მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39441.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენათმეცნიერება
წინამდებარე ნაშრომში განიხილება ზოგადი და მწერალთა ლექსიკოგრაფია მათ ურთიერთკავშირსა და შეპირისპირებაში, ზოგად მონახაზებში და სპეციფიკურ თავისებურებებში როგორც კოდიფიციური ლინგვისტური ლიტერატურის ორი თანასწორუფლებიანი ნაირსახეობა, რომლებიც იდეალში ისწრაფვიან ლიტერატურული ენის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ადეკვატური ასახვისაკენ.
In the article general and writer’s lexocigraphies are outlined in their common and specific features as two equal parts of coded linguistic literature which supplement each other. Research has shown that both of these varieties adequately reflect and illuminate the formation and functioning of standard literary languages.
39442.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენტომოლოგია
მაღალსპეციფიური სინთეზური ფერომონების გამოყენება მცენარეთა დაცვის პრაქტიკაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებზე მეთვალყურეობისათვის.
Application of high specific synthetic pheromones to control pests of agricultural crops in plant protection.
39443.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენტომოლოგია
სინთეზური ფერომონული პრეპარატი „აცენოლი“ ჭარბი რაოდენობით (165-200 გ/ჰა) გამოყენებისას ხეხილის ბაღში იწვევს აღმოსავლური, ქლიავის, ვაშლის და მსხლის ნაყოფჭამიების მამრი პეპლების ერთდროულ დეზორიენტაციას.
The results of efficient tests demonstrated the feasibility of simultaneous control of a complex of moths – Grapholitha molesta Busek, Grapholitha funebrana Treit, Laspeyresia molesta L., Grapholitha prunivora Walsch – by means of the synthetic pheromone preparation Acenol causing disorientation of the males.
39444.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენტომოლოგია
სქესობრივი კომუნიკაციების დარღვევის ხარჯზე მცირდება მავნებელთა პოპულაციები.
Disturbance of reproductive communication ensures a reduction of these pest populations.
39445.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰიდროკორტიზონის და Д აქტინომიცინის მოქმედება გულის კუნთის ზოგიერთ ლიზოსომური ფერმენტის აქტივობაზე.
The effect of hydrocortisone and actinomycin D on the activity of some lysosomal enzymes in the cardiac muscle.
39446.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის კუნთის ჰომოგენატში შესწავლილია ზოგიერთი ლიზოსომური ფერმენტის (მჟავე ფოსფატაზა, მჟავე რნკაზა, კატეფსინების ჯამური აქტივობა) აქტივობის ცვლილება ჰიდროკორტიზონის, Д აქტინომიცინის შეყვანისას და მათი ერთობლივი მოქმედებისას ასაკობრივ ასპექტში.
The authors have made an age-related study of the change of activity of lysosomal enzymes (acid phosphatase, cathepsins, acid RNAase) in homogenates of the cardiac muscle at the injection of hydrocortisone, actinomycin D, and under combined administration of the same agents.
39447.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰიდროკორტიზონის შეყვანამ გამოიწვია ლიზოსომური ფერმენტების აქტივობის შემცირება, ამასთან განსაკუთრებით საგრძნობია მჟავე ფოსფატაზის აქტივობის შეცვლა.
Injection of hydrocortisone led to a decrease of lysosomal enzymes, the changes of the acid phosphatase activity being most important.
39448.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰიდროკორტიზონისა და ცილის სინთეზის ინჰიბიტორის - Д აქტინომიცინის ერთობლივი მოქმედება უმრავლეს შემთხვევაში იწვევდა შესასწავლი მჟავე ჰიდროლაზების აქტივობის შემცირებას საკონტროლო და მარტო ჰორმონშეყვანილ ჯგუფებთან შედარებით.
The combined action of the hormone with actinomycin D, a protein synthesis inhibitor, in most cases caused a decrease of the activity of acid hydrolase in comparison with the controls and with the results of the group of animals receiving only hydrocortisone.
39449.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის ჰემოდინამიკისა და შუილის გრაფიკულ ხასიათს შორის ურთიერთდამოკიდებულება ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში.
The interrelation between the cardiac hemodynamics and graphical pattern of noise in bronchial asthma children.
39450.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის ცენტრალური და პერიფერიული ჰემოდინამიკის პარამეტრებს შორის ურთიერთკავშირის შესწავლით გამოვლინდა ახალი კორელაციური კავშირები და მათი თავისებურებანი დაავადების სტადიასთან დაკავშირებით.
Based on the examination of the interrelation of the parameters of the cardiac central and peripheral hemodynamics of new correlations and their peculiarities in connection with the disease stage were revealed.
39451.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
კორელაციური კავშირი ჰემოდინამიკის ზოგიერთ მაჩვენებელსა და შუილის გრაფიკულ ხასიათს შორის მიუთითებს ჰემოდინამიკური ფაქტორის როლზე სისტოლური შუილის წარმოქმნის მექანიზმში.
The correlation between certain hemodynamic indices and the graphical pattern of noise points to the role of the hemodynamic factor in the mechanism of systolic noise in children with bronchial asthma.
39452.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
ლიმფოციტების იმუნოლოგიური რეაქტიულობის მაჩვენებლები ცოლ-ქმრულ წყვილებში მრავლობითი სპონტანური აბორტებით.
The indices of lymphocyte immunologic reactivity in married couples with multiple spontaneous abortions.
39453.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
გამოკვლეული იყო ლიმფოციტების რეაქტიულობა 30 ცოლ-ქმრულ წყვილში უცნობი ეტიმოლოგიის მრავლობითი სპონტანური აბორტებით, ლიმფოციტების შერეული კულტურის მეთოდით მკურნალობამდე და ლაზეროპუნქტურით მკურნალობის შემდეგ.
The author’s clinico-immunological investigation involved 30 married couples with multiple spontaneous abortions of uncertain causes. The investigation was conducted with the help of mixed lymphocyte culture reaction.
39454.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
გამოკვლევა ჩაუტარდა საკონტროლო ჯგუფსაც, სადაც არ აღინიშნებოდა ჩვეული მოშლილობა და სტერილობა.
The control group without a history of spontaneous abortions and sterility was investigated.
39455.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
ცოლ-ქმრულ წყვილებში როგორც ცოლებს, ისე ქმრებს აღენიშნებოდათ ლიმფოციტების რეაქტიულობის მკვეთრი დაქვეითება ლიმფოციტების შერეულ კულტურაში კონტროლთან შედარებით.
A reduction of lymphocyte reactivity was observed both in wives and husbands to corresponding stimulatory cells in mixed lymphocyte culture as compared to the controls.
39456.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
ჩატარებული მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდა და ხელი შეუწყო იმუნოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზებას მოცემული პათოლოგიის დროს.
A course of laser-puncture treatment had a beneficial effect, promoting normalization of immunologic parameters in the given pathology.
39457.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
გლაუკომის მიკროქირურგიის ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა.
Anaesthesiologic provision of glaucoma microsurgery.
39458.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
აღწერილია ანესთეზიის ქვეშ ანტიგლაუკომატოზური ოპერაციის 115 შემთხვევა.
115 clinical observations have been made on the effect of anaesthesia during glaucoma operations.
39459.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
86 შემთხვევაში ჩატარდა კომბინირებული გაუტკივარება - ზოგადი ანესთეზიოლოგიური საშუალებანი რეტრობულბალურ გაუტკივარებასთან ერთად.
In 86 cases combined anaesthesia (combination of general anaesthesia with retrobulbas) was applied.
39460.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ექსპერიმენტული მედიცინა
29 შემთხვევაში ჩატარებული იყო მრავალკომპონენტური ნარკოზი მიორელაქსანტის (არდუანის) გამოყენებით და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციით.
In 29 observations multicomponent anaesthesia was used with myorelaxation and artificial pulmonary ventilation.