მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37701.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
ფრაზეოლოგიზმები, რომლებსაც საფუძვლად უდევს ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური შეგრძნებების გადააზრება.
Metaphoric reinterpretation of physiological and psychological sensations;
37702.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
ჟესტების, მიმიკისა და მოძრაობების სიმბოლურ მნიშვნელობებზე აგებული ფრაზეოლოგიზმები.
Symbolic meanings of gestures, mimicry and movements.
37703.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
ფრაზეოლოგიზმები, რომლებსაც საფუძვლად უდევს სომატური კომპონენტის მეტონიმიური გამოყენება.
Metonymic use of the somatic component;
37704.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
ფრაზეოლოგიზმები, რომლებშიც სომატური კომპონენტი ასოცირებულია ზომასა და ინტენსივობასთან.
The somatic component is associated with measure and intensity.
37705.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
შემჩნეული გადახრები ძირითადად გაპირობებულია ინტრალინგვისტური ფაქტორებით.
The observed discrepancies are largely due to intralinguistic factors.
37706.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
ფრაზეოლოგიური შემასმენლის საკითხისათვის.
Concerning the phraseological predicate.
37707.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
შრომაში დგინდება ფრაზეოლოგიური შემასმენელის have a talk მნიშვნელობა talk მარტივ შემასმენელთან შედარებით. ირკვევა, რომ have a talk გვატყობინებს წერტილის შესახებ, რომელიც შეესაბამება მოქმედება talk-ს დროის იმ მონაკვეთში, რომელშიც არსებობს X. have a talk-გან განსხვავებით, შემასმენელი talk გვიჩვენებს თუ რა მოქმედებას აწარმოებს X.
A study of the phraseological predicate "have a talk" and the simple predicate "talk" revealed that the former informs of the point corresponding to the action "talk" in certain temporal span in which X exists, whereas "talk" informs us about the type of action performed by X.
37708.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
აღნიშნული განსხვავების დადგენა საშუალებას იძლევა იმ მეტყველებითი პირობების დადგენისა, რომელშიც შეიძლება ან არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოცემული ენობრივი ერთეულები.
Establishment of this difference in meaning between these two linguistic units enables to identify those utterances in which these linguistic units can or cannot be used.
37709.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
აბაზური ენის ფრაზეოლოგიურ ერთეულთა კლასიფიკაცია სემანტიკური ნიშნის მიხედვით.
Semantic classification of the phraseological units of the Abaza language.
37710.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
აბაზური ენის ფრაზეოლოგიურ ერთეულთა სემანტიკური ნიშნის მიხედვით კლასიფიკაციისას გამოიყოფა იდიომები და ფრაზეოლოგიური შესიტყვებები.
According to their semantic peculiarities phraseological units of Abaza can be divided into idiomatic expressions and set phrases.
37711.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
იდიომა წარმოადგენს ფრაზეოლოგიურ ერთეულს, რომელსაც აქვს ერთიანი მნიშვნელობა, რაც არ უდრის მის შემადგენელ ნაწილთა მნიშვნელობების ჯამს.
An idiomatic expression is the type of a phraseological unit the meaning of which cannot be reduced to the meanings of its components.
37712.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენათმეცნიერება
ფრაზეოლოგიური შესიტყვება ისეთი ანალიზური ხასიათის ერთეულია, რომლის მთლიანი მნიშვნელობა უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული მის შემადგენელ ნაწილთა მნიშვნელობებთან.
A set phrase is a unit the meaning of which is closely connected with the meanings of its components.
37713.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენერგეტიკა
ციკლონურ კამერაში პოტენციალური ნაკადის შესახებ.
On the potential flow in a cyclonic chamber.
37714.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენერგეტიკა
ეილერის განტოლებათა სისტემის გამოკვლევის საფუძველზე მიღებულია დენის ფუნქციისათვის კვაზიწრფივი განტოლება, რომელიც ამოხსნილია ციკლონურ კამერაში პოტენციალური დინებისათვის.
A quasilinear equation for the current function of gas flow in a cyclonic chamber has been derived on the basis of a study of a system of Euler equations.
37715.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენერგეტიკა
მიღებულია საანგარიშო ფორმულები სიჩქარის სამივე მდგენელისათვის კამერის ნებისმიერ წერტილში.
Calculation formulae have been derived for determining the velocity components at any point of the chamber.
37716.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენერგეტიკა
ტემპერატურული ველის გამოკვლევა სასრულო ზომის ღრუ ცილინდრში გარე ზედაპირიდან თბოგაცემის პროცესში.
Investigation of the temperature field in a finite hollow cylinder during heat exchange from the external surface.
37717.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენერგეტიკა
ნაშრომში განხილულია თბოგაცემის პროცესი რეგულარულ არასტაციონარულ რეჟიმში.
The heat exchange process in a regular nonstationary regime is considered.
37718.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენერგეტიკა
გამოყვანილია გათბობისა და გაცივების ოპტიმალური დროის გამოსათვლელი ფორმულა და მახასიათებელი განტოლების პირველი ფესვის განმსაზღვრელი ემპირიული გამოსახულება ბიოს რიცხვის სხვადასხვა მნიშვნელობისათვის.
A formula has been derived for calculating the optimum time of heating and cooling as well as an empirical expression defining the first root of the characteristic equation for different values of the Biot number.
37719.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენერგეტიკა
მილში გაზის დაუმყარებელი დინების მათემატიკური მოდელი სიჩქარის პროფილის უთანაბრობის გათვალისწინებით.
A mathematical model of unsteady gas flow in a pipe against the background of a non-uniform velocity profile.
37720.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ენერგეტიკა
მათემატიკური მოდელი მიღებულია ნავიე-სტოქსის განტოლებათა საფუძველზე სტატიკური წნევისა და ენტროპიის რადიალური გრადიენტების ნულთან ტოლობის შემთხვევაში.
A mathematical model has been obtained on the basis of the Navier-Stokes system of differential equations assuming that the radial gradients of static pressure and entropy are negligible.