მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37841.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
კვაისის მადნეული ველის მეტასომატიტების შრეული მინერალები.
Layered minerals in the metasomatic rocks of the Kvaisa ore district.
37842.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
კვაისის მადნეული ველის მადანმომიჯნე ქანებში ჰიდროთერმულად შეცვლილი პროცესების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მთავარ ქანმაშენ მინერალს წარმოადგენს გლაუკონიტის ჯგუფის, სკოლიტ-სელადონიტის იზომორფული რიგის მინერალები.
The processes of hydrothermal alteration of ore-bearing rocks were investigated. The main minerals of these rocks are represented by the scolite-celadonite isomorphic series of the glauconitic group.
37843.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
მოყვანილია მათი კომპლექსური შესწავლის შედეგები.
The results of a complex study of these minerals are discussed.
37844.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზოლის ზოგი ამფიბოლის თერმული კვლევის შედეგები.
Results of thermal studies of some amphiboles of the Adjara-Trialeti folded zone.
37845.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
შესწავლილია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზოლის პალეოგენური ვულკანოგენების ზოგი ამფიბოლის თერმული ბუნება.
The paper presents descriptions of the thermal curves of some amphiboles of the Palaeogene volcanic complex of Adjara-Trialeti.
37846.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
მოცემულია თერმოგრამების დახასიათება და გახურების შედეგად მინერალში მიმდინარე ქიმიური რეაქციები. დეჰიდრატაციის მაღალტემპერატურული პიკის დახმარებით დადგენილია ამფიბოლების წარმოშობის ტემპერატურა.
On the basis of chemical analyses and thermal properties of the amphiboles it is suggested that, concurrently with the release of structural water, oxidation of divalent iron to trivalent takes place.
37847.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს სპილენძ-პრენიტ-ეპიდოტიანი გამადნებების მინერალოგია.
Mineralogy of copper-prehnite-epidote occurrences of south-eastern Georgia.
37848.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
საქართველოს ხალასი სპილენძის გამოვლინებათა მინერალოგია მსგავსია მსოფლიოს სხვა ანალოგიურ გამადნებათა მინერალოგიისა.
The mineralogy of native copper occurrences in Georgia is similar to that of other native copper occurrences in the world.
37849.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
მსგავსია აგრეთვე მათი გეოლოგიური თავისებურებანი - კავშირი ვულკანოგენურ წყებებთან, გამადნების გაფანტულ-ჩაწინწკლული ხასიათი, ქანების ჰიდროთერმული მეტამორფიზმი.
They are also similar to the latter geological peculiarities; connection with volcanic suites, dispersed character of mineralization and hydrothermal metamorphism of rocks.
37850.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
გამადნების მინერალოგია რთულია და ხასიათდება სპილენძის ასოციაციით ქალკოზინთან, კოველინთან და იშვიათად სულფიდებთან.
The mineralogy of ore occurrences is rather complicated and is characterized by association of copper with chalcosine, covelline, and rarely, with sulphides.
37851.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
მინერალიზაცია მიმდინარეობდა გოგირდის დეფიციტის პირობებში.
Mineralization took place under conditions of sulphur deficit.
37852.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
სპილენძის გამოლექვა გაპირობებული იყო ხსნარების pH-ის გაზრდით ქანში არსებული ტუტემიწა ელემენტების ჰიდროთერმებში გადასვლის შედეგად.
Copper sedimentation was conditioned by an increased content of pH in solutions as a result of the passage of alkaline earth elements into hydrotherms.
37853.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მინერალოგია
სპილენძის გამოვლინებათა ასაკი ზედაცარცული უნდა იყოს და მათი წარმოქმნა მიმდინარეობდა თხელი ზღვის ფსკერის სიახლოვეში ვულკანიზმთან დაკავშირებით.
The age of the copper mineralizations seems to be Upper Cretaceous, developing close under the shallow sea floor in relation to volcanism.
37854.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, მცენარეთა ფიზიოლოგია
ზრდის ენდოგენური რეგულატორებისა და აზოტის ფორმების შემცველობის დინამიკა თბილისის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული ზოგიერთი ჩრდილოამერიკული კაკლის ფოთლებში.
The dynamics of the content of growth regulators and nitrogen forms in some North American walnut species introduced in the Tbilisi Botanical Garden.
37855.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ორგანული ქიმია
მეთილ- და ვინილსილსესქვიოქსანური რგოლების შემცველი პოლიდიმეთილსილოქსანების თერმოჟანგვითი დესტრუქციისა და ფაზური გარდაქმნების შესწავლა.
Study of thermal oxidation destruction and phase transformation of polydimethylsiloxanes with methyl- and vinylsilsesquioxane rings.
37856.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ორგანული ქიმია
შესწავლილია მეთილ- და ვინილსილსესქვიოქსანური რგოლების შემცველი პოლიდიმეთილსილოქსანების თერმოჟანგვითი დესტრუქცია და ფაზური გარდაქმნები თერმოგრავიმეტრული ანალიზისა, დიფერენციალური თერმული ანალიზისა და თერმომექანიკური მეთოდებით.
Thermal oxidation destruction and phase transformation of polydimethylsiloxanes with methyl- and vinylsilsesquioxane rings have been studied by thermogravimetric and differential thermal analysis and thermomechanic methods.
37857.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ორგანოქლორსილანების საფუძველზე მიღებული პოლიმერები უფრო მდგრადია თერმოჟანგვითი დესტრუქციისადმი, ვიდრე ორგანოაცეტოქსისილანების საფუძველზე მიღებული პოლიმერები.
Polymers obtained on the basis of organochloresilanes were found to be more stable to thermal oxidation destruction than those obtained on the basis of organoacetoxysilanes.
37858.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ორგანული ქიმია
ორგანო(დიალკილკარბამინოქსი) სილანები როგორც პოლიორგანოსილოქსანური ფისების გამამყარებლები.
Organo(dialkylcarbaminoxy) silanes as hardeners of polyorganosiloxane resins.
37859.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ორგანული ქიმია
დიეთილნიკოტინამიდთან Ni (II), Co (II) და Rh (III) კომპლექსების კატალიზური თვისებების შესახებ.
On the catalytic activity of Ni (II), Co (II) and Rh (III) complexes with diethylnicotinamide.
37860.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ორგანული ქიმია
შესწავლილია დიეთილნიკოტინამიდთან Ni (II), Co (II) და Rh (III) კომპლექსების ნატრიუმის ბორჰიდრიდით დამუშავებული კატალიზური სისტემების აქტივობა 2-მეთილბუთადიენ-1,3, მეთილლინოლეატის და ალილბენზოლის ჰომოგენური ჰიდრირების რეაქციებში. მიღებული კატალიზური სისტემები ხასიათდებიან მაღალი აქტივობით.
Some homogeneous systems manifesting catalytic activity in hydrogenation of 2-methylbutadiene-1,3, allylbenzene and methyllinoleate have been obtained by processing Ni (II), Co (II) and Rh (III) complexes with N,N-diethylnicotinamide by means of NaBH4 in methanol.