მოიძებნა 668071 ჩანაწერი
4581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ფიტოპათოლოგია
შესწავლილია ზოგიერთი ფუნგიციდის შედარებითი ტოქსიკურობა და დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობა თუთის ნაცრის გამომწვევის Phyllactinia suffulta Sacc. f. moricola Yach. მიმართ.
The relation toxicity and duration of fungicidal action of some chemicals against the agent causing powdery mildew, Phyllactinia suffulta Sacc. f. moricola Yach. of the mulberry tree were studied.
4582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ფიტოპათოლოგია
ფუნგიციდების შედარებითი აქტივობა დადგენილია პრობიტ ანალიზის მეთოდით.
The comparative activity of fungicides was established by the method of probit analysis.
4583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ფიტოპათოლოგია
დადგენილია, რომ პრეპარატები MC-1947, დინობუტანი, კოლოიდური გოგირდი, კარატანი, მორესტანი და კომბინირებული ნაზავები, ცინები კარატანთან, ცინები კოლოიდურ გოგირდთან, კაპტანი კოლოიდურ გოგირდთან და პოლიკარბაცინი კოლოიდურ გოგირდთან თუთის ნაცრის გამომწვევის მიმართ თითქმის ერთნაირი მაღალი ტოქსიკურობით ხასიათდება.
The more toxicant preparations are: the MC-1947, dinobutane, colloidal sulphur, karathane, morestane and combined such as: zineb with karathane, zineb with colloidal sulphur, captan with colloidal sulphur and polycarbacide with colloidal sulphur.
4584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ფიტოპათოლოგია
განსხვავება ტოქსიკურობაში CK-50 მიხედვით ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს შორის არაა სტატისტიკურად სარწმუნო.
The difference in toxicity between the above fungicides according to CK-50 is not statistically valid.
4585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ფიტოპათოლოგია
ფუნგიციდური მოქმედების ხანგრძლივობა აღნიშნული პრეპარატებისა 12-დან 15 დღემდე მერყეობს.
They have been found to process higher protective properties. The duration of the fungicidal action (TI-100) of these preparations varies from 12 to 15 days.
4586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ქიმიური ტექნოლოგია
ქიმიური რეაქციები მანგანუმიანი ლამებისა და მადნების გოგირდოვანი მჟავით გამოტუტვისას.
Chemical reactions in leaching manganese ores and slurries with sulfuric acid.
4587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ქიმიური ტექნოლოგია
შესწავლილია ქიმიური რეაქციები, რომლებსაც ადგილი აქვს მანგანუმიანი ლამებისა და მადნების გოგირდოვანი მჟავით გამოტუტვისას.
Chemical reactions occurring in the process of leaching manganese ores and slurries with sulphuric acid have been investigated.
4588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ქიმიური ტექნოლოგია
დადგენილია პირობები, რომელიც გამორიცხავს წარმოების პროცესში დითიონატების დაგროვების შესაძლებლობას, რასაც გამდიდრების ტექნოლოგიის განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
Conditions that eliminate the possibility of accumulation of dithionates are determined, this being of primary importance to enrichment technology.
4589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ქიმიური ტექნოლოგია
კალიუმის პერმანგანატის წარმოების წითელი შლამების აზოტმჟავური გადამუშავება.
Processing of red slurries of potassium permanganate production with nitric acid.
4590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ქიმიური ტექნოლოგია
წითელი შლამების აზოტმჟავური გადამუშავებით მიიღება მანგანუმის კონცენტრატი, რკინის ჰიდროჟანგი და კალიუმისა და კალციუმის ნიტრატის ნარევი.
Manganese concentrate, ferric hydroxide and mixture of potassium and a calcium nitrates are obtained by treatment of red slurries with nitric acid.
4591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ქიმიური ტექნოლოგია
ქალკოპირიტული კონცენტრატის მასულფატიზირებელი გამოწვის სტატისტიკური ოპტიმიზაცია.
Statistical optimization of sulphating roasting of chalcopyrite concentrate.
4592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ქიმიური ტექნოლოგია
სტატისტიკური ოპტიმიზაციის მეთოდების გამოყენებით დადგენილია მადნეულის საბადოს ქალკოპირიტული ფლოტაციური კონცენტრატის მასულფატიზირებელი გამოწვის ოპტიმალური რეჟიმი.
The optimal mode of the sulphating roasting of the chalcopyrite flotation concentrate of the Madneuli deposit has been determined by using the method of statistical optimization.
4593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ქიმიური ტექნოლოგია
სპილენძისა და რკინის წყალში ხსნადი ნაერთების გამოსავლებისათვის მიღებულია მათემატიკური მოდელი მეორე ხარისხის პოლინომის სახით.
Mathematical models in the form of the second degree polynomials have been obtained for the yields of water soluble compounds of copper and iron.
4594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ქიმიური ტექნოლოგია
გათვლებით მიღებული ოპტიმალური პირობების ექსპერიმენტული შემოწმების შედეგად მიღებულია გამოსავალი სპილენძის წყალში ხსნადი ნაერთებისა 98%, რკინის ნაერთებისა - 6%.
The yields of water soluble compounds of 98% copper and 6% iron were obtained after an experimental checking of the estimated optimal conditions.
4595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ციტოლოგია
კუჭის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური დახასიათება წყლულოვანი დაავადების დროს.
Cytologic characteristics of the stomach mucosa in ulcerous disease.
4596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ციტოლოგია
ციტომორფომეტრიული მეთოდით შესწავლილია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას რაოდენობა და კონცენტრაცია უჯრედის ბირთვებში წყლულოვანი დაავადების დროს.
Using the method of cytophotometry the amount and concentration of DNA were studied in nuclei of ulcerous cells and in cells of the intermediary region, as well as in the resection region.
4597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ციტოლოგია
სულ გამოკვლეულია 16 რეზეცირებული კუჭის ლორწოვანი გარსი.
Altogether 16 resected stomachs were studied.
4598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ციტოლოგია
შესწავლილი მასალის ანალიზმა გვიჩვენა, რომ წყლულოვანი ზონის ბირთვები შეიცავენ დნკ-ს უფრო მეტ რაოდენობას, ვიდრე რეზექციის ზონის უჯრედთა ბირთვები.
Analysis of the studied material shows that cell nuclei of the stomach ulcerous region contain a considerable amount of DNA, while nuclei of cells corresponding to normal mucosa contain DNA of diploid set.
4599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ციტოლოგია
Balantidium Coli-ის ულტრასტრუქტურის შესახებ.
On the ultrastructure of Balantidium Coli.
4600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ციტოლოგია
ელექტრომიკროსკოპზე შესწავლილია Balantidium Coli-ის ნატიფი სტრუქტურა.
The ultrastructure of Balantidium Coli. was studied by the electron microscope.