მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39161.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, პეტროლოგია
აფხაზეთის პალეოზოური ასაკის მიკროკლინიზებული პორფირობლასტური გრანიტები.
Palaeozolic microclinized porphyroblastic granites of Abkhazia.
39162.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, პეტროლოგია
აფხაზეთის ფარგლებში აღწერილი და კარტირებულია პალეოზოური ასაკის მიკროკლინიზებული პორფირობლასტური გრანიტები.
Palaeozoic microclinized porphyroblastic granites have been described and mapped within Abkhazia.
39163.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, პეტროლოგია
ნაჩვენებია, რომ ეს გრანიტები ყალიბდება პლაგიოგნეისების, პლაგიოგრანიტების და მიგრატიტების მიკროკლინიზაციის გზით.
Perphyroblastic granitoids are shown to have been formed by microclinization of plagiogneisses, plagiogranites and migmatites.
39164.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, პეტროლოგია
გრაფიტული გეოთერმომეტრის მეშვეობით დადგენილია, რომ მიკროკლინიზაცია მიმდინარეობდა დაბალტემპერატურულ პირობებში - 430-450° ფარგლებში.
A study with a graphitic geothermometer has shown that microclinization took place under low temperature conditions (430-450°).
39165.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
„საბურღი ინსტრუმენტი - ქანი“ სისტემაში არადრეკადი შეხლის ამპლიტუდის გაანგარიშებისათვის.
Towards the computation of the amplitude of inelastic percussion in the system "boring instrument-rock".
39166.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
არადრეკადი შეხლის ნახრომისებრი მდგენელი აღწერილია ინტეგრალური განტოლებებით.
The spasmodic item of inelastic percussion is described in terms of integral equations.
39167.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
საბურღი ინსტრუმენტის სიმტკიცეზე გაანგარიშებისათვის მოცემულია შეხლის ამპლიტუდის ფორმულები.
Some formulae are obtained for the strength calculation of the boring instrument.
39168.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
რკინაბეტონის ბზარიანი კვეთის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ცვლილება დროში.
Change in the stress-strain state of a reinforced concrete section with crack in time.
39169.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
რკინაბეტონის ბზარიანი კვეთის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ცვლილების განსაზღვრის საფუძვლად მიღებულია ახალი დამოკიდებულება ცოცვადობის დეფორმაციებსა და ძაბვებს შორის.
The behaviour of a reinforced concrete section working in the elastic-plastic stage, with a crack in continuous zone, is studied on the basis of a general dependence between strains and creep deformations in the elements with geometrical properties varying in time.
39170.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
ნაჩვენებია, რომ ბეტონის ცოცვადობის შედეგად ძაბვებისა და დეფორმაციების ნეიტრალური შრეები სცილდება ერთმანეთს; იზრდება ბეტონის შეკუმშული ზონის სიმაღლე, ხოლო პლასტიკური ზონისა - მცირდება - ასევე მცირდება ბზარის გახსნის სიდიდე.
The creep effect is characterised by an increase of the concrete zone compression, decrease of its plastic part, tendency of the crack to close noncoincidence of the axes with stresses and deformations.
39171.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
ცვლადი სისქის არასიმეტრიული რგოლური დისკოს ტიპის დამრეცი ბრუნვითი კონუსური გარსის გაანგარიშების შესახებ.
On the analysis of a non-symmetrical annular disk type shallow conical shell of revolution of variable thickness.
39172.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
გარსის დრეკადი წონასწორობის დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ამოსახსნელად შემოთავაზებულია მიმდევრობითი მიახლოების მეთოდის სამი ვარიანტი.
In order to solve the title system of differential equations of the elastic equilibrium of a shell three versions of the successive approximations method are suggested.
39173.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
პირველის მიხედვით, დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა დაიყვანება ვოლტერას ტიპის მეორე გვარის ეკვივალენტურ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემაზე.
According to the first version the system of differential equations is reduced to an equivalent Volterra type integral equations of the second kind.
39174.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
უკანასკნელის ამოსახსნელად მიმდევრობითი მიახლოების ყოველ ეტაპზე გამოყენებულია მ. მიქელაძის რეკურენტული დამოკიდებულებანი.
To solve the latter, at each step of successive approximations the recursion relations of M. Sh. Mikeladze are used.
39175.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
მეორე და მესამე ვარიანტის შესაბამისად, დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა იშლება ორ ცალკეულ განტოლებად, რომლებიც ამოიხსნება რიგ-რიგობით.
According to the second and third versions, the system of differential equations is broken down into two separate equations, which are solved alternately.
39176.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
ერთ შემთხვევაში თითოეული მათგანის ამონახსნი მიმდევრობითი მიახლოების ყოველ ეტაპზე აგებულია რიცხვითი გზით, მეორე შემთხვევაში კი მათი ამოხსნისათვის გამოყენებულია კოლოკაციის მეთოდი.
In one case, at each step of the successive approximations the separate differential equations are solved numerically, and in the second, the collocation method of solution is used.
39177.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
გიპარის ფორმის ვანტური სისტემის ზიდვითუნარიანობაზე წინასწარ დაძაბვის სიდიდის გავლენის გამოკვლევა.
A study of the influence of prestressing on the carrying capacity of a guy system in the form of hyperbolic parabaloid.
39178.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
სისტემის მასალა მიჩნეულია დრეკად-პლასტიკურად.
The material of guys is considered ideally elastoplastic.
39179.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
აგებულია მრუდები ზიდვითუნარიანობასა და წინასწარ დაძაბვის სიდიდეებს შორის.
Curves of the dependence of prestressing on the carrying capacity are plotted.
39180.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, სამშენებლო მექანიკა
მიკვლეულია წინასწარ დაძაბვის ისეთი სიდიდე, რომელსაც შეესაბამება სისტემის მინიმალური ზიდვითი უნარიანობა და მაქსიმალური სიხისტე.
The prestressing of the system, to which correspond the minimum carrying capacity and the maximum rigidity, is found.