მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37741.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, კიბერნეტიკა
მიღებულია კოდები, რომლებიც აღწევენ პლოტკინ-ლევენშტეინის საზღვრებს.
Codes reaching the Plotkin-Levenshtein boundaries are formed.
37742.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, კიბერნეტიკა
პარალელური დეკომპოზიციის გამოყენება დისკრეტული მარკოვის პროცესების სტაციონარული ალბათობების გამოსათვლელად.
Application of parallel decomposition of discrete Markovian processes to the calculation of stationary probabilities.
37743.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, კიბერნეტიკა
დისკრეტული მარკოვის ξ (n) პროცესის სტაციონარული ალბათობები მოიძებნება ერთგვაროვან ალგებრულ განტოლებათა ρ (P-E=0) სისტემის ამოხსნით, სადაც ρ=(ρi; iI), P=(Pij; i, jєI), E=(δij; i, jєI), ხოლო I შესაბამის მდგომარეობათა სიმრავლე.
Stationary probabilities ρ1 of discrete Markovian processes (DMP) ξ (n), n=1,2,3,… are calculated by the solution of homogeneous algebraic equations ρ (P-E=0), where ρ=(ρi; iєI), P=(Pij; i, jєI), E=(δij; i, jєI), and I – is a set of states.
37744.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, კიბერნეტიკა
თუ საწყისი ξ (n) პროცესი უშვებს პარალელურ ჰომომორფულ ან პარალელურ იზომორფულ დეკომპოზიციას დაფარვით ან დაფარვის გარეშე, მაშინ აღნიშნულ განტოლებათა სისტემის ამოხსნა დადის რამდენიმე უფრო ნაკლები რიგის განტოლებათა სისტემის ამოხსნაზე, რის შემდეგაც ადვილად აიგება სტაციონარული ალბათობების ρ ვექტორი.
It is proved that if original DMP allow parallel homomorphic or isomorphic decomposition with or without covering, then the solution of the given system reduces to the solution of several systems of lesser order, after which the vector ρ is constructed easily.
37745.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ლითოლოგია
აფხაზეთსა და სამეგრელოში მაიკოპური წყების ლითოფაციებისა და სიმძლავრეთა განაწილების კანონზომიერების შესახებ.
On the regularity of lithofacies and thickness distribution of the Maikop series in Abkhazia and Megrelia.
37746.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ლითოლოგია
აფხაზეთსა და სამეგრელოში გავრცელებული მაიკოპური წყება წარმოქმნილია ძირითადად კავკასიონის იურული ქანების ნაშალი მასალის ხარჯზე.
The Maikop series, occurring in the territory of Abkhazia and Megrelia, took shape chiefly at the expense of the products of washout of the Jurassic rocks of the Greater Caucasus.
37747.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ლითოლოგია
რაჭა-ოსეთის ზედაიურულ-ქვედაცარცული ფლიშის ქანების მეორადი მიკროსტრუქტურების შესახებ.
Concerning the secondary microstructures of the rocks of the Upper Jurassic-Lower Cretaceous flysch of Racha-Oseti.
37748.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ლითოლოგია
რაჭა-ოსეთის ზედაიურულ-ქვედაცარცული ფლიშური კომპლექსის ქანებში დადგენილია კატაგენეტური და ორიენტირებული მიკროსტრუქტურები.
Catagenetic and oriented stress microstructures are identifiable in the rocks of the Upper Jurassic-Lower Cretaceous flysch complex of Racha-Oseti.
37749.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ლითოლოგია
ორიენტირებული მიკროსტრუქტურები განვითარებულია ინტენსიურად დისლოცირებულ უბანზე რაჭის დასავლეთ ნაწილში მდ.
These, oriented stress microstructures are developed in an intensively dislocated section – in the western part of Racha, in the basin of the r.
37750.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ლითოლოგია
ლუხუნისწყლის აუზში და წარმოშობილია პირველ რიგში ლითოსტატიკური დატვირთვის, ხოლო შემდეგ ცალმხრივი წნევის (სტრესის) მოქმედების შედეგად.
Lukhunis-tsqali, formed primarily under the influence of lithostatic loading and then, under unilateral pressure (stress).
37751.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
ჯერადი ტრიგონომეტრიული მწკრივების აბსოლუტური კრებადობის შესახებ.
On the absolute convergence of multiple trigonometric series.
37752.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
სტატიაში მოყვანილია დებულებები თითქმის მონოტონურად კლებადი კოეფიციენტებიანი ჯერადი ტრიგონომეტრიული მწკრივების აბსოლუტურად კრებადობის საკითხებთან დაკავშირებით.
Theorems concerning questions of absolute convergence of multiple trigonometric series with almost monotone decreasing coefficients are given.
37753.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
ჰოხშილდის ფარდობითი კოჰომოლოგიების ზუსტი მიმდევრობების შესახებ.
On the exact sequences for the relative Hochschild cohomology.
37754.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
შრომაში დამტკიცებულია სპექტრალური მიმდევრობის არსებობა და მისგან მიღებულია ხუთწევრა ზუსტი მიმდევრობა ჰოხშილდის ფარდობითი კოჰომოლოგიების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ჰოხშილდ-სერის ცნობილი სპექტრალური მიმდევრობისა და მისგან გამომდინარე ხუთწევრა ზუსტი მიმდევრობის განზოგადებას.
For the relative Hochschild cohomology the existence of a Hochschild-Serre spectral sequence is proved and with its aid a five-term exact sequence is obtained, generalizing the well-known exact sequence for the cohomology of groups.
37755.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
მიღებულია აგრეთვე ბარი-რაინჰარტის მიმდევრობის განზოგადებული მიმდევრობა ჰოხშილდის ფარდობითი კოჰომოლოგიებისათვის და ფუნდამენტური გრძელი ზუსტი მიმდევრობა პროსასრულ ჯგუფთა წყვილის ფარდობითი კოჰომოლოგიების მიმართ.
The generalizations of the Barr-Rinehart sequence for the Hochschild cohomology and of the fundamental exact sequence for the relative cohomology of profinite groups are also obtained.
37756.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
ე. შჩეპინის სპექტრალური თეორემის შესახებ.
On Shchepin’s spectral theorem.
37757.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
ლექსიკოგრაფიული მატრიცული თამაშის ამონახსნის რედუქციის შესახებ მისი კვადრატული ქვეთამაშის ამონახსნზე.
On the reduction of the solution of a lexicographic matrix game to the solution of its square subgame.
37758.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
მტკიცდება, რომ თუ ლექსიკოგრაფიულ მატრიცულ თამაშს აქვს ერთადერთი ამონახსნი, მაშინ ეს ამონახსნი მოიცემა მისი კვადრატული ქვეთამაშის საშუალებით.
It is shown that if lexicographic matrix games have a unique solution, the latter can be expressed in terms of the solution of some square subgame of the games in question.
37759.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
ჰოპფის ბმული ალგებრების აბელის დანიშნულ წყვილთა კოჰომოლოგიების შესახებ.
On the cohomology of abelian matched pairs of connected Hopf algebras.
37760.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მათემატიკა
ნაშრომში შემოტანილია კონტრავარიანტული ფუნქტორის კომონადისა ან პროექციული კლასის მიმართ მარჯვენა წარმოებულთა ცნებები იმ შემთხვევაში, როცა ამოსავალი ფუნქტორის მნიშვნელობათა არე არის B-აბელური კატეგორიის კოჯაჭვურ კომპლექსთა კატეგორია, ხოლო მისი წარმოებულებისა - თავად B.
The notion of the right derived functors of the contravariant functor relative to the comonad or to the projective class is considered in the case when the functor’s codomain is the category of the cochain complexes of the abelian category B, while the derived functors’ codomain is the abelian category B.