მოიძებნა 668048 ჩანაწერი
40181.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
ოლიგო (dT)-ცელულოზის სვეტზე აფინური ქრომატოგრაფიის გზით სოიის ათდღიანი ნაზრდების ფოთლებიდან გამოყოფილია პოლი-ა შემცველი მრნმ.
Poly-A mRNA was isolated by affinity chromatography on oligo (dT)-cellulose from 10 day-old soybean seedlings.
40182.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ საკონტროლო ფოთლებიდან გამოყოფილი ჯამური რნმ შეიცავს 0,85% პოლი-ა მრნმ-ს, მაშინ როცა პოლი-ა მრნმ-ის შემცველობა გიბერელინის მჟავას არეზე გამოზრდილი ნაზრდების ფოთლებიდან გამოყოფილ რნმ-ში აღწევს ≈1,30%-ს.
It is shown that preparations of total RNA from control seedlings contain 0.85% poly-A RNA, whereas the content of poly-A RNA in total RNA from leaves grown on gibberellic acid medium reaches ≈1.30%.
40183.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
ჩატარებულია ჯამური და პოლი-ა მრნმ-ის ელექტროფორეზი.
Electrophoresis of total RNA and poly-A+ RNAS was carried out.
40184.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
მიკრობული β-გალაქტოზიდაზის გამოყენების პერსპექტივების შესახებ რძის მრეწველობაში.
On the prospects of application of microbial β-galactosidase in milk industry.
40185.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
შერჩეულია β-გალაქტოზიდაზის აქტიური მიკრობული წარმოშობის ფერმენტული პრეპარატები მისი რძის მრეწველობაში გამოყენების თვალსაზრისით.
The most active β-galactosidase microbial preparations have been selected for use in milk industry.
40186.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
დადგენილია β-გალაქტოზიდაზის ფერმენტული პრეპარატების მოქმედების ოპტიმალური პირობები, რომლებიც განსაზღვრავენ მათი გამოყენების ეფექტურობას.
The properties of β-galactosidase enzymic preparations, determining the effectiveness of their application, have been investigated.
40187.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
საფუვრის β-გალაქტოზიდაზის მაქსიმალური აქტივობა აღინიშნება 30°-ზე, სოკოურისა - 50°.
Maximum activity of yeast β-galactosidase is manifested at 30°, and of fungal-yeast at 50°C.
40188.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
როგორც საფუვრის, ისე სოკოურის წარმოშობის β-გალაქტოზიდაზა ახდენს ლაქტოზის ჰიდროლიზს 40%-ით.
β-galactosidase of yeast and fungal origin effects 40% hydrolysis of lactose.
40189.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
ჩაის მრეწველობის ცელულოზისა და ლიგნინის შემცველ ნარჩენებზე მეზოფილური სოკოების გაზრდის საშუალებით ცილისა და ფიზიოლოგიურად აქტიური შენაერთების წარმოქმნა.
The production of protein and other physiologically active compounds by growing mesophilic fungi on cellulose and lignin-containing wastes of tea industry.
40190.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
შესწავლილია Fusarium-ის გვარის მეზოფილური სოკოების მიერ ცილისა და სხვა ფიზიოლოგიურად აქტიური შენაერთების სინთეზირების უნარი ცელულოზისა და ლიგნინშემცველი ჩაის წარმოების ნარჩენებზე.
The ability of mesophilic fungi of the species Fusarium to synthesize protein and other physiologically active compounds on the lignin-containing and cellulose wastes of tea industry has been studied.
40191.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
დადგენილია ჩაის ნარჩენების გამდიდრების შესაძლებლობა ცილითა და სხვა ფიზიოლოგიურად აქტიური შენაერთებით.
The feasibility of enriching tea wastes with protein and other physiologically active compounds by surface cultivation of mesophilic fungi has been demonstrated.
40192.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
გამომუშავებული პროდუქტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ცხოველთა საკვებ ნარევებში.
The obtained product may be used in animal feed mixtures.
40193.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
ამასთან ერთად გადაიჭრება ჩაის ფოთლის უნარჩენოდ გადამუშავების პრობლემა.
This will solve the problem of tea leaf processing without wastes.
40194.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
ბარდის ფოთლებში ქლოროპლასტებიდან რნმ-პოლიმერაზის მიღება და ნაწილობრივი დახასიათება.
Isolation and partial characterization of chloroplast RNA-polymerase from pea leaves.
40195.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
გამოყოფილია და ნაწილობრივ დახასიათებულია ბარდის ფოთლების ქლოროპლასტული რნმ-პოლიმერაზა.
Chloroplast RNA-polymerase has been isolated from pea leaves and partially characterized.
40196.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
რიფამიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკები რიფამიცინი SV, რიფამპიცინი და α-ამანიტინი პრაქტიკულად არ ინჰიბირებენ ფერმენტის აქტივობას.
Antibiotics of the rifamycin group – rifamycin SV and rifampicin as well as α-amanitin – practically do not inhibit enzyme activity.
40197.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
ეთიდიუმის ბრომიდი და აქტინომიცინი D ინჰიბირებენ ფერმენტის აქტივობას 80 და 88%-ით შესატყვისად.
Ethidium bromide and actinomycin D inhibit the enzyme activity by 80 and 88% respectively.
40198.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბიოქიმია
ჰეპარინი, რომელიც წარმოადგენს ქლოროპლასტული რნმ-პოლიმერაზას სპეციფიკურ ინჰიბიტორს, თრგუნავს ფერმენტის აქტივობას 96%-ით.
Heparin, being a specific inhibitor of chloroplast RNA-polymerase, inhibits enzyme activity by 96%.
40199.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბოტანიკა
კრიტიკული შენიშვნა Satureja densiflora Zeinalova (labiatae) სახეობის შესახებ.
A critical note on the species Satureja densiflora Zeinalova (labiatae).
40200.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, ბოტანიკა
შესწავლილია ზუვანდიდან (აზერბ. სსრ) აწერილი ორი სახეობის - S. densiflora Zeinalova-ს და S. borissovae Zeinalova-ს ტაქსონომია და ნომენკლატურა.
The taxonomy and nomenclature of two described species: S. densiflora Zeinalova and S. Borissovae Zeinalova from Zuvand (Azerb. SSR) have been studied.