემენტების მეთოდის შესახებ.
On the principal method of a generalized boundary-value problem and the method of finite elements.
37379.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, სამშენებლო მექანიკა
განხილულია განზოგადებული სასაზღვრო ამოცანის ძირითადი ამოხსნის მეთოდი ღეროების ფირფიტებისა და გარსების ღუნვის შემთხვევაში და ნაჩვენებია, რომ სასრულო ელემენტების მეთოდი წარმოადგენს მათ შედეგს.
A method of the principal solution of a generalized boundary-value problem is considered in the case of bending of girders, plates and shells, and the method of finite elements is shown to be the result.
37380.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, სამშენებლო მექანიკა
ბეტონის მილევადი ცოცვადობის ბუნების კვლევა ცენტრალური კუმშვის დროს.
Investigation of the nature of damped creep of concrete at axial compression.