მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39661.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ამოხსნილია ქანის შრეობრივი მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ამოცანა გვირაბის ირგვლივ, როდესაც მის მახლობლობაში სასარგებლო წიაღისეულის ფენაში წარმოიქმნება პლასტიკური დეფორმაციების ზონა.
The stress-strain state problem of a layered rock mass around the working is solved for the case when a zone of plastic deformations is formed in its proximity.
39662.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
კონკრეტული სამთოტექნიკური პირობებისათვის განსაზღვრულია საყრდენი წნევები, ძაბვის კომპონენტი მომცველ ქანებში და ძირითადი ჭერის მაქსიმალური დაშვების სიდიდე.
For particular, mine-engineering conditions, the reference pressures, the components of stress in the containing rocks and the maximum subsidence of the main roof are determined.
39663.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
გრძივი სახსრების გავლენა არაწრიული განივი კვეთის შეკრული ცილინდრული პლასტიკური გარსის სისქის ცვლილების კანონზე.
The influence of longitudinal hinges on the thickness variation law of a non-circular closed cylindrical plastic shell.
39664.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
განხილულია ოვოიდური მოხაზულობის განივი კვეთის შეკრული ცილინდრული პლასტიკური გარსი შიგა თანაბარი წნევის ქმედებაზე.
An ovoidal closed cylindrical plastic shell subjected to internal uniform pressure is considered.
39665.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
გაანალიზებულია გრძივი სახსრების არსებობის გავლენა გარსის სისქის ცვლილების კანონზე.
The influence of longitudinal hinges on the shell thickness variation law is analysed.
39666.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
ძაბვის გადამწოდების გამოყენება ბეტონის ყინვამედეგობის პროგნოზირებისათვის.
Use of stress transducers in predicting the frost resistance of concrete.
39667.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
დადგენილია ძაბვის გადამწოდების გამოყენების შესაძლებლობა ბეტონის ყინვამედეგობის განსასაზღვრავად ნიმუშების გაყინვა-გალხობის პროცესში წარმოქმნილი ძაბვების სიდიდის მიხედვით, რაც განხორციელდება საკვლევ ნიმუშებში გაზომილი ძაბვების წინასწარ აგებული ტიპურ-ეტალონური ძაბვის მრუდებთან შედარებით.
The paper demonstrates the feasibility of using stress transducers in determining the frost resistance of concrete according to the value of stresses arising in the processes of freezing and melting. The stresses measured in the specimens under study are compared with typical, standard test curves plotted in advance.
39668.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ხერხის სრულყოფა განზოგადებული ანალიზური ფუნქციებით.
Improvement of the technique of solving boundary problems by analytical functions.
39669.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
არაწრიული მოხაზულობის ღია ცილინდრული გარსის დრეკადი წონასწორობის შესახებ.
On the elastic equilibrium of a non-circular open cylindrical shell.
39670.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
შ. მიქელაძის მიერ განზოგადებული მაკლორენის ფორმულის დახმარებით გარსის დრეკადი წონასწორობის დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა დაიყვანება ვოლტერას ტიპის ეკვივალენტურ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემაზე.
By means of Maclaurin’s formula, generalized by Sh. E. Mikeladze, the system of differential elastic equilibrium equations of a shell is reduced to an equivalent system of Volterra’s integral equations.
39671.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
ამ უკანასკნელის ამოსახსნელად გამოყენებულია მ. მიქელაძის რეკურენტული ფორმულები.
The latter is solved using the recursion relations obtained by M. Sh. MIkeladze.
39672.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
განხილულია გარსის გრძივი კიდეების ჩამაგრების სხვადასხვა შემთხვევა.
Various cases of boundary conditions are considered.
39673.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
კონკრეტული მაგალითისათვის აგებულია ძალვებისა და ჩაღუნვების ეპიურები.
For the particular example diagrams of the internal forces and deflections are constructed.
39674.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
ცენტრალურ კუმშვაზე მომუშავე ალუმინის მილის ღეროების კრიტიკული ძალის გაზრდა ადგილობრივ მდგომარეობაზე პოლიმერული შემვსების გამოყენებით.
Increase of critical load on the local strength of tensile aluminium pipes by using plastic fillers.
39675.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
ნაშრომში განხილულია ახალი წინასწარდაძაბული კონსტრუქცია - ალუმინის მილები პოლიმერით შევსებული შიგა ღრუთი.
A new prestressed strudture – aluminium pipe filled with plastic fillers – is discussed in the paper.
39676.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
542 მმ, ზომის ალუმინის მილებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავტორი იძლევა აღნიშნული კონსტრუქციის კრიტიკული ძალის გაზრდის გზას.
An increase of the carrying capacity of plastic-filled pipe specimens of 542 mm size is shown versus hollow aluminium pipes.
39677.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, სამშენებლო მექანიკა
ალუმინის მილები პოლიმერული შემვსებით მაღალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამო შეიძლება სწრაფად გავრცელდეს მთიან რაიონებში ელექტრო გადამცემი ხაზის საყრდენის, სატელევიზიო კოშკების და სხვა დანიშნულების ნაგებობების ასაშენებლად.
Such pipes are shown to be cost effective and may be widely used in mountainous regions as supports of electric transmission lines, television towers, and other carrying structures.
39678.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ფარმაკოქიმია
აზოშეუღლების რეაქცია ინდოლო [5,6 – d]- და ინდოლო [5,4 – d]-ბენზო-[b] ფურანების რიგში.
The reaction of azocombination in indolo[5,6-d] and indolo[5,4-d]benzo[b]furans series.
39679.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ფარმაკოქიმია
ნაჩვენებია, რომ ინდოლო [5,6 – d]- და ინდოლო [5,4 – d]-ბენზო-[b] ფურანების აზოშეუღლების რეაქცია ერთმნიშვნელოვნად მიმდინარეობს პიროლური ბირთვის β-მდგომარეობაში.
It is shown that the reaction of azocombination of indolo[5,6-d]- and indolo[5,4-d]benzo[b]furans occurs only in the β-position of pyrrole ring.
39680.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ფარმაკოქიმია
აღნიშნულია, რომ შეუღლების რეაქცია ხაზოვანი აღნაგობის ჰეტეროციკლში მიმდინარეობს შედარებით იოლად და უფრო მაღალი გამოსავლით, ვიდრე შესაბამის ანგულარული აღნაგობის იზომერში.
The reaction of combination with the linear structure heterocycle occurs easier and with better yields than the reaction with its isomer of angular structure.