მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39121.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მეტალურგია
თბომცვლელში ცხელი კოქსისა და ნახშირის ერთმანეთში განუწყვეტელი არევა და ამ დროს ნახშირის ნაწილაკებიდან წყლის ორთქლის ინტენსიური გამოყოფა გამორიცხავს ნახშირის ადგილობრივ გადახურებას და კოქსის ზედაპირზე ან აპარატის კედლებზე მისი მიწებების შესაძლებლობას.
The continuous mixing of hot coke and coal in the heat exchanger, attended by an intensive release of water vapour from the coal particles excludes the possibility of local overheating of coal or of the adhesion of coal to the coke surface or to the wall of the device.
39122.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მეტალურგია
სითბოს ცვლის არეში წყალბადის, მეთანისა და ნახშიროჟანგის მცირე რაოდენობა და აგრეთვე წყლის ორთქლის მაღალი შემცველობა აუმჯობესებს სამუშაო პირობებს და გამორიცხავს აფეთქების საშიშროებას.
A low concentration of hydrogen, methane, and carbon monoxide in the heat exchange area as well as a high content of water vapour improves the working conditions and averts the threat of explosion.
39123.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მეტალურგია
გლინვა-ადიდვის შეთავსებულ პროცესში ხვედრითი წნევის განსაზღვრა.
Determination of the specific pressure in a combined rolling-drawing process.
39124.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მეტალურგია
განხილულია ძალოვანი ურთიერთქმედება ლითონსა და ინსტრუმენტს შორის გლინვა-ადიდვის შეთავსებულ პროცესში.
Force interaction between metal and instrument in a combined rolling-drawing process are considered.
39125.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მეტალურგია
წონასწორობის დიფერენციალური განტოლების ამოხსნის საფუძველზე დადგენილია, რომ ინსტრუმენტზე ლითონის ხვედრითი წნევის ცვალებადობას დეფორმაციის კერაში აქვს პარაბოლური ხასიათი.
The solution of an equilibrium differential equation, has shown that metal pressure on the instrument in the centre of deformation varies parabolically.
39126.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მეტალურგია
ლითონებში ფაზური გარდაქმნებისა და პლასტიკური დეფორმაციის თანმხლები ეკზოელექტრონული ემისიის საკითხისათვის.
Towards the exoelectronic emission attending phasic transformations and plastic deformations of metals.
39127.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მეტალურგია
განხილულია ეკზოელექტრონული ემისიის მეთოდის საშუალებით ლითონებში ფაზური გარდაქმნების და პლასტიკური დეფორმაციის შესწავლის საკითხი.
The paper discusses the problem of studying the phasic transformations and plastic deformations of metals by the exoelectronic method.
39128.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მეტალურგია
შემჩნეული მაღალი ენერგიის მქონე ელექტრონებით გამოწვეული იმპულსების საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება ლითონებში ემისიის წარმოშობაზე.
An attempt is made to explain the nature of exoelectronic emission on the basis of detected pulses caused by high energy electrons.
39129.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მექანიკა
დაზგების საბურღი მილების დინამიკის კვლევა სატეხზედა ამორტიზატორში ჰისტერეზისული კარგვების გათვალისწინებით.
Dynamics investigation of the pole drill of a milling machine in the upper part of the boring bit vibration absorber with account of hysteresic losser.
39130.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მექანიკა
ანალიზურად გამოკვეულია „საბურღი მილები-სატეხზედა ამორტიზატორი-სატეხი“ სისტემის დინამიკა.
Analytical investigation of the dynamic system: “Pole drill-vibration absorbers-boring bit” has been carried out.
39131.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მექანიკა
დადგენილია ამორტიზატორის მახასიათებლის ოპტიმალური ფორმა და მისი სიხისტის ცვლილების ინტერვალი.
The optimal form of vibration absorber characteristics and interval of hardness change is determined.
39132.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მექანიკა
კალიბრებული ღეროს გაგლეჯის პირობის განსაზღვრა ტემპერატურული ზემოქმედებისას.
Determination of the condition of the break of a calibrated pivot.
39133.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მექანიკა
შრომაში განხილულია კალიბრებული ღეროს გაგლეჯის პირობის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ მომუშავე ორთქლის ჭურჭლისა და ჰიდროტრანსპორტის წნევის გადიდებისაგან დამცველი მოწყობილობის ძირითად ელემენტს.
The paper deals with the condition of break of calibrated pivot, which is the main element of a device protecting vessels working under pressure at a high temperature of steam-water mixture and pipeline transport from pressure increase.
39134.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მინერალოგია
აჭარა-თრიალეთის პალეოგენური ვულკანოგენური კომპლექსის პიროქსენების შემადგენლობათა სტატისტიკური შედარება.
Statistical comparison of the pyroxene contents of the Adjara-Trialetian palaeogene volcanogenic complex.
39135.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მინერალოგია
კორელაციური ანალიზი საშუალებას იძლევა დაზუსტდეს მინერალის სტრუქტურაში ამა თუ იმ ელემენტის ქცევა და დადგინდეს ფიზიკურ-ქიმიური ფაქტორების როლი მინერალის ფორმირების დროს.
Correlative analysis permits to define precisely the behaviour of any element in the structure of a mineral, as well as to determine the importance of physical and chemical factors in mineral formation.
39136.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მცენარეთა ფიზიოლოგია
ფოტოსინთეზისა და იზოპრენის გამოსავლის გაძლიერება ვერხვის ფოთლებში.
Enhancement of photosynthesis and isoprene emission in poplar leaves.
39137.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მცენარეთა ფიზიოლოგია
დადგენილია იზოპრენის ეფექტის გაძლიერება შორეული წითელი და მოკლეტალღიანი სინათლით ვერხვის ფოთლის ერთდროულად განათებისას.
The isoprene effect was found to be enhanced under simultaneous illumination of poplar leaves by far red and shorter wavelength light.
39138.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მცენარეთა ფიზიოლოგია
როგორც ფოტოსინთეზის, ისე იზოპრენის ეფექტის გაძლიერების სიდიდეები შესამჩნევად მაღალია, როდესაც დამატებითი განათებისათვის სპექტრის წითელი უბანია გამოყენებული.
In the case of photosynthesis, as well as with the isoprene effect, the values of enhancement are noticeably greater when red light is used as an additional beam.
39139.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, მცენარეთა ფიზიოლოგია
იზოპრენის ეფექტის გაძლიერების სიდიდე ყოველთვის რამდენადმე აღემატება ფოტოსინთეზისას.
The value of enhancement of the isoprene effect is always somewhat higher than that of photosynthesis.
39140.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ორგანული ქიმია
იზომერული ნაფტოლების კატალიზური ალკილირება დიმეთილვინილეთინილკარბინოლით.
Catalytic alkylation of isomeric naphthols by dimethylvinylethinylcarbinol.