მოიძებნა 668048 ჩანაწერი
40221.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოლოგია
ქართლის დეპრესიის ჩრდილო ბორტის ზედა ეოცენის ნავთობგაზიანობის პერსპექტივა.
Prospects of oil-and-gas capacity of the Upper Eocene of the northern border of the Kartli depression.
40222.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოლოგია
ქართლის დეპრესიის ჩრდილო ბორტის ზედაეოცენური ნალექების ლითოფაციალური და სტრუქტურული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულია მათი შესაძლო რეგიონული ნავთობგაზიანობის პერსპექტივა.
On the grounds of structural and lithofacial analysis of the Upper Eocene rocks of the northern border of Kartli depression the prospects of oil-and-gas regional capacity are characterized.
40223.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოლოგია
აჭარა-თრიალეთის აღმოსავლეთ სეგმენტის ჩრდილო პერიფერიის ტექტონიკური აგებულების თავისებურებანი.
Features of the tectonic structure of the northern periphery of the eastern segment of Ajara-Trialeti.
40224.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოლოგია
შესწავლილ რეგიონში აღინიშნება ჩრდილო-დასავლური მიმართულების ე.წ. დოესის შესხლეტვა - მარჯვენა ნაწევური ბუნების რღვევის არსებობა, რომლის წარმოშობაც დაკავშირებულია აჭარა-თრიალეთის ზონის ამ ნაწილში მასების სამხრეთისაკენ და ჩრდილოეთისაკენ მიმართული მოძრაობების შეჯახებასთან.
The existence of the so-called Doesian up throw-right lateral shift of north-western orientation is observable in the region studied. The origin of this fault is related to the collision of southward and northward movements in this part of the Ajara-Trialetian folded zone.
40225.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
მაგნიტური ველის გავლენა ბზარის ტრაექტორიაზე.
The influence of the magnetic field on the path of cracks.
40226.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
ექსპერიმენტულად შესწავლილია სილიკატური მინისა და LiF კრისტალთა ნიმუშების რღვევის პროცესი ერთღერძა კუმშვის დროს მაგნიტურ ველში და მის გარეშე.
An experimental study of the fracturing process in samples of sodalime glass and LiF crystals stressed in uniaxial compression was carried out in the presence of constant magnetic field and without it.
40227.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
როგორც ამ ცდებმა გვიჩვენეს, მაგნიტური ველი იწვევს ბზარის ტრაექტორიის გამრუდებას, როცა მაგნიტური ნაკადის ძალწირები და ბზარის ნაპირები ურთიერთპერპენდიკულარულია.
The magnetic field was found to bend the trajectory of cracks when the flux lines are perpendicular to the crack sides.
40228.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა, რომ ეს ფაქტი გამოწვეულია მაგნიტური ველისა და ელექტრული მუხტების ურთიერთქმედებით.
An attempt is made to account for this fact by the magnetic field-electric charge interaction.
40229.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
ელექტრომუხტები ჩნდება ბზარის ზრდის დროს და თავმოყრილია მის წვერში.
These charges are produced at the crack growth and are concentrated at its tip.
40230.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
კოსმოსური სხივების ნეიტრონული კომპონენტის ბარომეტრული კოეფიციენტის ცვლილება ატმოსფერული წნევის დონეზე დამოკიდებულებით.
Study of the barometric coefficient change of cosmic ray neutron component depending on the atmospheric pressure level.
40231.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
ნაშრომში მოსკოვისა და თბილისის სადგურების კოსმოსური სხივების ინტენსივობისა და ატმოსფერული წნევის მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია კოსმოსური სხივების ნეიტრონული კომპონენტის ბარომეტრული ეფექტის დამოკიდებულება ატმოსფერული წნევის ცვლილებისაგან.
The dependence of the barometric coefficient on the change of the atmospheric pressure is studied on the basis of atmospheric pressure and cosmic ray data analysis of Moscow and Tbilisi stations.
40232.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ბარომეტრული კოეფიციენტის შესწორება მოსკოვისა და თბილისის სადგურებისათვის შესაბამისად შეადგენს 4.10<sup>-4</sup>%/მბ<sup>2</sup> და 13.10<sup>-4</sup>%/მბ<sup>2</sup>.
The corrections for the barometric coefficient for Moscow and Tbilisi stations are 4.10<sup>-4</sup>%/mb2 and 13.10<sup>-4</sup>%/mb<sup>2</sup>, respectively.
40233.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
ოსტროვსკის სისტემის დახრისმზომებზე ატმოსფერული წნევის პირდაპირი გავლენის შეფასება.
Assessment of the direct effect of atmospheric pressure on tiltmeters of Ostrovsky’s construction.
40234.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
ოსტროვსკის სისტემის ხუთი დახრისმზომის მაგალითზე შესწავლილია ხელსაწყოების რეაქცია ატმოსფერული წნევის პირდაპირ ზემოქმედებაზე.
The direct effect of the atmospheric pressure variation on the tiltmeters of Ostrovsky’s construction was studied using five instruments.
40235.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
მოცემულია ექსპერიმენტის საფუძველზე განსაზღვრული დახრისმზომების ბარული კოეფიციენტების მნიშვნელობები.
Experimentally derived values of the instrumental barometric coefficients for tiltmeters are presented.
40236.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
ატმოსფეროს მეზომეტეოროლოგიური სასაზღვრო ფენის რიცხვითი მოდელის ფიზიკური გამოკვლევა.
Physical investigation of the numerical model of the meso-scale boundary layer of the atmosphere.
40237.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
რიცხვითი ექსპერიმენტების საფუძველზე გამოკვლეულია სხვადასხვა ფიზიკური ფაქტორის (კონდენსაციის ფარული სითბო, სტრატიფიკაცია, ფარდობითი ტენიანობა, გეოსტროფული ქარი) გავლენა ატმოსფეროს მეზომეტეოროლოგიურ სასაზღვრო ფენაზე.
The influence of different physical factors (latent heat of condensation, stratification, relative humidity, geostrophic wind) on the meso-scale boundary layer of the atmosphere was studied by means of numerical experiments.
40238.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
მზის რადიაციის შესუსტება ერთგვაროვან ატმოსფეროში.
Weakening of solar radiation in a homogeneous atmosphere.
40239.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
მიღებულია ერთგვაროვან ატმოსფეროში ოპტიკური მასის გამოსათვლელი გამოსახულება.
An expression is derived for estimating the optical masses of a model atmosphere for the case.
40240.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 119, გეოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ მოცემული გამოსახულებით შეიძლება ვისარგებლოთ სხვა მოდელური ატმოსფეროს შემთხვევაშიც.
It is shown that the result obtained is applicable to other models of the atmosphere as well.