მოიძებნა 668071 ჩანაწერი
4081.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
მწვავე ლეიკოზის დროს მკურნალობის დაწყებამდე პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიური ცვლილებები ძლიერადაა გამოხატული, ხოლო ნეიტროფილური ლეიკოციტების მიგრაცია შესუსტებულია.
Before treatment of acute leucosis pathological alternations of the oral cavity mucosa are sharply expressed, with obviously unsufficient neutrophile migration.
4082.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
მკურნალობის პერიოდში პირის ღრუში პათოლოგიური ცვლილებების შემცირების ფონზე ლეიკოციტების მიგრაცია შესამჩნევად მატულობს.
During treatment the state of the oral cavity mucosa improves. At the same time migration of leucocites intensifies.
4083.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
რემისიის სტადიაში პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ცვლილებები შენარჩუნებულია, ხოლო მიგრაცია არასაკმარისია, რაც მიუთითებს ადგილობრივი მკურნალობის ჩატარების საჭიროებებზე.
However, in the stage of remission the change of the oral cavity mucosa continue to occur, while migration does not increase. This requires local treatment of the oral cavity.
4084.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
ლეიკოციტების ფუნქციონალური თვისებების გავლენა მათი მიგრაციის ინტენსივობაზე მწვავე ლეიკოზის დროს.
The influence of the functional characteristics of leucocytes on their migration in acute leucaemia.
4085.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
მკურნალობის დაწყებამდე და ტერმინალურ სტადიაში ლეიკოციტების ფუნქციონალური თვისებები დაქვეითებულია, რაც გავლენას ახდენს ლეიკოციტების მიგრაციაზე. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანაფხეკი ღარიბია ნეიტროფილური უჯრედებით.
Before treatment and in the terminal state of the disease the functional characteristics of leucocytes are reduced, this affecting the intensity of leucocyte migration: the scrape of the mucosa of the oral cavity is poor in neutrophile cells.
4086.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
ლეიკოციტების ფუნქციონალური თვისებების შედარებით მომატება შეიმჩნევა ავადმყოფთა ინტენსიური მკურნალობის პერიოდში, რაც გავლენას ახდენს ლეიკოციტების მიგრაციაზე: პირის ღრუს ლორწოვან ანაფხეკში აღინიშნება ნეიტროფილების რიცხვის ზომიერი მომატება.
Temporary increase of the indices of the functional characteristics of leucocytes is observable in patients during intensive treatment, which affects their migration: in the scrape of the mucosa of the oral cavity a growth of the quantity of neutrophiles is noted.
4087.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
მიოკარდის ულტრასტრუქტურული და ზოგიერთი ჰისტოქიმიური თავისებურებანი ჰიპოქსიის დროს.
Ultrastuctural and some histochemical peculiarities of the myocardium in hypoxia.
4088.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
შესწავლილია გულის კუნთის ულტრასტრუქტურული და ზოგიერთი ჰისტოქიმიური თავისებურებანი ექსპერიმენტული ჰიპოქსიის დროს.
A study has been made of the ultrastructural and some histochemical peculiarities of the heart muscle in experimental hypoxia.
4089.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
დადგენილია, რომ ჟანგბადის უკმარობის პირობებში მიოკარდში ადგილი აქვს დისტროფიულ და რეგენერაციულ ცვლილებათა განვითარებას.
Dystrophic and regenerative changes have been found to develop in the myocardium under conditions of oxygen starvation.
4090.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ციტოლოგია
ნაჩვენებია აგრეთვე, რომ ექსპერიმენტის მოგვიანებით ვადებში უფრო მკვეთრადაა გამოხატული მორფოლოგიურ და ჰისტოქიმიურ ცვლილებათა ინტენსივობა და გავრცელების ხარისხი.
It is also shown that the intensity and the degree of spread of morphological and histochemical changes are more pronounced in the later periods of the experiment.
4091.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ხელოვნების ისტორია
კვარტკვინტაკორდის შესახებ.
On the fourth-fifth chord.
4092.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ხელოვნების ისტორია
ქართულ ხალხურ მრავალხმიანობაში ხშირად გვხვდება არატერციული აგებულების აკორდები, რომელთა შორის განსაკუთრებით დამახასიათებელია აკორდი.
In Georgian folk polyphony we often encounter chords of non-third structure, among which especially typical is the chord consisting of the fourth and the fifth.
4093.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ხელოვნების ისტორია
მისი წარმოშობის მიზეზად უნდა ჩაითვალოს პლაგალური კილოს შეხამება ავტენტურ კილოსთან.
The cause of its origin should be sought in the combination of plagal mode with authentic.
4094.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ხელოვნების ისტორია
პლაგალური კილოს კვარტული ჩონჩხი უერთდება ავტენტური კილოს კვინტურ ჩონჩხს, რაც ქმნის კვარტკვინტაკორდს კილოს პირველ საფეხურზე ანუ ტონიკურ კვარტკვინტაკორდს.
The fourth frame of plagal mode uniting with fifth frame of authentic creates the fourth-fifth chord on the first step of mode or tonic fourth-fifth chord.
4095.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ხელოვნების ისტორია
ეს აკორდი გვხვდება არა მარტო ქართულ ხალხურ მუსიკაში. ჩვენ შეგვიძლია მოვნახოთ იგი, მაგალითად აფხაზურ, ალბანურ, ინგუშურ და ჩეჩნურ ხალხურ მუსიკაში.
We meet with such chord not only in Georgian folk music, but in Abkhazian, Albanian, Ingush and Chechen folk music as well.
4096.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ხელოვნების ისტორია
კვარტკვინტაკორდი გვხვდება არა მარტო კილოს პირველ საფეხურზე.
The fourth-fifth chord is found not only on the first step of mode.
4097.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ხელოვნების ისტორია
დამახასიათებელი სეკუნდური მიმდევრობა ქართულ ხალხურ მუსიკაში ქმნის კვარტკვინტაკორდებს მეორე და მეშვიდე საფეხურზე.
Typical second successions in Georgian folk music create fourth-fifth chords on the second and seventh steps.
4098.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ხელოვნების ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ კვარტკვინტაკორდი გვხვდება სხვადასხვა ხალხთა მუსიკაში, იგი მაინც უფრო დამახასიათებელია ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედებისათვის.
Though the fourth-fifth chord is met with in the music of different peoples, it is more typical of Georgian folk music.
4099.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ხელოვნების ისტორია
არატერციული აგებულების სხვა აკორდებთან ერთად, იგი წარმოადგენს ქართული ხალხური მუსიკის სტილისტიკურ თავისებურებას და აძლევს მას მკაფიოდ გამოხატულ ნაციონალურ კოლორიტს.
Along with other chords of non-third structure, this chord constitutes a stylistic peculiarity of Georgian folk music, imparting a clear-cut national colour to it.
4100.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ჰიდროლოგია
კოლხეთის მდინარეთა „საკუთარი“ და „გარეშე“ წყლები.
“Own” and “Alien” waters of Kolkheti rivers.