მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37921.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, სამშენებლო მექანიკა
დამუშავებულია თაღოვანი კაშხლის თავისუფალი რხევის ამსახველი ერთგვაროვანი განტოლებათა სისტემის ამოხსნის ალგორითმი, რომელიც ჩაწერილია მატრიცულ-ვექტორული სახით.
An algorithm, written in matrix-vector form, has been developed for solving a system of homogeneous linear algebraic equations of arch dam vibrations.
37922.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, სამშენებლო მექანიკა
ამ ალგორითმით აღნიშნული სისტემა ეგმ-ზე შეიძლება ამოიხსნას სამჯერ უფრო მეტი რიგისა, ვიდრე ა. კრილოვის მეთოდის გამოყენებით.
The proposed algorithm permits a three-fold increase of the order of computer solution of the indicated system as compared to Krylov’s method.
37923.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
YbS თხელი ფირების ელექტრული და ფოტოელექტრული პარამეტრების ტემპერატურული დამოკიდებულებანი.
The temperature dependences of electric and photoelectric parameters of thin YbS films.
37924.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
T=100-500K ტემპერატურათა არეში შესწავლილია იტერბიუმის მონოსულფიდის თხელი ფირების ფოტოგამტარებლობის, ფოტო-ე.მ.ძ.-ს, აგრეთვე ρ და წინააღმდეგობის ტემპერატურული კოეფიციენტის ტემპერატურული დამოკიდებულებანი.
The temperature dependences of photo conductivity, photo-emf, and also ρ and temperature resistance coefficient of thin YbS films have been investigated in the region 100-500K.
37925.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
ექსპერიმენტული მონაცემების ინტერპრეტაცია ეყრდნობა ორი აქცეპტორული დონის არსებობას 0,16 და 0,43 ევ ენერგიებით, რომლებიც წარმოადგენენ მიწებების დონეებს ფოტოელექტრონებისათვის.
The experimental data are interpreted, using two acceptor levels, with 0.16 and 0.43eV energy, which are the sticking-levels for photoelectrons.
37926.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ YbS ფირებს ახასიათებთ წინააღმდეგობის ტემპერატურული კოეფიციენტის საკმაოდ მაღალი მნიშვნელობა.
It is shown that thin YbS films have a rather high temperature resistance coefficient.
37927.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
წვრილმარცვლოვანი ბორის შინაგანი ხახუნის ტემპერატურული დამოკიდებულება.
Temperature dependence of internal friction in fine-grained boron.
37928.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
გამოკვლეულია წვრილმარცვლოვანი ბორის შინაგანი ხახუნის ტემპერატურული სპექტრი.
The temperature spectrum of the internal friction in thin boron rods with fine-grained structure was studied.
37929.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
კონცენტრირებულ აზოტმჟავაში მოწამვლის შედეგად შინაგანი ხახუნის დაბალი სიხშირის რთული სპექტრიდან გამოვლენილია სამი ინტენსიური მაქსიმუმი შესაბამისად 250°C, 300°C, და 400°C ტემპერატურებზე.
Etching of the rods in boiling concentrated nitric acid revealed, in the complex spectrum of low frequency internal friction, three intensive maxima at 250°C, 300°C and 400°C, respectively.
37930.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
შესწავლილია სხვადასხვა ტემპერატურებზე ვაკუუმში მოწვების გავლენა სილიციუმის კარბიდით დაფარულ წვრილმარცვლოვანი ბორის ღეროების შინაგან ხახუნზე.
The effect of annealing in vacuum at different temperatures on the temperature spectrum of the internal friction in boron fibers coated with silicon carbide was studied.
37931.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
კინეტიკური განტოლებები გარეშე ცვლად ველში მოთავსებული სისტემისათვის.
Kinetic equations for a system in an external time-dependent field.
37932.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
მიღებულია არაერთგვაროვანი, არაწონასწორული სისტემის უხეში სტატისტიკური ოპერატორის ფორმალურად ზუსტი გამოსახულება, როდესაც გარეშე ცვლად ველში მოთავსებული სისტემის აღწერა ხერხდება მაკროსკოპული პარამეტრების საშუალებით.
A formally exact expression for statistical operator was obtained for a non-equilibrium inhomogeneous system described by a reduced set of macroscopic parameters in an external time-dependent field.
37933.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
მაკროსკოპული პარამეტრებისათვის მიღებულია კინეტიკური განტოლებები კვადრატულ მიახლოებაში გარეშე ველთან ურთიერთქმედების მიმართ.
Kinetic equations are derived for macroscopic parameters in the quadratic approximation with respect to the interaction and gradient terms.
37934.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
რეგენერატიული ბოჭკოვანი ოპტიკური კვანტური გამაძლიერებელი.
Regenerative fiber optical quantum amplifier.
37935.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ნეოდიუმით აქტივირებული მინის ბოჭკოვანი ოპტიკური კვანტური გამაძლიერებელი მუშაობს გაძლიერების რეგენერატიულ რეჟიმში.
It is shown that a fiber glass quantum amplifier, activated by neodymium, operates in regenerative regime.
37936.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
უმცირესი ინტენსივობა, რომელიც შეიძლება ეფექტურად გააძლიეროს რეგენერატულმა ოპტიკურმა კვანტურმა გამაძლიერებელმა არის - 10<sup>-2</sup> ვტ.
The minimum intensity that can be effectively amplified by this active fiber is 10<sup>-2</sup> Watt.
37937.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
l=40 სმ აქტიური სიგრძის ბოჭკოსათვის მიღებულ იქნა მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი 105.
The gain of 105 has been obtained for the active fiber length of 40 cm.
37938.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
მაგნიტური ველის გასწვრივ გავრცელებადი არაწრფივი იონურ-ციკლოტრონული ტალღების დინამიკა.
Dynamics of nonlinear ion-cyclotron waves propagating along the magnetic field.
37939.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
შრომაში განხილულია მაგნიტური ველის გასწვრივ გავრცელებადი იონურ-ციკლოტრონული ტალღების არაწრფივი დინამიკა.
The dynamics of nonlinear ion-cyclotron waves propagating along the magnetic field is investigated.
37940.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ფიზიკა
აღნიშნული ტალღებისათვის საკმაოდ ძლიერია რელატივისტური ეფექტების გავლენა, რაც დაკავშირებულია იონების მასის ცვლილებასთან.
The relativistic effect, connected with the change of ion mass in a field of pumping wave, strongly affects such waves.