მოიძებნა 668048 ჩანაწერი
39781.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ასტრონომია
დადასტურებულია სხივური სიჩქარის 5-წუთიანი რხევების არსებობა.
The existence of 5-minute oscillations is confirmed.
39782.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბიოქიმია
ეთეროვანი ზეთების კომპონენტთა განაწილება C. Unshiu x C. Sinensis-ის ჰიბრიდების ფოთლებში.
Distribution of essential oil components in C. Unshiu x C. Sinensis hybrid leaves.
39783.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბიოქიმია
აირ-თხევადური და ადსორბციული ქრომატოგრაფიის, ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდების გამოყენებით, შესწავლილია მანდარინ უნშიუს, ფორთოხლის ჯიშის „ადგილობრივის“, მათი F<sub>1</sub> ჰიბრიდის და F<sub>2</sub>-ის და „ადგილობრივის“ შეჯვარებით მიღებული F<sub>1</sub> ჰიბრიდის ფოთლების ეთეროვანი ზეთების ქიმიური შედგენილობა.
The essential oil chemical composition of the leaves of the citrus Unshiu and the orange “Adgilobrivi”, and their F<sub>1</sub> and F<sub>2</sub> hybrids obtained by crossing “Adgilobrivi” with F<sub>1</sub> has been studied by gas-liquid and adsorption chromatographies, and IR-spectroscopy.
39784.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბიოქიმია
გალოილესთერაზა ჩაის მცენარის ნაზარდებში.
Galloylesterase of tea plant seedlings.
39785.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბიოქიმია
ნაჩვენებია ჩაის მცენარის ნაზარდების გალოილესთერაზის აქტივობა.
Data are presented on the galloylesterase activity of tea plant seedlings.
39786.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბიოქიმია
აღმონაცენების გამოჩენის წინ გალოილესთერაზული აქტივობა შეიმჩნევა ნაზარდის აპიკალურ ნაწილში, მიწისზედა ნაწილებში და ფოთლებში კი მისი აქტოვობა იზრდება ორჯერ.
Galloylesterase activity was detected in the apical parts of seedlings before sprout appearance, but in aerial parts and leaves its level showed a sharp rise.
39787.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბიოქიმია
ფესვებს არ გააჩნიათ გალოილესთერაზული აქტივობა.
Roots have no galloylesterase activity.
39788.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბიოქიმია
ზამბახისებრთა ოჯახის (Iridaceae) ზოგიერთი წარმომადგენლის დნმ-ის უნიკალური და განმეორებად თანმიმდევრობათა დივერგენცია.
The divergence of repetitive and unique sequences of DNA of some species of the family Iridaceae.
39789.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბიოქიმია
დნმ-დნმ ჰიბრიდიზაციის მეთოდით შესწავლილია ზამბახისებრთა ოჯახის რამდენიმე წარმომადგენლის დნმ-ის განმეორებად და უნიკალურ თანმიმდევრობათა დივერგენცია.
The divergence of repetitive and unique sequnces of some species of the family Iridacea was studied by the method of DNA-DNA hybridization.
39790.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ როგორც განმეორებად, ისე უნიკალურ თანმიმდევრობათა ფრაქცების შედარება შეიძლება გამოყენებულ იქნას გენომთა შორის მსგავსების დასადგენად.
It is shown that comparison of either unique or repetitive fractions may be used in assessing the similarity of genomes.
39791.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
ციტრუს ლაპინი-ახალი ჰიბრიდული სახეობა.
Citrus Lapinii: a new hybrid species.
39792.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
მანდარინი კლემენტინის ეს ჰიბრიდული სახეობა იტალიური მანდარინისა და მჟავე ფორთოხლის ბუნებრივი ჰიბრიდია.
The African mandarin (Clementin) is a natural hybrid between the Italian mandarin and sour orange.
39793.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
ისეთი მემკვიდრული ნიშნების ძლიერი ტრანსგრესია, როგორიცაა მშობლიურ ფორმებთან შეუჯვარებლობა, თვითშეუთავსებლობა, შედარებით მაღალი ყინვაგამძლეობა, მსხვილნაყოფიანობა, ნაყოფის ქერქის თავისუფლად მოცილება რბილობისაგან, ნაყოფის თავისებური სუნი და გემო ტრიპლოიდურ კლემენტინს აცალკევებს დიპლოიდური ფორმისაგან.
The following features, such as failure to cross with the initial parental components, self-incompatibility, high frost-resistence, large size of fruits, easy peeling, specific taste and smell of fruits, differentiate triploid Clementin from its diploid counterpart.
39794.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
ყოველდღე ეს იძლევა საფუძველს ტრიპლოიდური კლემენტინი გამოცხადდეს დამოუკიდებელ სახეობად ციტრუს ლაპინის (Citrus x Lapinii Kapan.) სახელწოდებით.
This gives ground to raise triploid Clementin to the rank of species and to name it Citrus x Lapinii Kapanadze, sp. n.
39795.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
მამრობითი სფეროს ფორმირება ნუშის ზოგიერთ სახეობაში.
The male generative sphere formation in some species of Amygdalus L.
39796.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
ნაშრომში პირველადაა წარმოდგენილი ნუშის ზოგიერთი სახეობის A. communis L., A. georgica Desf., A. nana L. მამრობითი გენერაციული სფეროს განვითარების თანმიმდევრული ფაზები.
Successive phases of male generative sphere development in some species of Amygdalus L.: A. communis L., A. georgica Desf., A. nana L. are presented for the first time in the paper.
39797.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
შესწავლილ სახეობებში სამტვრეების ჩასახვა და დიფერენცირება ხდება საყვავილე კვირტების განვითარების ადრეულ სტადიაზე.
The origin and differentiation of the anther in the species under study occur at early stages of development of flower buds.
39798.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
მეიოზის დასაწყისისათვის სამტვრე პარკის კედელი შედგება შემდეგი შრეებისაგან: ეპიდერმისი, 1-2 შუა შრე და ტაპეტუმი.
At the beginning of meiosis the pollen sac wall consists of epidermis, 1-2 middle layers of endothecium and tapetum.
39799.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
არქესპორული უჯრედის ჩასახვა სხვადასხვა სახეობებში სხვადასხვა დროს ხდება.
The inception of archesporial cells in various species occurs at different periods.
39800.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ბოტანიკა
არქესპორული უჯრედი პირდაპირ გადაიქცევა მტვრის მარცვლის დედა უჯრედად.
The archesporial cell directly transforms into the pollen grain mother cell.