მოიძებნა 668048 ჩანაწერი
40141.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ჰიდროტექნიკა
სელური მასის ზღვრულად წონასწორული მდგომარეობის მაჩვენებლები.
Some indicators of the balanced condition of a mudflow mass.
40142.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ჰიდროტექნიკა
სელური მასის მოცულობის გამოთვლის სიზუსტე დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობაზე.
The accuracy of calculation of the deposited volume of mudflow mass depends upon its physical state.
40143.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ჰიდროტექნიკა
ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე მიღებულია სელური მასის მოძრაობის დაწყების კრიტიკული სიმაღლის საანგარიშო ფორმულა მის შემადგენელ კომპონენტებთან დამოკიდებულებაში.
The calculation formulae of the critical depth of the start of mudflow mass movement, depending upon its components, has been obtained on the basis of experimental data.
40144.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ჰიდროტექნიკა
ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე ნატურული დაკვირვებების ოპტიმალური პერიოდულობის შერჩევა.
Determination of the optimal periodicity of landscape observations of hydraulic engineering structures.
40145.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, ჰიდროტექნიკა
ნაშრომში მოცემულია ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე ნატურალური გამოკვლევების ოპტიმალური სიხშირის დადგენის მიახლოებითი ანალიზური მეთოდი.
The paper presents an approximate analytical method for determining the optimal frequency of landscape observations of hydraulic engineering structures.
40146.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, აგროქიმია
მინერალური სასუქების სხვადასხვა დოზების და შეთანაწყობის გავლენა კიტრის მოსავალზე, ხარისხზე და ნიტრატების შემცველობაზე დახურული გრუნტის პირობებში.
The influence of different doses and combinations of mineral fertilizers on the yield and quality of cucumbers and their nitrate content in protected soil conditions.
40147.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, აგროქიმია
ცდებით დადგინდა, რომ თუ გრუნტი ხასიათდება ორგანული ნივთიერების დაბალი შემცველობით და ითვლება კარბონატულ ნიადაგად სუსტი ტუტე რეაქციით, მინერალური სასუქების ოპტიმალურ დოზად ჩაითვლება N<sub>15</sub>P<sub>1</sub>K<sub>1</sub> დოზა, რომლის დროსაც მიღებულია კიტრის მაქსიმალური მოსავალი - 18,25 კგ/მ<sub>2</sub> რამაც შეადგინა 27%-ით მოსავლის ნამატი კონტროლთან შედარებით.
Experimental data from the Dusheti hot-house economy, where the soil-ground is characterized by a low content of organic matter and is considered to be carbonate with weak alkaline reaction, point to the optimal doze of N<sub>15</sub>P<sub>1</sub>K<sub>1</sub>, resulting in the maximum crop of cucumbers at 18.25 kg/m<sub>2</sub>; thus, the increase in the yield totals 27% as compared to the control.
40148.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, აგროქიმია
აღნიშნული თანაფარდობით მინერალური სასუქების შეტანისას ნიტრატების რაოდენობაც დასაშვებ ფარგლებში აღინიშნება 15,5 - 44,7 მგ/კგ-ზე.
At the indicated ratio of fertilizer dozes the quantity of nitrates in the produce varies, according to phases, from 15.5 to 44.7 mg/kg being within the norm.
40149.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კაჯარანის სპილენძისა და მოლიბდენის კომბინატში მომუშავე ქალთა ჯანმრთელობაზე მოლიბდენის ნაერთების გავლენის შესახებ.
On the effect of molybdenum on the health of female workers of the Kajaran integrated copper-molybdenum mill.
40150.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქალის სასქესო სფეროზე მოლიბდენის გავლენის შესწავლის მიზნით ჩვენ ჩავატარეთ გინეკოლოგიური გამოკვლევა კაჯარანის სპილენძისა და მოლიბდენის კომბინატში მომუშავე ქალთა შორის.
A gynecological investigation of the Kajaran integrated copper-molybdenum mill was carried out with a view to studying the effect of molybdenum on the female genital sphere.
40151.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჩვენ დავადგინეთ შემდეგი გინეკოლოგიური დაავადებანი: შინაგან სასქესო ორგანოთა ქრონიკული ანთება - 9,8%, მენსტრუალური ციკლის მოშლილობანი - 1,4%, უნაყოფობა - 2,8%, საშვილოსნოს ყელის ეროზია - 4,2%, საშოს კედლების დაწევა - 5,6%, საშვილოსნოს გადახრა - 5,6%.
The following gynecological diseases were established: chronic inflammation of the internal genital organs in 9.8%, disturbances of the menstrual function in 1.4%, infertility in 2.8%, cervical erosion in 4.2%, colpoptosis in 5.6% and retroversion of the uterus in 5.6% of cases.
40152.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გინეკოლოგიურ დაავადებათა გავრცელების ასეთი დაბალი დონე საფუძველს არ გვაძლევს მივუთითოთ მოლიბდენის ტოქსიკოზის არსებობაზე აღნიშნულ კომბინატში.
Such a low level of occurrence of gynecological diseases does not point to the presence of molybdenum toxicosis in the mill.
40153.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გულის შეკუმშვის ფაზურ სტრუქტურაზე ნათხემის ჭიის ქერქის გავლენის მექანიზმების საკითხისათვის.
On the mechanism of the influence of the cortex of the vermis cerebelli on the phase structure of systole.
40154.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დადგენილია ნათხემის ჭიის ქერქის ელექტრული და ქიმიური გაღიზიანების გავლენა გულის მოქმედების ფაზურ სტრუქტურაზე.
Electrical and chemical stimulation of the vermis cortex has been found to influence the phase structure of systole.
40155.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია, რომ ნათხემის ჭიის ქერქის გავლენის განხორციელებაში გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე მონაწილეობენ როგორც ჭიის ქერქის ნორადრენალინმგრძნობიარე ქემორეაქტიული ელემენტები, ასევე ტვინის ღეროს რეტიკულური ფორმაცია, მისი აგზნებადობის რეგულაციის ადრენერგული და ჰორმონალური მექანიზმებით.
It is shown that both the norepinephrine-sensitive chemoreactive structure of the vermis cortex and the reticular formation of the brain stem with its adrenergic and hormonal mechanisms of regulation of the reticular formation excitability participate in the influence exerted by the vermis cortex on the cardiovascular system.
40156.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
საწარმოს პირობებში მოლიბდენის ნაერთების როლი გინეკოლოგიურ დაავადებათა განვითარებაში.
The role of molybdenum compounds in the development of gynecological diseases under industrial conditions.
40157.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქალის სასქესო სფეროზე მოლიბდენის გავლენის შესწავლის მიზნით ჩვენ ჩავატარეთ გინეკოლოგიური გამოკვლევა კიროვაკანის მაღალი ტემპერატურის მათბურების ქარხანაში მომუშავე ქალთა შორის.
A gynecological investigation of female workers of the Kirovakan plant of high-temperature heaters was carried out with a view to studying the effect of molybdenum on the female genital sphere.
40158.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოირკვა, რომ აღნიშნულ საწარმოში მომუშავე ქალთა შორის გინეკოლოგიური დაავადებებიდან გვხვდება შემდეგი: საშვილოსნოს და მისი დანამატების ქრონიკული ანთება - 44,4%, საშვილოსნოს ყელის ეროზია - 5,6%, კოლპიტი - 1,9%.
Among the female workers of the cited factory the following gynecological diseases were established: chronical inflammation of the uterus and uterine appendages in 44.4%, cervical erosion in 5.6% and colpitis in 1.9% of cases.
40159.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვინაიდან ქალის შინაგან სასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებანი უმეტეს შემთხვევაში გვხვდება შედარებით ახალგაზრდა ასაკში და მცირე პროფესიული სტაჟის მქონე ქალებში, დასაშვებია, რომ ამ შემთხვევაში ანთების განვითარებაში პათოგენეზურ როლს უნდა თამაშობდეს უფრო მოლიბდენს ნაერთები, ვიდრე სხვა საწარმოო ფაქტორები.
Since inflammatory diseases of female internal genital organs are predominantly observed in comparatively young workers with a small length of service, it should be assumed that in the present case molybdenum and its compounds, rather than other factors of industrial environment, play an aetiological role in the development of inflammation.
40160.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
შედარების მეთოდით ნებისმიერ სიდიდეთა პარალელური შეკრების მათემატიკური მოდელი.
A mathematical model of parallel addition of arbitrary values by the method of comparisons.