მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39741.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ჰიდროტექნიკა
მოყვანილია განტოლებათა სისტემები ემპირიული კოეფიციენტებით და მათი ამოხსნები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ინჟინერული სიზუსტით განისაზღვროს საძიებელი მახასიათებელი.
The authors present some sets of equations with empirical coefficients and their solutions, enabling the unknown characteristics to be determined with engineering accuracy.
39742.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ჰიდროტექნიკა
ადგილობრივი მასალებით აგებული კაშხალის საკუთარი სივრცული რხევის პერიოდები და ფორმები.
Periods and modes of the natural three-dimensional vibrations of earth dams of local materials.
39743.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ჰისტოლოგია
ღვიძლის მიკროცირკულატორული კალაპოტის ცვლილებები სპლენექტომიის და ელენთის ქსოვილის 50% რეზექციის შემდეგ.
Disturbance of the liver microcirculatory bed after splenectomy and partial resection of the spleen.
39744.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ჰისტოლოგია
სპლენექტომიიდან და ელენთის ქსოვილის 50% მოცილებიდან 1, 7, 15, 30, 90 და 180 დღის შემდეგ ვირთაგვას ღვიძლში აღინიშნება მიკროცირკულაციის მოშლა, რომელიც ვლინდება ცენტრალური და კარის ვენის სისტემის სისხლძარღვების სისხლსავსეობით და თრომბირებით, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის განვლადობის ზრდას და ჰემორაგიებს, ჰეპატოციტების დისტროფიულ და ნეკრობიოზულ ცვლილებებს.
After splenectomy and partial resection of spleen on the 2nd, 7th, 15th, 30th, 90th and 180th day of the experiment a disturbance of hemocirculation, increase in the permeability of vessel walls, erythrocyte diapedesis, occlusion of microcirculatory bed vessels, thrombosing, and connective tissue growth in the liver were revealed.
39745.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ჰისტოლოგია
ელენთის მთლიანი ამოკვეთის დროს დაზიანება უფრო მკვეთრია, ვიდრე ელენთის 50% რეზექციის შემდეგ.
The degree of discirculation changes and necrosis of hepatocytes was higher following splenectomy.
39746.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ლურჯი ლაქა და კრუნჩხვითი აქტივობა.
Locus coeruleus and epileptic activity.
39747.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზრდასრულ კატებსა და ბოცვრებზე მწვავე ექსპერიმენტის პირობებში შევისწავლეთ ჰიპოკამპური და ნეოკორტიკალური წარმოშობის კრუნჩხვითი აქტივობის ზღურბლის ცვლილება ლურჯი ლაქის წინასწარი სტიმულაციის ფონზე, აგრეთვე ახალი ქერქის აქტივაციის დონის გავლენა ჰიპოკამპური ეპილეპტოგენური გაღიზიანების ჰიპოკამპის ეპილეპტოგენური ზღურბლის გაზრდა, ნეოკორტექსის დესინქრონიზაციის ფონზე, გაპირობებულია ამ უკანასკნელის ტონური შემაკავებელი გავლენის გაძლიერებით ჰიპოკამპურ ნეირონებზე.
Alterations of the threshold of evoked epileptic activity of hippocampal and neocortical origin against the background of preceding locus coeruleus stimulation were studied under conditions of an acute experiment on adult cats and rabbits. It is assumed that the increase of the evoked epileptic activity in the hippocampus against the background of neocortical desynchronization results from an intensification of the tonic inhibitory influence of the latter on hippocampal neurons.
39748.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცხვირით სუნთქვის გავლენის შესახებ ზოგადი ფიზიკური შრომის უნარიანობაზე.
The influence of nasal respiration on human physical working capacity.
39749.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილი იყო ადამიანის ფიზიკური მუშაობის უნარიანობა ცხვირით და პირით სუნთქვისას.
Human physical working capacity has been studied by respiration through the nose and through the mouth.
39750.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ ცხვირით სუნთქვისას ადამიანის მუშაობის უნარიანობა მაღალია, ვიდრე მარტო პირით სუნთქვისას.
By nasal respiration the human physical working capacity was found to be higher than that at respiration only through the mouth.
39751.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცხვირით სუნთქვა იწვევს სუნთქვითი ცენტრიდან აგზნებადი იმპულსების ირადიაციის სტიმულაციას ჩონჩხის კუნთებზე.
Nasal respiration stimulates irradiation of impulses from the respiration centre on the skeletal muscles.
39752.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
უნდა ვიფიქროთ, რომ ცხვირით სუნთქვა ახდენს ადამიანის ზოგადი ფიზიკური მუშაობის უნარიანობის რეგულაციას.
It is suggested that nasal respiration regulates general human physical working capacity.
39753.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სინათლით გაღიზიანების გავლენა ოთხგორაკის წინა ბორცვების ნეირონებში ბგერით და კანის გაღიზიანებით გამოწვეულ რეაქციაზე.
Stimulation on the reactions influence of photic to the superior collicular neurons induced by the sound and skin stimulations.
39754.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელ, კურარიზებულ კატებზე კანისა და ბგერითი გაღიზიანებანი, რომლებიც თავისით არ იწვევენ ოთხგორაკის წინა ბოცვრების ზედაპირული შრეების ნეირონთა საპასუხო განმუხტვას, მცირე ინტერვალით სინათლით გაღიზიანების წამძღვარებისას უკვე ანვითარებენ კარგად გამოხატულ განმუხტვას.
In unanesthetized curarized cats skin and sound stimulations, which per se do not result in discharges of neurons in the collicular superficial layers, do evoke well-pronounced discharges when preceded by photic stimulation at a short interval.
39755.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მაშასადამე, სინათლით გაღიზიანების შემდეგ ოთხგორაკის ზედაპირული შრის „პოტენციურ“ პოლისენსორულ ნეირონებში განსაზღვრული დროით რჩება თანდათანობით ქრობადი აღმატებული აგზნებადობა, რაც უნდა განაპირობებდეს მანამდე უმოქმედო კანისა და ბგერით გაღიზიანებათა ეფექტებს.
Thus, after photic stimulation in the “potential” polysensory neurons of the collicular superficial layers these remains for a certain time gradually waning highlighted excitability that accounts for the hitherto ineffective skin and sound stimulations.
39756.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვირთაგვის სომატოსენსორული ქერქის პასუხების ნორადრენერგული მოდულაციის რევერსია ნემბუტალის გავლენით.
Nembutal-induced reversal of noradrenergic modulation of rat somatosensory cortical responses.
39757.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელი, ტუბარინით იმობილიზებული ვირთაგვების ლურჯი ლაქის ხშირი ელექტრული გაღიზიანებით, სომატოსენსორულ ქერქში წინა კიდურის კანის (ან შესაბამისი თალამური ბირთვის) ელექტრული სტიმულაციის საპასუხოდ აღმოცენებული პირველადი პასუხები (გასაშუალებული) საგრძნობლად კნინდება.
In unanaesthetized rats, immobilized with tubarine, by high frequency electrical stimulation of LC, the somatosensory cortical primary (averaged) responses evoked by forepaw electrical stimulation or the corresponding thalamic nuclei were significantly suppressed.
39758.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნემბუტალის ინტრაპერიტონულად შეყვანის შემდეგ ლურჯი ლაქის გაღიზიანების დამთრგუნველი გავლენა ქერქულ პასუხებზე გაადვილებით შეინაცვლება.
In contrast, after intraperitoneal nembutal injection the inhibitory influence of LC stimulation on cortical responses was reversed with facilitation.
39759.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის ღეროს ნორადრენერგული სისტემის გავლენის ხასიათი ჰემისფეროების ქერქულ აქტივობაზე საგრძნობლად უნდა იყოს დამოკიდებული ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებაზე.
All this indicates that different action of brainstem noradrenergic system on cortical activity depends mainly on the alteration of the functional state of the CNS.
39760.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მილის დიამეტრის უნივერსალური სინთეზატორის შექმნის საკითხის შესახებ წარმოების ციკლისათვის არასტაციონარული შეშფოთებებით.
Toward the design of a universal synthesizer of pipe diameter for the production cycle with nonstationary disturbances.