მოიძებნა 668048 ჩანაწერი
38901.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ჰისტოლოგია
შესწავლილია დენოჰიპოფიზის ულტრასტრუქტურა სპლენექტომიის შემდეგ მე-3, მე-7, მე-14, 30-ე და მე-60 დღეს.
The ultrastructure of adenohypophysis somatotropocytes was studied on the 3rd, 7th,14th, 30th and 60th days after splenectomy.
38902.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ჰისტოლოგია
ელენთის ამოკვეთა იწვევს სომატოტროპოციტების ხანგრძლივ აქტივობას, რაც გამოიხატება ამ უჯრედებში სომატოტროფული ჰორმონის სინთეზის გაძლიერებასა და სეკრეტის გამოყოფის დაჩქარებაში.
Splenectomy was found to stimulate the continuous activation of the somatotropocytes, as expressed by an increased synthesis of a somatotropic hormone in these cells and rapid removal of the secretion from them.
38903.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ჰისტოლოგია
„მუქი“ სომატოტროპოციტების რაოდენობა მატულობს მე-3-დან 30-ე დღემდე, შემდეგ კი თანდათანობით მცირდება, რაც შესაძლოა დაკავშირებულია ამ ტიპის უჯერედებში ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებასთან ექსტრემალური გაღიზიანების ზემოქმედებით.
The number of "dark" somatotropocytes increases from the 3<sup>rd</sup> to the 30<sup>th</sup> day, with a subsequent decrease, which is possibly connected with the highest level of metabolic processes in cells of this type, under the influence of extreme conditions.
38904.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 116, ჰისტოლოგია
ცრუ ოპერაცია - ლაპოროტომია იწვევს სომატოტროპოციტების უფრო ხანმოკლე და ნაკლებად გამოხატულ აქტივაციას, ვიდრე სპლენექტომია.
A false operation – laparotomy- causes a short-lived and less pronounced activation of somatotropocytes.
38905.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამჭვირვალე ძგიდის ნეირონების იმპულსური აქტივობა დიფერენციების დროს ქსოვილის კულტივირების პირობებში.
Impulse neuronal activity of the septum pellucidum in the process of morpho-functional differentiation under conditions of tissue culture.
38906.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ახალდაბადებული თეთრი ვირთაგვას გამჭვირვალე ძგიდის ელექტრული აქტივობა ქსოვილის კულტივირების პროცესში.
The neuronal electrical activity of the septum pellucidum was studied in new-born rats under conditions of tissue culture.
38907.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კულტივირების მე-9 დღეზე ნაჩვენებია ნეირონების მორფოლოგიური დიფერენცირების გარკვეული დონე, რაც თანხვდება რეგულარული იმპულსური აქტივობის აღმოცენებას.
On the ninth day of cultivation, the neurons were found to reach a degree of morphological differentiation, which is consistent with the generation of continuous impulse activity.
38908.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მაღალი სიხშირის თვითგაღიზიანების შენარჩუნების უნარი მიუთითებს იმაზე, რომ ქსოვილის კულტივირების პირობებში მაღალსიხშიროვანი აქტივობის აღმოცენება წარმოადგენს საკუთრივ გამჭვირვალე ძგიდის ნეირონების დამახასიათებელ თვისებას.
The results obtained show that morpho-functional differentiation under conditions of culture is consistent with the continuous impulse activity. The preservation of the ability of high frequency self-stimulation indicates that – under total de-afferentation – the generation of high-frequency activity is a specific feature of the septum pellucidum.
38909.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მიმდევრობით ჩართული გადამრთველი სქემების წრედში ორობით კოდში მოცემული ინფორმაციის გავლის შესაძლებლობის გამოკვლევა.
Study of the possibility of the transfer of binary coded information through a chain of switches connected in series.
38910.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
შესწავლილია ლოგიკური ინფორმაციის გავლა მიმდევრობით ჩართული გადამრთველი სქემების წრედში, რომელთა გადამცემი მახასიათებელი არ შეიცავს ლოგიკური O-ის და 1-ის მკვეთრ განცალებას.
The transfer of logical information through switches connected in series has been investigated, their transfer characteristics showing no distinct separation between the low and high levels.
38911.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
გადამცემი მახასიათებლის პარამეტრებისათვის დადგენილია პირობები, რომელთა შესრულებისას უზრუნველყოფილია ლოგიკური ინფორმაციის დაუმახინჯებელი გადაცემა და საერთოდ წრედის მაღალი დაბრკოლებამდგრადობა.
The transfer characteristic requirements are formulated, the fulfilment of which ensures a nondistorted transfer of logical information and a high noise-immunity of the whole circuit.
38912.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მცირე გადაადგილებების დისკრეტული სინთეზატორების აგების საკითხისათვის.
Towards the construction of discrete synthesizers of small displacements.
38913.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განხილულია მცირე გადაადგილების გაზომვის ახალი მეთოდი.
A new method of measurement of a small displacement value is examined.
38914.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მეთოდს საფუძვლად უდევს დახრილი ბადის ურთიერთგადაადგილება და პერპენდიკულარულად მოთავსებული ელემენტის მდებარეობა.
The method is based on a reciprocal displacement of an inclined lattice and photocells arranged perpendicularly.
38915.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ბადის ელემენტები დახრილია მისი შემდგომი თანრიგის ელემენტების მიმართ.
The lattice element by the next category of the measurement discreteness.
38916.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ტექნიკური სისტემის წარმადობის კოეფიციენტის განსაზღვრის საკითხისათვის მისი საიმედოობის გათვალისწინებით.
Towards the determination of the productivity factor of a technical system with account of its reliability.
38917.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ნაშრომში განსაზღვრულია ამოცანის შესრულების საშუალო დრო იმ შემთხვევაში, როცა სისტემაში შეიძლება მოხდეს ერთი სახის მტყუნებები, ხოლო მტყუნებებს შორის დრო და აღდგენის დრო განაწილებულია ზოგადი კანონით.
The mean time of task solution is defined with account of the fact that a stable kind of failures may occur in the system, and the time between neighbouring failures and the recovery time are distributed in accordance with the arbitrary law.
38918.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
პროექტირების ფორმალიზაციის ზოგიერთი მეთოდი.
A method of formalizing the designing process.
38919.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
სამუშაოში მოყვანილია პროექტირების ფორმალიზაციის პროცესის მეთოდი, რომელიც დამყარებულია არამკვეთრ ცნებებზე.
A method is proposed for formalizing the designing process, being based on fuzzy notions.
38920.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
პროექტირება განიხილება როგორც ამორჩევის ამოცანების იერარქია.
Designing is considered as a hierarchy of problems of choice.